საქართველოში ალბათ, ბევრისთვის წარმოუდგენელია ავიაბილეთის სანაცვლოდ 100 ათასი დოლარის გახდა თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ თბილისიდან ნიუ იორკამდე დაუვიწყარი ფრენა გელოთ წინ. თუმცა, მსოფლიო მასშტაბით არიან ავიაკომპანიები, რომლებიც ფუფუნების მოყვარულ ადამიანებს ზღაპრულ ფრენებს რამდენიმე ათასი დოლარის სანაცვლოდ სთავაზობენ.
Flightfox.com მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავიარესების ჩამონათვალს აქვეყნებს.
ავიაკომპანია Etihad-ის სპეციალური რეისტი The Residence
კომპანია სპეციალური რეისს გთავაზობთ აბუ დაბიდან ლონდონის მიმართულებით და პირიქით, რომელიც მსურველებს 37 515 დოლარი დაუჯდებათ. ავიარეისს თვითმფრინავი A380 ასრულებს.
თვითმფრინავის კაბინები მაღალი კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრებს მოგაგონებთ. კაბინები განკუთვნილია ორ ადამიანზე და სამი განყოფილებისგან შედგება - მისაღებისგან, საძინებლისგან და აბაზანისგან. მგზავრებს პირადი შეფ-მზარეული ემსახურებათ.
ავიაკომპანია Emirates
24 ათასი დოლარის სანაცვლოდ, თქვენ შეგიძლიათ დაუვიწყარი 15 საათი გაატაროთ ლოს ანჯელესიდან დუბაიმდე ფრენისას. მგზავრობისას თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სპა სერვისით, სადაც პროცედურა "ბალგარის" კოსმეტიკური საშუალებებით ჩაგიტარდებათ.
ავიაკომპანია ANA-ს პირველი კლასი
ავიაკომპანიის კუთვნილი ბოინგ 777-300ER მგზავრებს ძვირადღირებულ რეისებს ტოკიო-ლოს ანჯელესი, ტოკიო-სინგაპური და ტოკიო-ფრანკურტის მიმართულებით სთავაზობს. ბილეთის ფასი ტოკიო-ლოს ანჯელესის მიმართულებით ორი გზა 21 140 დოლარი ღირს.
იხილეთ გაგრძელება