სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
3 წლის ბავშვის გარდაცვალების გამო, თბილისის 29-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია
3 წლის ბავშვის გარდაცვალების გამო, თბილისის 29-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

აღ­საზ­რდე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, თბი­ლი­სის 29-ე სა­ბავ­შვო ბაღ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­წყვე­ტი­ლია. "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის 29-ე სა­ბავ­შვო ბა­ღის დი­რექ­ტორ­მა ლალი ნო­ზა­ძემ და­უ­დას­ტუ­რა, რომ ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლი - სამი წლი­სა და შვი­დი თვის გო­გო­ნა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა.

ცნო­ბი­ლია, რომ მცი­რე­წლო­ვანს ჩუ­ტყვა­ვი­ლას ინ­ფექ­ცია ჰქონ­და, მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის შე­დე­გად კი, გო­გო­ნა ტოქ­სი­კუ­რი შო­კის დი­აგ­ნო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა.

"აღ­საზ­რდე­ლის დას ჩუ­ტყვა­ვი­ლა ჰქონ­და, ის სკო­ლის მოს­წავ­ლეა. დას რომ გა­უ­ა­რა, ორი დღის შემ­დეგ იგი­ვე ინ­ფექ­ცია პა­ტა­რა­საც შეხ­ვდა. მას ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სი­ცხე და­ე­წყო. რო­გორც დე­დამ აღ­ნიშ­ნა, პე­დი­ატრს მი­მარ­თა, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვან­და, მაგ­რამ ექიმ­მა უთხრა, რომ არ იყო სა­ჭი­რო, რად­გან ჩუ­ტყვა­ვი­ლამ სი­ცხე იცის და გა­უვ­ლი­და. დე­დის თქმით, მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან რომ დამ­ძიმ­და, ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა, აღ­მოჩ­ნდა, რომ უკვე და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და სეფ­სი­სი. სეფ­სი­სის ფონ­ზე ბავ­შვს გა­ე­თი­შა ორი­ვე თირკმე­ლი, გა­უ­კე­თეს დი­ა­ლი­ზი, მაგ­რამ უკვე გვი­ა­ნი იყო. ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა", - აღ­ნიშ­ნა ლალი ნო­ზა­ძემ, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ჩუ­ტყვა­ვი­ლით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ აღ­საზ­რდელს დის­გან სხვა სა­ხის ინ­ფექ­ცი­აც შეხ­ვდა.

დი­რექ­ტო­რის გან­მარ­ტე­ბით, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა სა­ბავ­შვო ბაღ­ში არ და­დი­ო­და. მის და­ინ­ფი­ცი­რე­ბამ­დე ბაღ­ში ჩუ­ტყვა­ვი­ლა სხვა ბავ­შვსაც ჰქონ­და, თუმ­ცა აღ­საზ­რდე­ლის ჯგუფ­ში - არა­ვის. დი­რექ­ტო­რის თქმით, გუ­შინ ად­გილ­ზე ეპი­დე­მი­ო­ლო­გი იმ­ყო­ფე­ბო­და, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ჩათ­ვა­ლეს, რომ წყა­რო არა სა­ბავ­შვო ბაღი, არა­მედ ოჯახ­ში, დის­გან მო­ტა­ნი­ლი ჩუ­ტყვა­ვი­ლა იყო. ბაღ­ში ჩუ­ტყვა­ვი­ლა ამ­ჟა­მა­დაც არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

"და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დღეს დე­ზინ­ფექ­ცია ჩა­ტარ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩუ­ტყვა­ვი­ლა ჰაერ-წვე­თო­ვა­ნი გზით გა­და­დის და დე­ზინ­ფექ­ცია არ შვე­ლის, დე­ზინ­ფექ­ცია მა­ინც ჩა­ვა­ტა­რეთ, რომ მშობ­ლე­ბი და­წყნა­რე­ბუ­ლიყ­ვნენ და ჩვენც თავი და­ვი­ზღვი­ეთ", - აღ­ნიშ­ნა ლალი ნო­ზა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის 29-ე სა­ბავ­შვო ბაღ­ში სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი ორ­შა­ბათს, 7 დე­კემ­ბრი­დან გა­ნახ­ლდე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

3 წლის ბავშვის გარდაცვალების გამო, თბილისის 29-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

3 წლის ბავშვის გარდაცვალების გამო, თბილისის 29-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

აღსაზრდელის გარდაცვალების გამო, თბილისის 29-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. "ინტერპრესნიუსს" თბილისის 29-ე საბავშვო ბაღის დირექტორმა ლალი ნოზაძემ დაუდასტურა, რომ ბაღის აღსაზრდელი - სამი წლისა და შვიდი თვის გოგონა რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ მცირეწლოვანს ჩუტყვავილას ინფექცია ჰქონდა, მდგომარეობის დამძიმების შედეგად კი, გოგონა ტოქსიკური შოკის დიაგნოზით გარდაიცვალა.

"აღსაზრდელის დას ჩუტყვავილა ჰქონდა, ის სკოლის მოსწავლეა. დას რომ გაუარა, ორი დღის შემდეგ იგივე ინფექცია პატარასაც შეხვდა. მას ძალიან მაღალი სიცხე დაეწყო. როგორც დედამ აღნიშნა, პედიატრს მიმართა, რომ საავადმყოფოში წაიყვანდა, მაგრამ ექიმმა უთხრა, რომ არ იყო საჭირო, რადგან ჩუტყვავილამ სიცხე იცის და გაუვლიდა. დედის თქმით, მდგომარეობა ძალიან რომ დამძიმდა, ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ უკვე დაწყებული ჰქონდა სეფსისი. სეფსისის ფონზე ბავშვს გაეთიშა ორივე თირკმელი, გაუკეთეს დიალიზი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბავშვი გარდაიცვალა", - აღნიშნა ლალი ნოზაძემ, რომლის ინფორმაციითაც, გამოიკვეთა, რომ ჩუტყვავილით დაინფიცირებულ აღსაზრდელს დისგან სხვა სახის ინფექციაც შეხვდა.

დირექტორის განმარტებით, დაინფიცირებული გოგონა საბავშვო ბაღში არ დადიოდა. მის დაინფიცირებამდე ბაღში ჩუტყვავილა სხვა ბავშვსაც ჰქონდა, თუმცა აღსაზრდელის ჯგუფში - არავის. დირექტორის თქმით, გუშინ ადგილზე ეპიდემიოლოგი იმყოფებოდა, მაგრამ სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ წყარო არა საბავშვო ბაღი, არამედ ოჯახში, დისგან მოტანილი ჩუტყვავილა იყო. ბაღში ჩუტყვავილა ამჟამადაც არის გავრცელებული.

"დაწესებულებაში დღეს დეზინფექცია ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩუტყვავილა ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის და დეზინფექცია არ შველის, დეზინფექცია მაინც ჩავატარეთ, რომ მშობლები დაწყნარებულიყვნენ და ჩვენც თავი დავიზღვიეთ", - აღნიშნა ლალი ნოზაძემ.

მისივე ინფორმაციით, თბილისის 29-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ორშაბათს, 7 დეკემბრიდან განახლდება.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია