სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
6 ცხოველი, რომელიც ტემპერატურის მატების შემთხვევაში აღარ იარსებებს
6 ცხოველი, რომელიც ტემპერატურის მატების შემთხვევაში აღარ იარსებებს

როცა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე მსოფ­ლი­ო­ში მას­შტა­ბუ­რი დის­კუ­სი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნებს არ უქ­მნის საფრ­თხეს გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა. წარ­მო­გიდ­გენთ იმ ცხო­ვე­ლებს, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვი­ან და რო­მელ­თა გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხეც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია.

ზღვის კუ

ზღვის კუ­ე­ბი საფრ­თხე­ში არი­ან თევ­ზა­ო­ბის, ოკე­ა­ნის და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბის და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გამო. ოკე­ა­ნის დო­ნის მა­ტე­ბა ხელს შე­უშ­ლის ზღვის კუ­ებს გამ­რავ­ლე­ბა­ში, რად­გან შე­საჯ­ვა­რებ­ლად ისი­ნი იმ ნა­პირს ირ­ჩე­ვენ, სა­დაც თა­ვად გაჩ­ნდნენ. თბი­ლი ქვი­შე­ბი კი მათ კვერ­ცხებს და­ა­ზი­ა­ნებს.

თოვ­ლის ლე­ო­პარ­დი

თოვ­ლის ლე­ო­პარ­დი დიდი ხა­ნია გა­და­შე­ნე­ბად ჯი­შად მი­იჩ­ნე­ვა. ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას­თან ერ­თად მთე­ბის ეკო­სის­ტე­მაც იც­ვლე­ბა. თოვ­ლის ლე­ო­პარ­დე­ბი ამ­ჩნე­ვენ, თუ რო­გორ კვდე­ბა ნელ-ნელა მათი სა­ნა­დი­რო ცხო­ვე­ლე­ბი, მალე ლე­ო­პარ­დე­ბიც შე­იც­ვლი­ან სა­ცხოვ­რე­ბელს და ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად გა­და­ეყ­რე­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს, რაც გა­მო­იწ­ვევს და­პი­რის­პი­რე­ბას და ფერ­მე­რე­ბი მათ­ზე ნა­დი­რო­ბას და­ი­წყე­ბენ.

ჩრდი­ლო­ე­თის ირე­მი

ჩრდი­ლო­ე­თის ირ­მის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია საკ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბა. ბოლო ხა­ნებ­ში არ­ქტი­კა­ში წვი­მე­ბის გამო მი­წე­ბი, რო­მელ­ზეც მათი საკ­ვე­ბი ბა­ლა­ხი ამო­დი­ო­და, მოყი­ნუ­ლია. ირ­მე­ბი ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ საკ­ვე­ბის მარ­ტი­ვად მო­პო­ვე­ბას.

პო­ლა­რუ­ლი დათ­ვი

გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად პო­ლა­რულ დათ­ვებს უქ­მნის საფრ­თხეს. წი­ნას­წა­რი ვა­რა­უ­დით, უახ­ლო­ეს 35 წე­ლი­წად­ში მათი რი­ცხვი 35%-ით შემ­ცირ­დე­ბა.

პინგვი­ნე­ბი

ზღვის ყი­ნუ­ლის შემ­ცი­რე­ბა პო­ლა­რუ­ლი დათ­ვე­ბის მსგავ­სად, პინგვი­ნებ­საც საფრ­თხეს უქ­მნის. მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მათი 19% ამ სა­უ­კუ­ნე­ში გა­და­შენ­დე­ბა.

კო­ა­ლა

კო­ა­ლე­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ნახ­ში­რორ­ჟან­გის დო­ნის მა­ტე­ბაა. ევ­კა­ლიპ­ტი, რო­მელ­ზეც პირ­და­პირ არი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლი კო­ა­ლე­ბი, კვე­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბას კარ­გავს, რაც ნიშ­ნავს, რომ მათ რი­გებ­ში შიმ­ში­ლი იზ­რდე­ბა. ცხე­ლი ამინ­დე­ბი აგ­რეთ­ვე გავ­ლე­ნას ახ­დენს ცხო­ველ­ზე, რად­გან ასეთ დროს ისი­ნი ხი­დან ჩა­მო­დი­ან და მი­წა­ზე ეძე­ბენ წყალს, რაც მტა­ცებ­ლე­ბის­თვის საკბი­ლოდ აქ­ცევს მათ.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია businessinsider.com-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

6 ცხოველი, რომელიც ტემპერატურის მატების შემთხვევაში აღარ იარსებებს

6 ცხოველი, რომელიც ტემპერატურის მატების შემთხვევაში აღარ იარსებებს

როცა კლიმატის ცვლილებაზე მსოფლიოში მასშტაბური დისკუსიები მიმდინარეობს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ადამიანებს არ უქმნის საფრთხეს გლობალური დათბობა. წარმოგიდგენთ იმ ცხოველებს, რომლებიც ამჟამად გადარჩენისთვის იბრძვიან და რომელთა გადაშენების საფრთხეც საკმაოდ მაღალია.

ზღვის კუ

ზღვის კუები საფრთხეში არიან თევზაობის, ოკეანის დანაგვიანების და კლიმატის ცვლილების გამო. ოკეანის დონის მატება ხელს შეუშლის ზღვის კუებს გამრავლებაში, რადგან შესაჯვარებლად ისინი იმ ნაპირს ირჩევენ, სადაც თავად გაჩნდნენ. თბილი ქვიშები კი მათ კვერცხებს დააზიანებს.

თოვლის ლეოპარდი

თოვლის ლეოპარდი დიდი ხანია გადაშენებად ჯიშად მიიჩნევა. ტემპერატურის მატებასთან ერთად მთების ეკოსისტემაც იცვლება. თოვლის ლეოპარდები ამჩნევენ, თუ როგორ კვდება ნელ-ნელა მათი სანადირო ცხოველები, მალე ლეოპარდებიც შეიცვლიან საცხოვრებელს და ძალაუნებურად გადაეყრებიან ადამიანებს, რაც გამოიწვევს დაპირისპირებას და ფერმერები მათზე ნადირობას დაიწყებენ.

ჩრდილოეთის ირემი

ჩრდილოეთის ირმისთვის ძალიან რთულია საკვების მოპოვება. ბოლო ხანებში არქტიკაში წვიმების გამო მიწები, რომელზეც მათი საკვები ბალახი ამოდიოდა, მოყინულია. ირმები ვეღარ ახერხებენ საკვების მარტივად მოპოვებას.

პოლარული დათვი

გლობალური დათბობა ყველაზე მეტად პოლარულ დათვებს უქმნის საფრთხეს. წინასწარი ვარაუდით, უახლოეს 35 წელიწადში მათი რიცხვი 35%-ით შემცირდება.

პინგვინები

ზღვის ყინულის შემცირება პოლარული დათვების მსგავსად, პინგვინებსაც საფრთხეს უქმნის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათი 19% ამ საუკუნეში გადაშენდება.

კოალა

კოალებისთვის საფრთხის შემცველი ნახშირორჟანგის დონის მატებაა. ევკალიპტი, რომელზეც პირდაპირ არიან დამოკიდებული კოალები, კვებით ღირებულებას კარგავს, რაც ნიშნავს, რომ მათ რიგებში შიმშილი იზრდება. ცხელი ამინდები აგრეთვე გავლენას ახდენს ცხოველზე, რადგან ასეთ დროს ისინი ხიდან ჩამოდიან და მიწაზე ეძებენ წყალს, რაც მტაცებლებისთვის საკბილოდ აქცევს მათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია businessinsider.com-ს მიხედვით.

რატომ ყრიან სარეცხ ფხვნილს მტვერსასრუტში გამოცდილი დიასახლისები

"შენს ქვეყანას რომ ბომბავდა, იმ არმიის გერბი მკერდზე, სირცხვილია!" - თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში შესაძლო გადასვლის გამო აკრიტიკებენ

დღის ფოტო: 4 წლის რეინჯერი, რომელიც მამასთან ერთად იცავს საქართველოს ბუნებას