ბათქა-ბუთქით მომავალი ახალი წელი

ბათქა-ბუთქით მომავალი ახალი წელი

ახალი წელი მოდის, თანაც ძალიან ხმაურით. ხმაურით, რომელსაც სხვადასხვა ზომის თუ ფერის ასაფეთქებელი გამოსცემს. უკვე ტრადიციადაა ქცეული, რომ ახალ წლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, მთელ ქვეყანაში ბახა-ბუხი ისმის. "ბომბაჩკები", რომელიც ძალიან იაფი ღირს, ყველასთვისაა ხელმისაწვდომი, რის გამოც მისი ძირითადი მომხმარებლები პატარები არიან.

სამწუხაროდ, ისინი მოხმარების ელემენტარულ ნორმებსაც არ იცავენ და არცთუ ისე იშვიათად,  ტრაგიკულადაც სრულდება აფეთქება.

ნინო სვანიძე (პედიატრი): დეკემბერში საგრძნობლად იმატებს იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც ე.წ. ასაფეთქებლისაგან დაზიანებას იღებს. ცოტა ხნის წინ მოიყვანეს ბავშვი, რომელსაც თანაკლასელმა ჯიბეში ჩაუგდო ასაფეთქებელი და ამის გამო ბავშვს ფეხი დაეწვა. მართალია, დამწვრობა არ იყო მაღალი ხარისხის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე თვალი უნდა დავხუჭოთ. შარშან ერთ ბავშვს ხელში აუფეთქდა და რომ არა ექიმების პროფესიონალიზმი, შეიძლება ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალებულიყო. პატარებს უყვართ, როდესაც ვინმეს ფეხებში შეუგდებენ ასაფეთქებელს და აშინებენ. ყველას ჯვარის სწერია, მაგრამ ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც შიშისაგან ადამიანებს დიაბეტი ან უფრო მეტიც, ლეიკემია ემართებათ".

სამწუხაროდ, "ასაფეთქებლების" გაყიდვების კონტროლი არ ხორციელდება, რის გამოც ეს ბაზარი სრულიად მოკლებულია რაიმე სახის კონტროლს. მისი მომხმარებლები ძირითადად არასრულწლოვნები არიან, რომელთა უმეტესობა საერთოდ არ კითხულობს ნივთზე დატანილ მოხმარების წესებს.

თენგიზ დავითიანი (გამყიდველი): დღეში დაახლოებით 30-40 ლარის ასაფეთქებელს მაინც ვყიდი. სკოლის გვერდით მაქვს პატარა ჯიხური და დეკემბრის დადგომისთანავე შემოვიტანე გასაყიდად. ვიცი, რომ მთელი თვის მანძილზე კარგად გაიყიდება. სიმართლე რომ გითხრათ, მოგება ბევრი არ მრჩება (ზოგიერთი სახეობიდან 2-3 თეთრი რჩება, მეტი არა), მაგრამ იმდენს კი ტოვებს, რომ გაყიდვად ღირდეს. ვცდილობ ძალიან პატარებს არ მივყიდო, მაგრამ 1-2 კლასელები დიდებს თხოვენ ხოლმე საყიდლად მოსვლას და საბოლოოდ გამოდის, რომ მაინც ყიდულობენ. სიმართლე რომ ვთქვა, წელს არაფერი ხდება განსაკუთრებული, აბსოლუტურად იგივე სურათია უკვე ათეული წლებია, ამიტომ ნამდვილად ვერ ვხდები, რატომ ატყდა ამაზე ასეთი ამბავი."

თამარ სისვაძე (დიასახლისი): სკოლის მახლობლად ვცხოვრობ. მყავს 2 წლის შვილი და შეიძლება ითქვას, დაახლოებით 10 დღეა შუადღით ვერ ვაძინებ, რადგან ასაფეთქებლების ხმაურში შეუძლებელია ბავშვის დაძინება. პირველ სართულზე ვცხოვრობ და სახლის გასანიავებლად ფანჯრის გაღება სანატრელი გამიხდა. ასაფეთქებლების გამო საშინელი სუნი დგას. იმედია ვინმე დაინტერესდება ამ პრობლემით, თორემ მართლა გაუსაძლისია."

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ასაფეთქებლების მოხმარების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. კარგი იქნება, თუ ამ თემით შესაბამისი სამსახურები მართლაც დაინტერესდებიან, თორემ ქვეყანაში, ისედაც დაძაბულობაა და ეს გაუსაძლისი აფეთქებების ხმა კიდევ უფრო ამძაფრებს ვითარებას.

AMBEBI.GE

ლადო გოგოლაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია