ნატო-ს მინისტერიალის შედეგები - ელენე ხოშტარია

 ნატო-ს მინისტერიალის შედეგები - ელენე ხოშტარია

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ერთ-ერთ დამფუძნებელ ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ნატო-ს მინისტერიალს აჯამებს:

"ნატო-ს მინისტერიალის შედეგები:

1. მონტენეგროს გაწევრიანება კარგია, რადგან გაფართოვება გრძელდება. ამასთანავე, ცუდია, რომ მონტენეგროს გაწევრიანების პარალელურად ჩვენ არ გვაქ არანაირი წინსვლა.

2. მაპ-ი როგორც აუცილებელი ეტაპი არის ხაზგასმით ნახსენები.. ჩვენი ამოცანაა ან მივიღოთ მაპ-ი, ან ითქვას, რომ არ გვჭირდება და ეხლა ამისთვის საჭირო იყო მაპ-ის შესახებ, როგორც მინუმუმ, გაუკრვევლობის გაძლიერება. პირიქით მივიღეთ ცალსახა ჩანაწერი მის აუცილებლობაზე

3. პირდაპირ მოხსენიებულია მედია პლურალიზმი და კანონის უზენაესობა კონკრეტულად რუსთავი ორის კონტექსტში (როგორც მინიმუმ) "ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე..". ანუ, რაც ქნეს რუსთავი ორზე (და არ მხოლდო) ამან უკვე გამოიღო უარყოფითი შედეგი.

ინტეგრაცია დამოკიდებულია:

1. გეოპოლიტიკურ ვითარებაზე

2. ჩვენ დიპლომატიურ ძალისხმევაზე

3.შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე

გეოპოლიტიკურზე პირდაპირი გავლენა არ გვაქ, თუმცა ეს ის მოცემულობაა, სადაც ჩვენი დიპლომატიით მაქსიმალურად შესაძლებელ შედეგზე უნდა ვიმუშაოთ. ამას არ ვაკეთებთ ან ცუდად ვაკეთებთ. (შემიძლია ეს ცალკე დავასაბუთო). შიდაპოლიტიკური ვითარებით ნეგატირუი გავლენა მოვახდინეთ".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს