კახა კალაძე ზამთარში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებაზე გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს

კახა კალაძე ზამთარში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებაზე გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს

ზამთარში არანაირი გრაფიკი არ იქნება, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულებრივად უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რა, როგორი ვითარება იქნება ზამთარში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კომაპნიებმა ყველა დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაო ჩაატარეს. "არანაირი პრობლემა არ გვაქვს ზამთართან დაკავშირებით. კომპანიებმა ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელიც მათ დაგეგმილი ჰქონდათ გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ჩაატარეს.

გარკვეული ადამიანების დაჯგუფება ცდილობდა, რომ ქაოსი შემოეტანა თითქოს ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით იქნებოდა ქვეყანაში. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო და მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდო, რომ ეს არის სიცრუე", - განაცხადა კალაძემ.

მინისტრის თქმით, ზამთარში არანაირი გრაფიკი არ იქნება და მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მოხდება.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."