სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას მოუტანს რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ქართულ ეკონომიკას?
რას მოუტანს რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ქართულ ეკონომიკას?

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ხელი მო­ა­წე­რა გან­კარ­გუ­ლე­ბას თურ­ქე­თის მი­მართ სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ. დო­კუ­მენ­ტი თურ­ქუ­ლი ბიზ­ნე­სის წი­ნა­აღ­მდეგ ეკო­ნო­მი­კურ სან­ქცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­ზე­თე­ბი უკვე წე­რენ თურ­ქუ­ლი ეკო­ნო­მი­კის და­ნა­კარ­გზე, თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი კი, სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბულ ზა­რალს ით­ვლი­ან. თა­ვის­თა­ვად, ან­ტი­თურ­ქუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი რუ­სულ ბა­ზარ­ზეც უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს. რუ­სე­თის სა­ბა­ჟო­ზე პრო­ცე­დუ­რე­ბის გამ­კაც­რე­ბის შემ­დეგ სა­ზღვარ­ზე სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბის რიგი გაჩ­ნდა, რომ­ლებ­საც სა­ქო­ნე­ლი არა მარ­ტო რუ­სეთ­ში, არა­მედ შუა აზი­ის ქვეყ­ნებ­ში გა­დაჰ­ქონ­დათ.

რო­გორ აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ზე ორ დიდ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი? - ამის თა­ო­ბა­ზე "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" ანა­ლი­ტი­კოს ვაჟა კა­პა­ნა­ძეს ესა­უბ­რა.

"ცალ­სა­ხად პო­ზი­ტი­უ­რი, ან ცალ­სა­ხად ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი არ არ­სე­ბობს. ზოგ­ჯერ კრი­ზის­საც კი მო­აქვს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი. რა თქმა უნდა, ყვე­ლა ეკო­ნო­მისტს თა­ვი­სი ხედ­ვა აქვს ამ ტი­პის მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას და მეც ჩემს აზრს მო­გახ­სე­ნებთ: თუ ყუ­რა­დღე­ბით და­ვაკ­ვირ­დე­ბით, რუ­სე­თი არ ჩქა­რობს მკაც­რი ემ­ბარ­გოს და­წე­სე­ბას და ცდი­ლობს დრო მო­ი­გოს. ვინ უნდა ჩა­ე­ნაც­ვლოს თურ­ქეთს, რო­მელ­საც რუ­სეთ­თან 31-მი­ლი­არ­დი­ა­ნი სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა აკავ­ში­რებს? - სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­ხრეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც რუ­სე­თი ხი­ლი­თა და ბოსტნე­უ­ლით უნდა მო­ა­მა­რა­გონ, ამას კი, ლო­გის­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, ახა­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბი და ახა­ლი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს კი, თა­ვის­თა­ვად დრო დას­ჭირ­დე­ბა. ამი­ტომ რუ­სე­თი ცდი­ლობს დრო მო­ი­გოს და რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­დად­გას.

ანა­ლი­ტი­კო­სის თქმით, რუ­სუ­ლი ბაზ­რი­დან რომ გა­მოგ­ვა­ძე­ვეს, მა­შინ თურ­ქებ­მა იხე­ი­რეს და ჩვე­ნი ნი­შაც და­ი­კა­ვეს. ამი­ტომ, რუ­სე­თის მიერ თურ­ქუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ზღუდ­ვამ პირ­ველ ეტაპ­ზე შე­იძ­ლე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბიც კი მოგ­ვი­ტა­ნოს, რად­გან რუ­სე­თი აქ­ვეა, ამ ბა­ზარს ვიც­ნობთ, კონ­ტაქ­ტე­ბიც გვაქვს და შე­იძ­ლე­ბა ძვე­ლი ნიშა ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც აღ­ვიდ­გი­ნოთ. ციტ­რუ­სის ან თხი­ლის ექ­სპორ­ტში ამან შე­იძ­ლე­ბა და­დე­ბი­თი როლი შე­ას­რუ­ლოს, მაგ­რამ აქ არის მე­ო­რე ნი­უ­ან­სი: გვაქვს კი იმ რა­ო­დე­ნო­ბის პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც ამ­ხე­ლა ბა­ზარს სჭირ­დე­ბა?

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რას მოუტანს რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ქართულ ეკონომიკას?

რას მოუტანს რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ქართულ ეკონომიკას?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერა განკარგულებას თურქეთის მიმართ სპეციალური ეკონომიკური ზომების გატარების შესახებ. დოკუმენტი თურქული ბიზნესის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს ითვალისწინებს. გაზეთები უკვე წერენ თურქული ეკონომიკის დანაკარგზე, თურქი ბიზნესმენები კი, სანქციების შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. თავისთავად, ანტითურქული ეკონომიკური სანქციები რუსულ ბაზარზეც უარყოფითად მოქმედებს. რუსეთის საბაჟოზე პროცედურების გამკაცრების შემდეგ საზღვარზე სატვირთო მანქანების რიგი გაჩნდა, რომლებსაც საქონელი არა მარტო რუსეთში, არამედ შუა აზიის ქვეყნებში გადაჰქონდათ.

როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე ორ დიდ სახელმწიფოს შორის დაწყებული კონფლიქტი? - ამის თაობაზე "ბიზნესპრესნიუსი" ანალიტიკოს ვაჟა კაპანაძეს ესაუბრა.

"ცალსახად პოზიტიური, ან ცალსახად ნეგატიური მოვლენები არ არსებობს. ზოგჯერ კრიზისსაც კი მოაქვს თავისი დადებითი შედეგები. რა თქმა უნდა, ყველა ეკონომისტს თავისი ხედვა აქვს ამ ტიპის მოვლენების შეფასებისას და მეც ჩემს აზრს მოგახსენებთ: თუ ყურადღებით დავაკვირდებით, რუსეთი არ ჩქარობს მკაცრი ემბარგოს დაწესებას და ცდილობს დრო მოიგოს. ვინ უნდა ჩაენაცვლოს თურქეთს, რომელსაც რუსეთთან 31-მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა აკავშირებს? - სავარაუდოდ, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთი ხილითა და ბოსტნეულით უნდა მოამარაგონ, ამას კი, ლოგისტიკური პრობლემების მოგვარება, ახალი კონტრაქტები და ახალი კავშირების დამყარება სჭირდება. ამ ყველაფერს კი, თავისთავად დრო დასჭირდება. ამიტომ რუსეთი ცდილობს დრო მოიგოს და რადიკალური ნაბიჯები არ გადადგას.

ანალიტიკოსის თქმით, რუსული ბაზრიდან რომ გამოგვაძევეს, მაშინ თურქებმა იხეირეს და ჩვენი ნიშაც დაიკავეს. ამიტომ, რუსეთის მიერ თურქული პროდუქციის შეზღუდვამ პირველ ეტაპზე შეიძლება პოზიტიური შედეგებიც კი მოგვიტანოს, რადგან რუსეთი აქვეა, ამ ბაზარს ვიცნობთ, კონტაქტებიც გვაქვს და შეიძლება ძველი ნიშა ნაწილობრივ მაინც აღვიდგინოთ. ციტრუსის ან თხილის ექსპორტში ამან შეიძლება დადებითი როლი შეასრულოს, მაგრამ აქ არის მეორე ნიუანსი: გვაქვს კი იმ რაოდენობის პროდუქცია, რომელიც ამხელა ბაზარს სჭირდება?

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია