უკრაინაში მებრძოლი ყოფილი სპეცრაზმელი, ზაალ ლატარია ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ამ დროისთვის ლატარია წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით ზაალ ლატარიას დაკავება სისხლის სამართლის 260-ე მუხლით მოხდა, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-მოხმარებას გულისხმობს, თუმცა დაკავებულის ოჯახის წევრები ზაალ ლატარიას შემხებლობას ნარკოტიკებთან კატეგორიულად გამორიცხავენ.
დაკავებულთან იმყოფება მისი უფლებადამცველი. ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ამბობს, რომ ნარკოტიკებთან შეხება დაკავებულს არასდროს ჰქონია.
"ის მარიხუანას გამოა დაკავებული, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მალე გათავისუფლდეს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მისი დაკავება არის უკანონო", - აცხადებს მალხაზ ველიჯანაშვილიც.