სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რატომ უნდა დავიცვათ მარხვა და როგორ ვიმარხულოთ - ის, რაც მართლმადიდებელმა უნდა იცოდეს
რატომ უნდა დავიცვათ მარხვა და როგორ ვიმარხულოთ - ის, რაც მართლმადიდებელმა უნდა იცოდეს

ღვთის რწმე­ნა და სიყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ანს გულ­ში უნდა ჰქონ­დეს, მაგ­რამ რწმე­ნა და სიყ­ვა­რუ­ლი მა­შინ არის ცხო­ვე­ლი, რო­დე­საც მათი გა­მოვ­ლი­ნე­ბა საქ­მით ხდე­ბა. ერთ-ერთი ამ­გვა­რი საქ­მე­თა­გა­ნია, როცა ღმერ­თის ადა­მი­ა­ნი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის სა­პა­სუ­ხოდ, ამ­ქვეყ­ნი­ურ სი­ა­მე­ებს - საკ­ვებს, გარ­თო­ბას, შვე­ბას ცო­ტა­თი მო­იკ­ლე­ბენ და თავ­შე­კა­ვე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან. ეს არის მარ­ხვა.

ამი­ტომ ადა­მი­ა­ნი, ლოც­ვის მსგავ­სად, მარ­ხვა­შიც უნდა იყოს, მაგ­რამ იმის გამო, რომ მას არ შე­უძ­ლია გა­მუდ­მე­ბუ­ლი თავ­შე­კა­ვე­ბა, ამი­ტომ ეკ­ლე­სი­ამ და­ა­წე­სა გარ­კვე­უ­ლი დრო და ფორ­მა თავ­შე­კა­ვე­ბი­სა - მარ­ხვი­სა, რომ­ლიც სა­წინ­და­რია, იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნი ოდეს­მე ჭეშ­მა­რიტ მარ­ხვა­სა და თავ­შე­კა­ვე­ბულ ცხოვ­რე­ბას შეძ­ლებს.

წე­ლი­წად­ში ოთხი ხან­გრძლი­ვი მარ­ხვაა და­წე­სე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც წინ ოთხ დიდ დღე­სას­წა­ულს უძღვის:

* დიდი მარ­ხვა - ქრის­ტეს ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის წინ;

* სა­შო­ბაო მარ­ხვა - ქრის­ტეს შო­ბის წინ;

* მა­რი­ა­მო­ბის მარ­ხვა - ღმრთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის წინ;

* პეტ­რე­პავ­ლო­ბის მარ­ხვა - მო­ცი­ქულ­თა თავ­თა - წმინ­და პეტ­რე­სა და პავ­ლეს დღე­სას­წა­უ­ლის წინ.

* დიდი მარ­ხვა ამათ­გან ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვია. იგი აღ­დგო­მის წინ 49 დღით ადრე იწყე­ბა და აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლამ­დე გრძელ­დე­ბა;

* მა­რი­ა­მო­ბის მარ­ხვა ორ­კვი­რი­ა­ნია და 14 აგ­ვის­ტო­დან 28 აგ­ვის­ტომ­დე გრძელ­დე­ბა, რო­დე­საც ეკ­ლე­სია დღე­სას­წა­უ­ლობს ყოვ­ლად­წ­მი­და ღმრთის­მშობ­ლის ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბის და­სას­რულს - მის მი­ძი­ნე­ბას.

* პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხვის ხან­გრძლი­ვო­ბა ცვა­ლე­ბა­დია 9 დღი­დან თვე-ნა­ხევ­რამ­დე. იმი­ტომ, რომ მისი და­სას­რუ­ლი უძ­რა­ვია, და­სა­წყი­სი კი - მოძ­რა­ვი და უკავ­შირ­დე­ბა სულთმო­ფე­ნო­ბის დღე­სას­წა­ულს, რო­მე­ლიც, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი (აღი­ნიშ­ნე­ბა აღ­დგო­მი­დან 50-ე დღეს).

გან­სა­კუთ­რე­ბულ დღე­ებ­ში ეკ­ლე­სი­ამ ერ­თდღი­ა­ნი მარ­ხვე­ბი და­ად­გი­ნა:

* ყო­ვე­ლი კვი­რის ოთხშა­ბათ-პა­რას­კე­ვი, რად­გან ოთხშა­ბათს იუ­დამ იესო გას­ცა, პა­რას­კევს კი ქრის­ტე ჯვარს აც­ვეს;

* ნათ­ლის­ღე­ბის წინა დღე - 18 იან­ვა­რი;

* იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის კვე­თის დღე - 11 სექ­ტემ­ბე­რი;

* ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბა - 27 სექ­ტემ­ბე­რი.

მსგეფ­სი

წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე კვი­რა ანუ შვი­დე­უ­ლი, რო­დე­საც ოთხშა­ბა­თი და პა­რას­კე­ვი არა­სა­მარ­ხვო დღე­ე­ბია, ანუ ხსნი­ლი. ასეთ შვი­დე­ულს მსგეფ­სი ჰქვია. წე­ლი­წად­ში სულ ხუთი მსგეფ­სია:

* შო­ბი­დან ნათ­ლის­ღე­ბამ­დე - 7 იან­ვა­რი­დან - 17 იან­ვრამ­დე;

* მეზ­ვე­რი­სა და ფა­რი­სევ­ლის შვი­დე­უ­ლი - დიდი მარ­ხვის და­წყე­ბის წინ მე­სა­მე კვი­რა;

* ყვე­ლი­ე­რის შვი­დე­უ­ლი - დიდი მარ­ხვის წინ ბოლო კვი­რა; ხსნი­ლია ყვე­ლი­თა და კვერ­ცხით;

* ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლი - აღ­დგო­მის შემ­დე­გი კვი­რა;

* სულთმო­ფე­ნო­ბის შვი­დე­უ­ლი - სულთმო­ფე­ნო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის მომ­დევ­ნო კვი­რა.

რო­გორ ვი­მარ­ხუ­ლოთ:

მარ­ხვის დროს ადა­მი­ან­მა არ უნდა მი­ი­ღოს გარ­კვე­უ­ლი სა­ხის საკ­ვე­ბი: ხორ­ცე­უ­ლი (ცხო­ვე­ლი, ფრინ­ვე­ლი), რძის ნა­წარ­მი (რძე, მა­წო­ნი, ხაჭო, ყვე­ლი, არა­ჟა­ნი, კა­რა­ქი) და კვერ­ცხი.

შე­იძ­ლე­ბა: პური, მარ­ცვლე­უ­ლი, ხილი, ბოსტნე­უ­ლი, ბა­ღჩე­უ­ლი და თაფ­ლი.

ტრა­დი­ცი­უ­ლად არ­სე­ბობს მარ­ხვის შე­ნახ­ვის სა­ყო­ველ­თაო წე­სე­ბი, რო­მე­ლიც სა­ერ­თოა ყვე­ლა ავ­ტო­კე­ფა­ლი­უ­რი ეკ­ლე­სი­ის­თვის, მაგ­რამ არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი სა­ზღვრე­ბი, რომ­ლებ­შიც შე­იძ­ლე­ბა იც­ვლე­ბო­დეს მარ­ხვის სიმ­კაც­რე გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბი­სა თუ კონ­კრე­ტუ­ლი ვი­თა­რე­ბის მი­ხედ­ვით (ძი­რი­თა­დად ეს ეხე­ბა თევ­ზის მი­ღე­ბას მარ­ხვი­სას და მძი­მე მარ­ხვის შე­ნახ­ვას). არ­სე­ბობს აგ­რეთ­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის ტრა­დი­ცი­ე­ბი (მა­გა­ლი­თად, ფე­რის­ცვა­ლე­ბამ­დე ერი­დე­ბი­ან ყუ­რძნის და ზო­გი­ერ­თი სხვა ხი­ლის ჭა­მას).

რაც შე­ე­ხე­ბა თევზს, იგი სა­ზო­გა­დოდ სა­მარ­ხვო პრო­დუქ­ტად მი­იჩ­ნე­ვა, მაგ­რამ მისი მი­ღე­ბა-არ­მი­ღე­ბის სა­კი­თხი მარ­ხვის სიმ­კაც­რე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ასე­ვეა ღვი­ნოც. მი­უ­ხე­და­ვად მისი მცე­ნა­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბი­სა, იგი სახ­სნი­ლო პრო­დუქ­ტად მი­იჩ­ნე­ვა და, თუ ხსნილ­ში თრო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მარ­ხვა­ში მისი მი­ღე­ბა მხო­ლოდ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბი­თაა და­საშ­ვე­ბი და ისიც - შა­ბათ-კვი­რას.

როცა მორ­წმუ­ნეს მარ­ხვის შე­ნახ­ვა არ შე­უძ­ლია

ხდე­ბა, რომ ადა­მი­ანს მარ­ხვის შე­ნახ­ვა უჭირს: ან ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლია, ან ხნი­ე­რია, ან ავა­დაა და ექიმ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი დი­ე­ტა და­უ­ნიშ­ნა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, არა­სა­მარ­ხო პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა მარ­ხვის დარ­ღვე­ვად არ ჩა­ით­ვლე­ბა, თუ მორ­წმუ­ნე აი­ღებს ლოც­ვა-კურ­თხე­ვას, რო­მელ­საც იძ­ლე­ვა ან მღვდელმთა­ვა­რი, ან მღვდე­ლი. ამ ლოც­ვა-კურ­თხე­ვის ძა­ლით მორ­წმუ­ნემ შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს რძის ნა­წარ­მი და ხორ­ციც კი, თუ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

მარ­ხვის შე­ნახ­ვა არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო აგ­რეთ­ვე ბავ­შვე­ბის­თვის 12 წლის ასა­კამ­დე. თუ მშობ­ლებს მა­ინც უნ­დათ, ბავ­შვი თა­ვი­დან­ვე შე­აჩ­ვი­ონ მარ­ხვას, ვურ­ჩევთ ასე გან­სა­ჯონ: ბავ­შვის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რად ხორ­ცის მი­ღე­ბა არა­თუ სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის, მავ­ნე­ბე­ლი­ცაა. ამი­ტომ მისი რე­ჟი­მი ისე უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, რომ ხორ­ცის­გან გან­ტვირ­თვის დღე­ე­ბი იყოს ოთხშა­ბა­თი და პა­რას­კე­ვი.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "წესი ქრის­ტი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­სას" მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რატომ უნდა დავიცვათ მარხვა და როგორ ვიმარხულოთ - ის, რაც მართლმადიდებელმა უნდა იცოდეს

რატომ უნდა დავიცვათ მარხვა და როგორ ვიმარხულოთ - ის, რაც მართლმადიდებელმა უნდა იცოდეს

ღვთის რწმენა და სიყვარული ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს, მაგრამ რწმენა და სიყვარული მაშინ არის ცხოველი, როდესაც მათი გამოვლინება საქმით ხდება. ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანია, როცა ღმერთის ადამიანისადმი სიყვარულის საპასუხოდ, ამქვეყნიურ სიამეებს - საკვებს, გართობას, შვებას ცოტათი მოიკლებენ და თავშეკავებულნი იქნებიან. ეს არის მარხვა.

ამიტომ ადამიანი, ლოცვის მსგავსად, მარხვაშიც უნდა იყოს, მაგრამ იმის გამო, რომ მას არ შეუძლია გამუდმებული თავშეკავება, ამიტომ ეკლესიამ დააწესა გარკვეული დრო და ფორმა თავშეკავებისა - მარხვისა, რომლიც საწინდარია, იმისა, რომ ადამიანი ოდესმე ჭეშმარიტ მარხვასა და თავშეკავებულ ცხოვრებას შეძლებს.

 

წელიწადში ოთხი ხანგრძლივი მარხვაა დაწესებული, რომელიც წინ ოთხ დიდ დღესასწაულს უძღვის:

* დიდი მარხვა - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ;

* საშობაო მარხვა - ქრისტეს შობის წინ;

* მარიამობის მარხვა - ღმრთისმშობლის მიძინების წინ;

* პეტრეპავლობის მარხვა - მოციქულთა თავთა - წმინდა პეტრესა და პავლეს დღესასწაულის წინ.

* დიდი მარხვა ამათგან ყველაზე ხანგრძლივია. იგი აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება;

* მარიამობის მარხვა ორკვირიანია და 14 აგვისტოდან 28 აგვისტომდე გრძელდება, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს - მის მიძინებას.

* პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა ცვალებადია 9 დღიდან თვე-ნახევრამდე. იმიტომ, რომ მისი დასასრული უძრავია, დასაწყისი კი - მოძრავი და უკავშირდება სულთმოფენობის დღესასწაულს, რომელიც, აღდგომის დღესასწაულზეა დამოკიდებული (აღინიშნება აღდგომიდან 50-ე დღეს).

განსაკუთრებულ დღეებში ეკლესიამ ერთდღიანი მარხვები დაადგინა:

* ყოველი კვირის ოთხშაბათ-პარასკევი, რადგან ოთხშაბათს იუდამ იესო გასცა, პარასკევს კი ქრისტე ჯვარს აცვეს;

* ნათლისღების წინა დღე - 18 იანვარი;

* იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე - 11 სექტემბერი;

* ჯვართამაღლება - 27 სექტემბერი.

მსგეფსი

წლის განმავლობაში არსებობს რამდენიმე კვირა ანუ შვიდეული, როდესაც ოთხშაბათი და პარასკევი არასამარხვო დღეებია, ანუ ხსნილი. ასეთ შვიდეულს მსგეფსი ჰქვია. წელიწადში სულ ხუთი მსგეფსია:

* შობიდან ნათლისღებამდე - 7 იანვარიდან - 17 იანვრამდე;

* მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული - დიდი მარხვის დაწყების წინ მესამე კვირა;

* ყველიერის შვიდეული - დიდი მარხვის წინ ბოლო კვირა; ხსნილია ყველითა და კვერცხით;

* ბრწყინვალე შვიდეული - აღდგომის შემდეგი კვირა;

* სულთმოფენობის შვიდეული - სულთმოფენობის დღესასწაულის მომდევნო კვირა.

როგორ ვიმარხულოთ:

მარხვის დროს ადამიანმა არ უნდა მიიღოს გარკვეული სახის საკვები: ხორცეული (ცხოველი, ფრინველი), რძის ნაწარმი (რძე, მაწონი, ხაჭო, ყველი, არაჟანი, კარაქი) და კვერცხი.

შეიძლება: პური, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული და თაფლი.

ტრადიციულად არსებობს მარხვის შენახვის საყოველთაო წესები, რომელიც საერთოა ყველა ავტოკეფალიური ეკლესიისთვის, მაგრამ არსებობს გარკვეული საზღვრები, რომლებშიც შეიძლება იცვლებოდეს მარხვის სიმკაცრე გეოგრაფიული მდებარეობისა თუ კონკრეტული ვითარების მიხედვით (ძირითადად ეს ეხება თევზის მიღებას მარხვისას და მძიმე მარხვის შენახვას). არსებობს აგრეთვე ადგილობრივი ეკლესიის ტრადიციები (მაგალითად, ფერისცვალებამდე ერიდებიან ყურძნის და ზოგიერთი სხვა ხილის ჭამას).

რაც შეეხება თევზს, იგი საზოგადოდ სამარხვო პროდუქტად მიიჩნევა, მაგრამ მისი მიღება-არმიღების საკითხი მარხვის სიმკაცრეზეა დამოკიდებული. ასევეა ღვინოც. მიუხედავად მისი მცენარეული წარმოშობისა, იგი სახსნილო პროდუქტად მიიჩნევა და, თუ ხსნილში თრობა არ შეიძლება, მარხვაში მისი მიღება მხოლოდ მცირე რაოდენობითაა დასაშვები და ისიც - შაბათ-კვირას.

როცა მორწმუნეს მარხვის შენახვა არ შეუძლია

ხდება, რომ ადამიანს მარხვის შენახვა უჭირს: ან ძალიან დასუსტებულია, ან ხნიერია, ან ავადაა და ექიმმა სპეციალური დიეტა დაუნიშნა. ასეთ შემთხვევაში, არასამარხო პროდუქტის მიღება მარხვის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ მორწმუნე აიღებს ლოცვა-კურთხევას, რომელსაც იძლევა ან მღვდელმთავარი, ან მღვდელი. ამ ლოცვა-კურთხევის ძალით მორწმუნემ შეიძლება მიიღოს რძის ნაწარმი და ხორციც კი, თუ ეს აუცილებელია.

მარხვის შენახვა არ არის სავალდებულო აგრეთვე ბავშვებისთვის 12 წლის ასაკამდე. თუ მშობლებს მაინც უნდათ, ბავშვი თავიდანვე შეაჩვიონ მარხვას, ვურჩევთ ასე განსაჯონ: ბავშვისთვის ყოველდღიურად ხორცის მიღება არათუ სავალდებულო არ არის, მავნებელიცაა. ამიტომ მისი რეჟიმი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ხორცისგან განტვირთვის დღეები იყოს ოთხშაბათი და პარასკევი.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

მომზადებულია "წესი ქრისტიანის ცხოვრებისას" მიხედვით

დავით კოდუას საპატიმროში კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 8 პაციენტი - განახლებული მონაცემები რეგიონების მიხედვით

რა შედეგით დასრულდა შეხვედრა "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის?