"როდესაც სამარცხვინო ანტითურქულ პროპაგანდას გადავაწყდებით, გვახსოვდეს..." - გიორგი ქადაგიძე საქართველოსთვის თურქეთის მნიშვნელობაზე

"როდესაც სამარცხვინო ანტითურქულ პროპაგანდას გადავაწყდებით, გვახსოვდეს..." - გიორგი ქადაგიძე საქართველოსთვის თურქეთის მნიშვნელობაზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ანტითურქულ პროპაგანდას აპროტესტებს და ქართველებს ჩვენი ქვეყნისთვის თურქეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მნიშვნელობას ახსენებს:

"როდესაც სამარცხვინო ანტითურქულ პროპაგანდას გადავაწყდებით, გვახსოვდეს:

1. თურქეთი არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი (2 მილიარდ დოლარზე მეტი, 2014 წელს)

2. თურქეთის წილი ტურიზმში არის 25% ზე მეტი (1,5 მილიონი ვიზიტორი)

3. თურქეთი არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტორი, განსაკუთრებით ენერგეტიკაში.

4. თურქეთი არის ჩვენი სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფანის პოტენციალის გამოყენების მთავარი შემადგენელი ნაწილი

4. თურქეთიდან გზავნილების ზრდის ტემპი არის ერთერთი ყველაზე მაღალი

5. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პოლიტიკური მოკავშირე

6. თურქეთი არის ერთადერთი ჩვენი მოსაზღვრე ნატოს წევრი ქვეყანა

7. თურქეთი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის უპირობო მხარდამჭერი

8. თურქეთში უფრო მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს ვიდრე სადმე სხვაგან, მათ შორის საქართველოში

9. თურქეთთან გვაქვს გამარტივებული უვიზო მიმოსვლა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს