სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საგარეო საქმეთა მინისტრის მილიონერი მოადგილის ქონება და შემოსავლები
საგარეო საქმეთა მინისტრის მილიონერი მოადგილის ქონება და შემოსავლები

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძემ ქო­ნებ­რი­ვი დე­ლა­რა­ცია 24 ნო­ემ­ბერს შე­ავ­სო. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­შია 3 ბინა თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ უბან­ში, 5 მი­წის ნაკ­ვე­თი, ორი არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი და ავ­ტო­ფა­რე­ხი.

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე თბი­ლის­ში ი. ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, 120.00 კვ.მ ფარ­თო­ბი­სა და ნა­ფა­რე­უ­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 110.00 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის ბი­ნებს ფლობს. მისი მე­უღ­ლე დი­ზა­ი­ნე­რი, ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძე კი, ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 151.00 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის ბი­ნის მფლო­ბე­ლია.

გარ­და ამი­სა, ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე ასე­ვე ფლობს, თბი­ლის­ში ი.ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე 120.00 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის არა­სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს. ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძის სა­კუთ­რე­ბა­ში კი, თბი­ლის­ში, კოტე აფხა­ზის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 640.00 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თია.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე ფლობს 2013 წელს გა­მოშ­ვე­ბულ მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნა Mersedes-ს.

ფი­ნან­სე­ბი

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძეს სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე 52682 ლარი, 873 843.47 დო­ლა­რი და 401.54 ევრო ჰქონ­და. მისი მე­უღ­ლის ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე კი - 23 ლარი და 5000 ევრო იყო. გარ­და ამი­სა, ცქვი­ტი­ნი­ძის ანა­ბარ­ზე დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას, 31200.81 ლარი ირი­ცხე­ბო­და, ხოლო ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით - 8500.00 ლარი ჰქონ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძის ანაბ­რებს, სა­ერ­თო ჯამ­ში ორ ანა­ბარ­ზე "თი ბი სი" ბან­კში მას 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი აქვს. შვილს, ანას­ტა­სია ცქვი­ტი­ნი­ძეს კი, ამა­ვე ბან­კის ანა­ბარ­ზე 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ერი­ცხე­ბა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას, ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძეს ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით 10000.00 ევრო, გარ­და ამი­სა, "თი-ბი-სი" ბან­კის 100 ცალი ობ­ლი­გა­ცია აქვს, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 10000.00 დო­ლა­რია.

სა­ჩუქ­რე­ბი

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გა­სულ წელს ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძემ ბე­ბი­ის­გან სა­ჩუქ­რად 1000000.00 დო­ლა­რი მი­ი­ღო; მშობ­ლებ­მა კი, 3 500000.00 დო­ლა­რი აჩუ­ქეს.

დეკ­ლა­რა­ცი­ის გა­სავ­ლის გრა­ფა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გა­სულ წელს ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძეს მოგ­ზა­უ­რო­ბა 10000.00 ევრო და­უჯ­და.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საგარეო საქმეთა მინისტრის მილიონერი მოადგილის ქონება და შემოსავლები

საგარეო საქმეთა მინისტრის მილიონერი მოადგილის ქონება და შემოსავლები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ ქონებრივი დელარაცია 24 ნოემბერს შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, ოჯახის საკუთრებაშია 3 ბინა თბილისის ცენტრალურ უბანში, 5 მიწის ნაკვეთი, ორი არასაცხოვრებელი ფართი და ავტოფარეხი.

ხათუნა თოთლაძე თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე, 120.00 კვ.მ ფართობისა და ნაფარეულის ქუჩაზე მდებარე 110.00 კვ.მ-ის ფართობის ბინებს ფლობს. მისი მეუღლე დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე კი, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე 151.00 კვ.მ-ის ფართობის ბინის მფლობელია.

გარდა ამისა, ხათუნა თოთლაძე ასევე ფლობს, თბილისში ი.ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 120.00 კვ.მ-ის ფართობის არასაცხოვრებელ ფართს. ავთანდილ ცქვიტინიძის საკუთრებაში კი, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე 640.00 კვ.მ-ის ფართობის არასაცხოვრებელი ფართია.

დეკლარაციის მიხედვით, ხათუნა თოთლაძე ფლობს 2013 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომანქანა Mersedes-ს.

ფინანსები

ხათუნა თოთლაძეს საბანკო ანგარიშებზე 52682 ლარი, 873 843.47 დოლარი და 401.54 ევრო ჰქონდა. მისი მეუღლის ავთანდილ ცქვიტინიძის საბანკო ანგარიშებზე კი - 23 ლარი და 5000 ევრო იყო. გარდა ამისა, ცქვიტინიძის ანაბარზე დეკლარაციის შევსებისას, 31200.81 ლარი ირიცხებოდა, ხოლო ნაღდი ფულის სახით - 8500.00 ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება ხათუნა თოთლაძის ანაბრებს, საერთო ჯამში ორ ანაბარზე "თი ბი სი" ბანკში მას 2 მილიონი დოლარი აქვს. შვილს, ანასტასია ცქვიტინიძეს კი, ამავე ბანკის ანაბარზე 1 მილიონი დოლარი ერიცხება.

დეკლარაციის შევსებისას, ხათუნა თოთლაძეს ნაღდი ფულის სახით 10000.00 ევრო, გარდა ამისა, "თი-ბი-სი" ბანკის 100 ცალი ობლიგაცია აქვს, რომელთა ღირებულებაც 10000.00 დოლარია.

საჩუქრები

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს ხათუნა თოთლაძემ ბებიისგან საჩუქრად 1000000.00 დოლარი მიიღო; მშობლებმა კი, 3 500000.00 დოლარი აჩუქეს.

დეკლარაციის გასავლის გრაფაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს ხათუნა თოთლაძეს მოგზაურობა 10000.00 ევრო დაუჯდა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."