სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჩემი შვილის სიკვდილს არავის შევარჩენ" - დაღუპული 8 წლის ბავშვის ოჯახი აპირებს, იაშვილის კლინიკას უჩივლოს
"ჩემი შვილის სიკვდილს არავის შევარჩენ" - დაღუპული 8 წლის ბავშვის ოჯახი აპირებს, იაშვილის კლინიკას უჩივლოს

8 წლის ბუკა ნი­კუ­რა­ძის ოჯა­ხი ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის პრო­ფე­სორს, ას­მათ შენ­გე­ლა­ი­ას ადა­ნა­შა­უ­ლებს. ოჯა­ხის მტკი­ცე­ბით, ბავ­შვს არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზით - ლე­ი­კე­მია და­უდ­გი­ნეს, რის შე­დე­გა­დაც ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი ჩა­უ­ტარ­და. გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ნაც­ვლად კი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე დამ­ძიმ­და. პა­ცი­ენ­ტი თურ­ქე­თის წამ­ყვან კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. შვი­დი ბი­ოფ­სი­ის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ თურ­ქმა ექი­მებ­მა იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის დი­აგ­ნო­ზი არ და­ა­დას­ტუ­რეს.

[იხი­ლეთ ვი­დეო]

"ჩემი შვი­ლის სიკ­ვდილს არ შე­ვარ­ჩენ, ვიბ­რძო­ლებ სი­ცო­ცხლის ფა­სად სა­ქარ­თვე­ლოს და­ვუდ­გე­ბი, ამ­ბოხს გა­მო­ვუ­ცხა­დებ და ბუკა მა­ნა­გა­ძის სიკ­ვდილს არა­ვის შე­ვარ­ჩენ. ბუკა რომ ავიყ­ვა­ნეთ აქ თბი­ლის­ში, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, თათ­ბირ­ზე ქალ­ბა­ტონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დედა-შვილს მა­ნა­ნა ენუ­ქი­ძეს და ბუკა ნი­კუ­რა­ძეს აღ­მო­აჩ­ნდა ღო­რის გრი­პი და მთე­ლი ჰე­მა­ტო­ლო­გია აი­ცი­ლა.

მე რა­ტომ უნდა ვი­გებ­დე, თუ ღო­რის გრი­პი აქვს ბუკა ნი­კუ­რა­ძეს, მე რა­ტომ უნდა ვი­გებ­დე ერთი თვის შემ­დეგ, რომ ჩემ შვილს ღო­რის გრი­პი აქვს და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ით მკურ­ნა­ლო­ბენ ღო­რის გრიპს?

ას­მათ შენ­გე­ლა­ია არ შე­გარ­ჩენ, სი­ცო­ცხლის ფა­სად და­ვი­ცავ ჩემს შვილს, მკვდარ შვილს და­ვი­ცავ დღე­ის იქით, შვი­ლი წა­მარ­თვი და გა­მა­უ­ბე­დუ­რე", - აღ­ნიშ­ნავს palitranews-თან სა­უ­ბარ­ში მა­ნა­ნა ენუ­ქი­ძე.

"ბავ­შვი სა­ერ­თოდ მო­წყდა, ვე­ღარ და­დი­ო­და, ვე­ღარ ლა­პა­რა­კობ­და. ცუ­დად ვარო იძა­ხის, მაგ­რამ ეს იცის ქი­მი­ამ, თქვენ ხომ იცო­დით, რა­ზეც აწერ­დით ხელ­სო.

2 აპ­რილს, ფონდმა "სო­ლი­და­რო­ბამ" ბავ­შვი გა­და­იყ­ვა­ნა თურ­ქეთ­ში, მკვდა­რი ბავ­შვი ჩა­ვიყ­ვა­ნეთ თურ­ქეთ­ში.

იქ რომ ანა­ლი­ზი ითხო­ვეს და რომ აქე­დან, რომ ჩა­ვუ­ტა­ნეთ დიდი ბრძო­ლით და ხვეწ­ნით კოლ­ბი, მი­თხრეს, რომ ამ კოლბ­ში ლე­ი­კე­მი­ის ჩხი­რე­ბი არ ჩანს. ესე­ნი დღე­საც აცხა­დე­ბენ, რომ ლე­ი­კე­მია აქვს ბავ­შვს და ერთი წლის შემ­დეგ უნდა გა­მოჩ­ნდეს, ერთი წელი ვე­ღარ გა­უძ­ლო ბუ­კამ...", - აცხა­დებს ბავ­შვის ბე­ბია.

8 წლის ბუკა ნი­კუ­რა­ძეს ხუთ­შა­ბათს დაკ­რძა­ლა­ვენ, რის შემ­დე­გაც ოჯა­ხი სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით შე­ეც­დე­ბა თა­ვი­სი სი­მარ­თლის დად­გე­ნას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ჩემი შვილის სიკვდილს არავის შევარჩენ" - დაღუპული 8 წლის ბავშვის ოჯახი აპირებს, იაშვილის კლინიკას უჩივლოს

"ჩემი შვილის სიკვდილს არავის შევარჩენ" - დაღუპული 8 წლის ბავშვის ოჯახი აპირებს, იაშვილის კლინიკას უჩივლოს

8 წლის ბუკა ნიკურაძის ოჯახი ბავშვის გარდაცვალებაში იაშვილის კლინიკის პროფესორს, ასმათ შენგელაიას ადანაშაულებს. ოჯახის მტკიცებით, ბავშვს არასწორი დიაგნოზით - ლეიკემია დაუდგინეს, რის შედეგადაც ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა. გაუმჯობესების ნაცვლად კი მისი მდგომარეობა დღითიდღე დამძიმდა. პაციენტი თურქეთის წამყვან კლინიკაში გადაიყვანეს. შვიდი ბიოფსიის ჩატარების შემდეგ თურქმა ექიმებმა იაშვილის კლინიკის დიაგნოზი არ დაადასტურეს.

[იხილეთ ვიდეო]

"ჩემი შვილის სიკვდილს არ შევარჩენ, ვიბრძოლებ სიცოცხლის ფასად საქართველოს დავუდგები, ამბოხს გამოვუცხადებ და ბუკა მანაგაძის სიკვდილს არავის შევარჩენ. ბუკა რომ ავიყვანეთ აქ თბილისში, რეანიმაციაში, თათბირზე ქალბატონმა განაცხადა, რომ დედა-შვილს მანანა ენუქიძეს და ბუკა ნიკურაძეს აღმოაჩნდა ღორის გრიპი და მთელი ჰემატოლოგია აიცილა.

მე რატომ უნდა ვიგებდე, თუ ღორის გრიპი აქვს ბუკა ნიკურაძეს, მე რატომ უნდა ვიგებდე ერთი თვის შემდეგ, რომ ჩემ შვილს ღორის გრიპი აქვს და ქიმიოთერაპიით მკურნალობენ ღორის გრიპს?

ასმათ შენგელაია არ შეგარჩენ, სიცოცხლის ფასად დავიცავ ჩემს შვილს, მკვდარ შვილს დავიცავ დღეის იქით, შვილი წამართვი და გამაუბედურე", -  აღნიშნავს palitranews-თან საუბარში მანანა ენუქიძე.

"ბავშვი საერთოდ მოწყდა, ვეღარ დადიოდა, ვეღარ ლაპარაკობდა. ცუდად ვარო იძახის, მაგრამ ეს იცის ქიმიამ, თქვენ ხომ იცოდით, რაზეც აწერდით ხელსო.

2 აპრილს, ფონდმა "სოლიდარობამ" ბავშვი გადაიყვანა თურქეთში, მკვდარი ბავშვი ჩავიყვანეთ თურქეთში.

იქ რომ ანალიზი ითხოვეს და რომ აქედან, რომ ჩავუტანეთ  დიდი ბრძოლით და ხვეწნით კოლბი, მითხრეს, რომ ამ კოლბში ლეიკემიის ჩხირები არ ჩანს. ესენი დღესაც აცხადებენ, რომ ლეიკემია აქვს ბავშვს და ერთი წლის შემდეგ უნდა გამოჩნდეს, ერთი წელი ვეღარ გაუძლო ბუკამ...", - აცხადებს ბავშვის ბებია.

8 წლის ბუკა ნიკურაძეს ხუთშაბათს დაკრძალავენ, რის შემდეგაც ოჯახი სამართლებრივი გზით შეეცდება თავისი სიმართლის დადგენას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია