სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მაღალჩნოსანი იყო ჩართული საქმეში, რეალური მკვლელის მამამ შვილი ქვეყნიდან გაარიდა" - 2010 წელს წყნეთში მომხდარი მკვლელობის ახალი გარემოებები
"მაღალჩნოსანი იყო ჩართული საქმეში, რეალური მკვლელის მამამ შვილი ქვეყნიდან გაარიდა" - 2010 წელს წყნეთში მომხდარი მკვლელობის ახალი გარემოებები

2010 წელს, წყნეთ­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და, რა დრო­საც 19 წლის თე­ი­მუ­რაზ ყუ­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მას ჭრი­ლო­ბე­ბი გულ-მკერ­დის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, დაჭ­რი­ლი რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი რე­ა­გი­რე­ბის გამო, მისი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 2011 წელს 19 წლის გი­ორ­გი მარ­ღა­ნია და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. და­კა­ვე­ბუ­ლი ბრალს არ აღი­ა­რებს და შე­წყა­ლე­ბა­ზეც უარს ამ­ბობს.

გი­ორ­გი მარ­ღა­ნი­ას მე­გობ­რის, გი­ორ­გი თაქთა­ქიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა, თუმ­ცა სა­მარ­თალ­და­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი ამას არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.

გი­ორ­გი თაქთა­ქიშ­ვი­ლი:

- თე­ი­მუ­რაზ ყუ­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, მისი მე­გობ­რე­ბის ცი­კო­ლი­ას და შა­მა­თა­ვას ჩვე­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს გი­ორ­გი მარ­ღა­ნია, მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს 12 წლის ვა­დით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ შა­მა­თა­ვამ და ცი­კო­ლი­ამ გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ზე­წო­ლის გამო, მის­ცეს ჩვე­ნე­ბე­ბი. მივ­მარ­თეთ პრო­კუ­რა­ტუ­რას, რო­მელ­მაც საქ­მე გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას გა­და­უგ­ზავ­ნა, თუმ­ცა გე­ნინ­სპექ­ცი­ამ თა­ვი­დან აი­ცი­ლა ეს საქ­მე, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა და გი­ორ­გი ისევ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა.

- რა მიზ­ნით უნდა მო­ეხ­დი­ნათ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ზე­წო­ლა და­კა­ვე­ბუ­ლის მე­გობ­რებ­ზე?

- სულ არის ამ თე­მა­ზე კი­თხვე­ბი, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი არ გვაქვს. ფაქ­ტია, რომ საქ­მე დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით უნდა და­ხუ­რუ­ლი­ყო, ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი იყო მარ­ღა­ნი­ას­თვის ხე­ლის და­დე­ბა, რად­გან ად­გილ­ზე მისი მან­ქა­ნა იყო და შე­სა­ბა­მი­სად, მას და­ა­დეს ხელი.

გი­ორ­გი მარ­ღა­ნი­ას მე­გო­ბა­რი, მიშო ჯიბ­ლა­ძე, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე თა­ვად იმ­ყო­ფე­ბო­და, თვითმხილ­ვე­ლი წყნეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს.

- წყნეთ­ში ვი­ყა­ვით მე­გო­ბარ­თან, დავ­ლი­ეთ და სა­ღა­მოს მაია წყნე­თე­ლის ძეგლ­თან გა­მო­ვე­დით. სა­დაც ყუ­რაშ­ვი­ლი და მისი მე­გობ­რე­ბი ლუდს სვამ­დნენ, ერთ-ერთი ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ცუ­დად გახ­და, გად­მო­ვე­დით მან­ქა­ნი­დან, ამ დროს და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი, რო­მე­ლიც გი­ორ­გიმ გან­მუხ­ტა. უთხრა ბი­ჭებს, ახლა ჩხუ­ბი არ გვინ­და, გი­ორ­გი მარ­ღა­ნია ვარ და ხვალ ვი­ლა­პა­რა­კო­თო. ამის შემ­დეგ ჩავ­სხე­დით მან­ქა­ნა­ში, მაგ­რამ ავ­ტო­მო­ბი­ლი არ და­ი­ქო­ქა, წყნე­თე­ლებ­მა ბოთ­ლე­ბის სრო­ლა დაგ­ვი­წყეს და ჩვენც გად­მო­ვე­დით მან­ქა­ნი­დან. ად­გილ­ზე მკვლე­ლო­ბას არ შევ­სწრე­ბი­ვართ, რო­დის მოკ­ლეს თე­ი­მუ­რაზ ყუ­რაშ­ვი­ლი არ ვი­ცით.

გარ­დაც­ვლი­ლის მამა, თე­ი­მუ­რაზ ყუ­რაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლი ქა­ლაქ­ში თავ­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა და გი­ორ­გი მარ­ღა­ნი­ას შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით პრე­ზი­დენტს მი­მარ­თავს.

- 2010 წელს ახალ­გაზ­რდე­ბი ამო­ვიდ­ნენ წყნეთ­ში მე­გობ­რებ­თან გა­სარ­თო­ბად, ამ დროს ჩემი ვაჟი ლუდს სვამ­და მე­გობ­რებ­თან ერ­თად. ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა გა­დათ­ვრა ეტყო­ბა და აე­რია გული, რო­გორც ჩანს, ჩემ­მა შვილ­მა და მე­გობ­რებ­მა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტეს და ამას მოჰ­ყვა კონ­ფლიქ­ტი. როცა გი­ორ­გი მარ­ღა­ნია და მისი მე­გობ­რე­ბი ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩას­ხდნენ, მან­ქა­ნა არ და­იძ­რა, ამ დროს მი­უ­ახ­ლოვ­დნენ ჩემი შვი­ლი და მისი მე­გობ­რე­ბი, ზოგ­მა ფეხი მი­არ­ტყა მან­ქა­ნას, ზოგ­მა ბოთ­ლი ეს­რო­ლა, ახალ­გაზ­რდე­ბი და­ნე­ბით გად­მო­ვიდ­ნენ მან­ქა­ნი­დან, ჩემი შვი­ლის მე­გობ­რე­ბი კურ­დღლე­ბი­ვით გა­იქ­ცნენ და ის აკუ­წეს. გულ­მკერ­დის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი. რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მე-11 დღეს გარ­და­იც­ვა­ლა.

- რა­ტომ თვლით, რომ გი­ორ­გი მარ­ღა­ნია უდა­ნა­შა­უ­ლოა და თქვე­ნი შვი­ლი სხვამ მოკ­ლა?

- თა­ვი­დან­ვე ვხე­დავ­დი, რომ მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი მკვლელს არ ჰგავ­და. ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლი ყო­ველ­თვის დათ­რგუ­ნუ­ლია, მივ­ხვდი უდა­ნა­შა­უ­ლო იყო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს საქ­მის შებ­რუ­ნე­ბას აზრი არ ჰქონ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მიზ­ნუ­ლად ცვლი­და ჩვე­ნე­ბებს. ჩემი შვი­ლის მკვლე­ლად ვი­საც ვთვლი, მისი და­სა­ხე­ლე­ბის­გან ახლა თავს ვი­კა­ვებ. მისი საქ­მე დაგ­ვი­ა­ნე­ბით, ცალ­კე გა­ნი­ხი­ლეს და მას მხო­ლოდ ხუ­ლიგ­ნო­ბის მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი და ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 6 თვე­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ნამ­დვი­ლი მკვლე­ლი თა­ვი­სუფ­ლად და­დის ქუ­ჩა­ში. რო­გორც შემ­დეგ გა­ირ­კვა ერთ-ერთი მა­ღალჩნო­სა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი საქ­მის ასეთ წარ­მო­ე­ბა­ში, რე­ა­ლუ­რი მკვლე­ლის მა­მას ურ­ჩი­ეს, გა­ე­რი­დე­ბი­ნა შვი­ლი ქვეყ­ნი­დან და ის წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რობ­და იტა­ლი­ა­ში. ჩვე­ნი ოჯა­ხი­დან არა­ნა­ირ ტე­რორს არ ჰქო­ნია ად­გი­ლი, დღემ­დე არ ვიცი მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, გვერ­დით დაგ­ვიდ­გა შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მაც იცო­და ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ აღარ და­ი­წყო. "ჰუ­მან რაით ცენ­ტრს" მივ­მარ­თეთ ბო­ლოს, ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ ლუ­კა­ვამ გვირ­ჩია საქ­მე უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში შეგ­ვე­ტა­ნა, 11 მოწ­მე გვყავს, მაგ­რამ მა­ინც ვე­რა­ფერს ვაღ­წევთ. მოგ­ვწე­რეს ეს არ არის ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი და 310 და 311-ე მუხ­ლე­ბის თა­ნახ­მად პირ­ვე­ლი ინ­სტა­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა ძა­ლა­ში დარ­ჩე­ბაო. დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ და იუ­რის­ტებ­მა მი­თხრეს, რომ ეს ისე­თი მუხ­ლე­ბია, რო­მე­ლიც არ გა­სა­ჩივ­რდე­ბა, თუ პრო­კუ­რა­ტუ­რამ არ და­ი­წყო საქ­მის თა­ვი­დან გა­მო­ძი­ე­ბაო, ერ­თა­დერთ გზა მარ­ღა­ნი­ას ცი­ხი­დან გა­მოყ­ვა­ნის ჩემი გან­ცხა­დე­ბაა შე­წყა­ლე­ბა­ზე. მე რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა უნდა მოვ­თხვო პრე­ზი­დენტს მისი შე­წყა­ლე­ბა და ცი­ხი­დან გა­მოყ­ვა­ნა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მაღალჩნოსანი იყო ჩართული საქმეში, რეალური მკვლელის მამამ შვილი ქვეყნიდან გაარიდა" - 2010 წელს წყნეთში მომხდარი მკვლელობის ახალი გარემოებები

"მაღალჩნოსანი იყო ჩართული საქმეში, რეალური მკვლელის მამამ შვილი ქვეყნიდან გაარიდა" - 2010 წელს წყნეთში მომხდარი მკვლელობის ახალი გარემოებები

2010 წელს, წყნეთში მკვლელობა მოხდა, რა დროსაც 19 წლის თეიმურაზ ყურაშვილი გარდაიცვალა. მას ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაგვიანებული რეაგირების გამო, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. აღნიშნულ საქმეზე მკვლელობის ბრალდებით 2011 წელს 19 წლის გიორგი მარღანია დააკავეს, რომელსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და შეწყალებაზეც უარს ამბობს.

გიორგი მარღანიას მეგობრის, გიორგი თაქთაქიშვილის განცხადებით, საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, თუმცა სამართალდაცავი ორგანოები ამას არ ითვალისწინებენ.

გიორგი თაქთაქიშვილი:

- თეიმურაზ ყურაშვილის მკვლელობის საქმეზე, მისი მეგობრების ციკოლიას და შამათავას ჩვენებების საფუძველზე დააკავეს გიორგი მარღანია, მას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 12 წლის ვადით. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შამათავამ და ციკოლიამ განაცხადეს, რომ მათ სამართალდამცავების ზეწოლის გამო, მისცეს ჩვენებები. მივმართეთ პროკურატურას, რომელმაც საქმე გენერალურ ინსპექციას გადაუგზავნა, თუმცა გენინსპექციამ თავიდან აიცილა ეს საქმე, თითქოს არაფერი მომხდარა და გიორგი ისევ პატიმრობაში რჩება.

- რა მიზნით უნდა მოეხდინათ სამართალდამცავებს ზეწოლა დაკავებულის მეგობრებზე?

- სულ არის ამ თემაზე კითხვები, მაგრამ კონკრეტული პასუხი არ გვაქვს. ფაქტია, რომ საქმე დაჩქარებული წესით უნდა დახურულიყო, ყველაზე მარტივი იყო მარღანიასთვის ხელის დადება, რადგან ადგილზე მისი მანქანა იყო და შესაბამისად, მას დაადეს ხელი.

გიორგი მარღანიას მეგობარი, მიშო ჯიბლაძე, შემთხვევის ადგილზე თავად იმყოფებოდა, თვითმხილველი წყნეთში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად აღწერს.

- წყნეთში ვიყავით მეგობართან, დავლიეთ და საღამოს მაია წყნეთელის ძეგლთან გამოვედით. სადაც ყურაშვილი და მისი მეგობრები ლუდს სვამდნენ, ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი ცუდად გახდა, გადმოვედით მანქანიდან, ამ დროს დაიწყო კონფლიქტი, რომელიც გიორგიმ განმუხტა. უთხრა ბიჭებს, ახლა ჩხუბი არ გვინდა, გიორგი მარღანია ვარ და ხვალ ვილაპარაკოთო. ამის შემდეგ ჩავსხედით მანქანაში, მაგრამ ავტომობილი არ დაიქოქა, წყნეთელებმა ბოთლების სროლა დაგვიწყეს და ჩვენც გადმოვედით მანქანიდან. ადგილზე მკვლელობას არ შევსწრებივართ, როდის მოკლეს თეიმურაზ ყურაშვილი არ ვიცით.

გარდაცვლილის მამა, თეიმურაზ ყურაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელი ქალაქში თავსუფლად გადაადგილდება და გიორგი მარღანიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს.

- 2010 წელს ახალგაზრდები ამოვიდნენ წყნეთში მეგობრებთან გასართობად, ამ დროს ჩემი ვაჟი ლუდს სვამდა მეგობრებთან ერთად. ერთ-ერთი ახალგაზრდა გადათვრა ეტყობა და აერია გული, როგორც ჩანს, ჩემმა შვილმა და მეგობრებმა უკმაყოფილება გამოხატეს და ამას მოჰყვა კონფლიქტი. როცა გიორგი მარღანია და მისი მეგობრები ავტომობილში ჩასხდნენ, მანქანა არ დაიძრა, ამ დროს მიუახლოვდნენ ჩემი შვილი და მისი მეგობრები, ზოგმა ფეხი მიარტყა მანქანას, ზოგმა ბოთლი ესროლა, ახალგაზრდები დანებით გადმოვიდნენ მანქანიდან, ჩემი შვილის მეგობრები კურდღლებივით გაიქცნენ და ის აკუწეს. გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობები. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მე-11 დღეს გარდაიცვალა.

- რატომ თვლით, რომ გიორგი მარღანია უდანაშაულოა და თქვენი შვილი სხვამ მოკლა?

- თავიდანვე ვხედავდი, რომ მკვლელობისთვის დაკავებული მკვლელს არ ჰგავდა. ადამიანის მკვლელი ყოველთვის დათრგუნულია, მივხვდი უდანაშაულო იყო, მოგეხსენებათ წინა ხელისუფლების დროს საქმის შებრუნებას აზრი არ ჰქონდა, პროკურატურა გამიზნულად ცვლიდა ჩვენებებს. ჩემი შვილის მკვლელად ვისაც ვთვლი, მისი დასახელებისგან ახლა თავს ვიკავებ. მისი საქმე დაგვიანებით, ცალკე განიხილეს და მას მხოლოდ ხულიგნობის მუხლით წაუყენეს ბრალი და ახალმა ხელისუფლებამ 6 თვეში გაათავისუფლა. ნამდვილი მკვლელი თავისუფლად დადის ქუჩაში. როგორც შემდეგ გაირკვა ერთ-ერთი მაღალჩნოსანი იყო ჩართული საქმის ასეთ წარმოებაში, რეალური მკვლელის მამას ურჩიეს, გაერიდებინა შვილი ქვეყნიდან და ის წელიწადნახევარი ცხოვრობდა იტალიაში. ჩვენი ოჯახიდან არანაირ ტერორს არ ჰქონია ადგილი, დღემდე არ ვიცი მისი საცხოვრებელი მისამართი. ახალი ხელისუფლების პირობებში, გვერდით დაგვიდგა შალვა შავგულიძე, მთავარმა პროკურორმაც იცოდა ყველაფერი, მაგრამ საქმის გამოძიება პროკურატურამ აღარ დაიწყო. "ჰუმან რაით ცენტრს" მივმართეთ ბოლოს, ქალბატონმა თამარ ლუკავამ გვირჩია საქმე უზენაეს სასამართლოში შეგვეტანა, 11 მოწმე გვყავს, მაგრამ მაინც ვერაფერს ვაღწევთ. მოგვწერეს ეს არ არის ახალი გარემოებები და 310 და 311-ე მუხლების თანახმად პირველი ინსტაციის სასამართლოს განჩინება ძალაში დარჩებაო. დიმიტრი ლორთქიფანიძემ და იურისტებმა მითხრეს, რომ ეს ისეთი მუხლებია, რომელიც არ გასაჩივრდება, თუ პროკურატურამ არ დაიწყო საქმის თავიდან გამოძიებაო, ერთადერთ გზა მარღანიას ციხიდან გამოყვანის ჩემი განცხადებაა შეწყალებაზე. მე როგორც დაზარალებულმა უნდა მოვთხვო პრეზიდენტს მისი შეწყალება და ციხიდან გამოყვანა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ