სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა შეეფარდა
ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა შეეფარდა

აკუ­რის ღვი­ნის ქარ­ხნის იძუ­ლე­ბით ჩა­მორ­თმე­ვის საქ­მე­ზე, იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნისტრს ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს და­უს­წრებ­ლად პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძემ სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს, იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნისტრს ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს და­უს­წრებ­ლად აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, ხოლო ამა­ვე საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მე­ო­რე ბრალ­დე­ბუ­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 2016 წლის 12 იან­ვარს და­ნიშ­ნა.

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს და ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბით, 2004 წელს ჩა­დე­ნი­ლი სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, მი­მარ­თუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის ქო­ნე­ბის იძუ­ლე­ბით ჩა­მო­სარ­თმე­ვად, რო­მელ­შიც ერ­თობ­ლი­ვად და წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი სქე­მით მო­ნა­წი­ლე­ობ­და იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, რის შე­დე­გა­დაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს თე­ი­მუ­რაზ მეგ­რე­ლიშ­ვილს და ნო­დარ მო­დე­ბა­ძეს იძუ­ლე­ბით ჩა­მო­არ­თვეს თე­ლავ­ში მდე­ბა­რე აკუ­რას ღვი­ნის ქარ­ხა­ნა.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი აწარ­მო­ებს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 333-ე მუხ­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 3- დან 5 წლამ­დე ვა­დით", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა შეეფარდა

ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა შეეფარდა

აკურის ღვინის ქარხნის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, მოსამართლე გიორგი არევაძემ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ამავე საქმეში წარმოდგენილი მეორე ბრალდებულის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 12 იანვარს დანიშნა.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ზურაბ ადეიშვილს და ივანე მერაბიშვილს ბრალი წარედგინათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, 2004 წელს ჩადენილი სისტემური დანაშაულისთვის, მიმართული მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამოსართმევად, რომელშიც ერთობლივად და წინასწარ შეთანხმებული სქემით მონაწილეობდა იმჟამინდელი სამართალდამცავი ორგანოები და ეროვნული ბანკი, რის შედეგადაც დაზარალებულებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით ჩამოართვეს თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა.

საქმეზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი აწარმოებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3- დან 5 წლამდე ვადით", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია