დიმიტრი პესკოვის თქმით, ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთისკენ ექსპანსია რუსეთის მხრიდან საპასუხო ქმედებებს გამოიწვევს

დიმიტრი პესკოვის თქმით, ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთისკენ ექსპანსია რუსეთის მხრიდან საპასუხო ქმედებებს გამოიწვევს

ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთისკენ ექსპანსია რუსეთის საპასუხო ქმედებებს გამოიწვევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

"სხვადასხვა დონეზე მოსკოვი ყოველთვის უსვამდა ხაზს, რომ ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის ექსპანსია აღმოსავლეთით, რა თქმა უნდა, გამოიწვევს საპასუხო ქმედებებს აღმოსავლეთიდან, ანუ რუსული მხრიდან, უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველყოფისა და ინტერესთა პარიტეტის დაცვის კუთხით", - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ზომებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან პუტინს მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მიწვევის შესახებ საკუთარი მოსაზრება ჯერ არ გამოუთქვამს.

მანამდე რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების თავმჯდომარემ ვიქტორ ოზეროვმა სააგენტო "რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ მოსკოვი მონტენეგროსთან ერთობლივი პროგრამების განხორციელებაზე უარს იტყვის.

"ინტერპრესნიუსი"

"ისრაელი სარაკეტო თავდასხმაზე ძალიან მკაცრ რეაგირებას მოახდენს" - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ესპანეთმა სეუტას ანკლავში, სადაც ათასობით მიგრანტი შეიჭრა, ჯარი შეიყვანა - როგორი ვითარებაა ადგილზე

ინდოეთში კოვიდით გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - როგორია ვითარება ქვეყანაში, რომელსაც ვირუსის "მეორე ტალღამ" მძიმე დარტყმა მიაყენა