სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქუთაისში ერაყელი სტუდენტები გაქურდეს - მე-6 შემთხვევა ერთი წლის მანძილზე
ქუთაისში ერაყელი სტუდენტები გაქურდეს - მე-6 შემთხვევა ერთი წლის მანძილზე

ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რე­ბი ერა­ყე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი გა­ქურ­დეს. წა­ღე­ბუ­ლია 2200 დო­ლა­რი და 2 ლეპ­ტო­პი. შემ­თხვე­ვა 4 დღის წინ, ნი­ნოშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. ერა­ყე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის თქმით, ბოლო ერთი წლის მან­ძილ­ზე ეს მათი გა­ქურდვის მე­ექ­ვსე შემ­თხვე­ვაა. აქე­დან, მათი თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ცერ­თი საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი არ არის.

ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რე­ბი ერა­ყე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­დან აბ­დუ­ლაჰ ალ - მა­შა­და­ნი პირ­ვე­ლი იყო, რო­მე­ლიც ბოლო ერთი წლის მან­ძილ­ზე გა­ქურ­დეს. სტუ­დენ­ტის თქმით, მო­პა­რეს 3 000 დო­ლა­რი, აი­პა­დი, გა­ლაქ­სი, სა­ა­თი, თეფ­შე­ბი, კოვ­ზე­ბი და სხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი. აბ­დუ­ლაჰ ალ - მა­შა­და­ნი ყვე­ბა, რომ ქურ­დო­ბის ფაქ­ტის შემ­დეგ ბინა შე­იც­ვა­ლა. თუმ­ცა, რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, ბი­ნის შეც­ვლით ერა­ყე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ქურ­დო­ბის ფაქ­ტე­ბი არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა. სტუ­დენ­ტე­ბის თქმით, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის მსგავ­სი 5 და­ფიქ­სირ­და. თუმ­ცა, საქ­მე ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ზე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია.

"როცა პო­ლი­ცია გა­მო­ვი­ძა­ხეთ, ისი­ნი მო­ვიდ­ნენ. ფორ­მა­ლუ­რად რა­ღა­ცე­ებ­ზე მოგ­ვა­წე­რი­ნეს ხელი და ამით დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი. მა­გის მერე არ გა­მო­ჩე­ნი­ლან სა­ერ­თოდ და საქ­მეც, რა თქმა უნდა, არ გა­მო­ი­ძი­ეს. არა­და, 1 წელი გა­ვი­და", - აცხა­დებს ერა­ყე­ლი სტუ­დენ­ტი, აბ­დუ­ლაჰ ალ-მა­შა­და­ნი.

იხი­ლეთ ვრცლად

kutaisipost.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქუთაისში ერაყელი სტუდენტები გაქურდეს - მე-6 შემთხვევა ერთი წლის მანძილზე

ქუთაისში ერაყელი სტუდენტები გაქურდეს - მე-6 შემთხვევა ერთი წლის მანძილზე

ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტები გაქურდეს. წაღებულია 2200 დოლარი და 2 ლეპტოპი. შემთხვევა 4 დღის წინ, ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა. ერაყელი სტუდენტების თქმით, ბოლო ერთი წლის მანძილზე ეს მათი გაქურდვის მეექვსე შემთხვევაა. აქედან, მათი თქმით, ჯერჯერობით არცერთი საქმე გამოძიებული არ არის.

ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტებიდან აბდულაჰ ალ - მაშადანი პირველი იყო, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე გაქურდეს. სტუდენტის თქმით, მოპარეს 3 000 დოლარი, აიპადი, გალაქსი, საათი, თეფშები, კოვზები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. აბდულაჰ ალ - მაშადანი ყვება, რომ ქურდობის ფაქტის შემდეგ ბინა შეიცვალა. თუმცა, როგორც აღნიშნავს, ბინის შეცვლით ერაყელი სტუდენტების ცხოვრებაში ქურდობის ფაქტები არ შეჩერებულა. სტუდენტების თქმით, პირველი შემთხვევის მსგავსი 5 დაფიქსირდა. თუმცა, საქმე ყველა შემთხვევაზე გამოუძიებელია.

"როცა პოლიცია გამოვიძახეთ, ისინი მოვიდნენ. ფორმალურად რაღაცეებზე მოგვაწერინეს ხელი და ამით დამთავრდა ყველაფერი. მაგის მერე არ გამოჩენილან საერთოდ და საქმეც, რა თქმა უნდა, არ გამოიძიეს. არადა, 1 წელი გავიდა", - აცხადებს ერაყელი სტუდენტი, აბდულაჰ ალ-მაშადანი.

იხილეთ ვრცლად

kutaisipost.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა