სააგენტო Daily Sabah–მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გამოქვეყნებულ ფოტო მასალაში აღბეჭდილი ნავთობის გადამზიდი საშუალებები არა თურქეთის, არამედ ქურთების საკუთრებაა. რუსეთის მტკიცებით, ამ გადამზიდებს ნავთობი "ისლამურის სახელმწიფოს" ტერიტორიიდან გადააქვთ.
ერაყის პარლამენტში ქურთების მხარის წარმომადგენელმა შერკო ჯავდათმა განაცხადა, რომ ნავთობის გადამზიდი ავტომობილები, რომლებიც ქურთების ავტონომიური მხარიდან თურქეთის სამხრეთით მიემართებოდნენ, არ არის "ისლამური სახელმწიფოს" რესურსები.
"ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განაცხადა, რომ ერაყის ქურთისტანიდან ასობით ტანკერი თურქეთში მიემართება და ეს არ არის საიდუმლო. რუსეთის განცხადება კი მცდარია, ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მათ ბრალდებებს" – განაცხადა ჯავდათმა და ასევე აღნიშნა, რომ ქურთები დიდი ხანია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ აწარმოებენ ბრძოლას.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წარადგინა მასალები, რითაც ისინი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბიზნეს პარტნიორობაში ამხელდნენ.
იხილეთ გაგრძელება