საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში ზოგიერთ ქართულ მედიასაშუალებასა და საზოგადოების იმ ნაწილის პოზიციებს ეხმაურება, რომლებიც რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, თურქეთის მიერ საქართველოსთვის ტერიტორიების დაბრუნებაზე საუბრობენ.
"მოკლედ, ჩვენი ლუსტრიტებული მედია წერს და ამბობს:
უნდა ჩავსაფრდეთ ახლა და როცა რუსები მივლენ სტამბულამდე, ჩვენ ტრაპიზონამდე, ჩვენი ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთო.
მიდით, გენაცვალეთ, ოღონდ მერე ნატო თუ მიადგება მოსკოვს სოჭზე (თქვენებურად სოჩა) უარი არ თქვათ თქვენი ჭირიმე", - წერს შარაშენიძე.