არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გადაცემას ამზადებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, დუბაიდან ტურისტული გასართობი შოუს "ვინჰო მსოფლიოს გარშემო" 5-კაციანი ჯგუფი საქართველოს ეწვია.
3 დღის განმავლობაში ჟურნალისტებმა მცხეთა, სტეფანწმინდა და გუდაური მოინახულეს. თბილისში სტუმრებისთვის სპეციალურად კულინარიული მასტერკლასი გაიმართა.