ერევანში სადღეღამისო საპროტესტო აქცია დაიწყო

ერევანში სადღეღამისო საპროტესტო აქცია დაიწყო

ერევანში სადღეღამისო საპროტესტო აქცია დაიწყო. ოპოზიცია ქვეყანაში დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ გამოდის. აქციის ორგანიზატორთა თქმით, აქტივისტებს ყველა პირობა ექნებათ იმისთვის, რომ ღამის გათენება ერევნის ცენტრში მდებარე თავისუფლების მოედანზე შეძლონ. როგორც "ბიბისი" წერს, ქალაქის მერიამ აქციის მონაწილეებს მოედანზე კარვების გაშლა აუკრძალა. ცენტრში მობილიზებულია პოლიცია.

დღეს აქტივისტები მიტინგის გამართვას გეგმავენ.

საპროტესტო აქცია გუშინ გაიმართა და პოლიციასთან შეტაკებით და ორი ადამიანის დაკავებით დასრულდა. მიტინგი მოძრაობა "ახალი სომხეთის" მიერ იყო ორგანიზებული, რომელშიც რამდენიმე ოპოზიციური პარტია გაწევრიანდა.

აქციის მონაწილეები 6 დეკემბერს დაგეგმილი რეფერენდუმის გაუქმებას ითხოვენ, რომლის თანახმად, სომხეთის მოსახლეობა გადაწყვეტს, გახდება თუ არა ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა. ოპოზიცია ასევე ითხოვს, რომ ქვეყნის მოქმედი ხელმძღვანელობა რეფერენდუმის ჩატარებამდე გადადგეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა