სირიაში არეულობა 2011 წლის 15 მარტს საპროტესტო აქციებით დაიწყო, რომლებიც აპრილისთვის უკვე მთელ ქვეყანაში გავრცელდა. აქციები უფრო ფართო ახლო აღმოსავლური საპროტესტო მოძრაობის ნაწილი იყო, რომელიც არაბული გაზაფხულის სახელითაა ცნობილი. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას მოითხოვდნენ, რომლის ოჯახიც სირიას 1971 წლიდან მართავს, ასევე ბაასის პარტიის მმართველობის დასრულებას, რომელიც 1963 წელს დაიწყო.
2011 წლის აპრილში, სირიის არმია აჯანყების ჩასახშობად გამოვიდა. ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს აქციის მონაწილეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რამდენიმეთვიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, პროტესტი შეიარაღებულ აჯანყებაში გადაიზარდა.
2013 წელს ჰეზბოლა შეუერთდა ომს სირიის არმიის მხარდასაჭერად.
2013 წლის ივლისისთვის, სირიის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 30-40 პროცენტს და სირიის მოსახლეობის 60 პროცენტს აკონტროლებდა.
2012 წლის გაეროს მოხსენებამ კონფლიქტი დაახასიათა, როგორც "ღიად სექტანტური ხასიათის მატარებელი" დაპირისპირება, ძირითადად, სუნიტ მეამბოხეთა და ალავიტურ შაბიჰა მილიციასა და სხვა შიიტურ ჯგუფებს შორის. მაგრამ ოპოზიციაც და სამთავრობო ძალებიც უარყოფენ ამ ფაქტს.
გაეროს მონაცემების მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობამ გადააჭარბა 100 000-ს 2013 წლის ივნისში და 2013 წლის სექტემბერს 120 000-ს მიაღწია. საერთაშორისო ორგანიზაციები ადანაშაულებენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ძალებს ადამიანის უფლებათა დარღვევებში.
გაეროსა და საერთაშორისო ამნისტიის კვლევის მიხედვით, 2012 და 2013 წელს ამ დარღვევათა უმრავლესობას სირიის ხელისუფლება ახორციელებდა. 4 მილიონზე მეტი სირიელი გახდა იძულებით გადაადგილებული პირი, 3 მილიონზე მეტი სირიელი გაიქცა ქვეყნიდან და გახდა ლტოლვილი და მილიონობით ადამიანი დარჩა მძიმე საცხოვრებელ პირობებში საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე.
მომზადებულია wikipedia.org -ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo