ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ირაკლი რამიშვილის პროცესზე, მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა ადვოკატი ირმა ჭკადუა და მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც ბრალდებულს თავდებში უდგება. ტურაშვილი მოსამართლემ 200 ლარითაც დააჯარიმა.
როგორც ტურაშვილმა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, გააპროტესტა პროკურორების ქმედებები. მისივე თქმით, ბრალდების მხარე მოუმზადებელი წარდგა სასამართლოს წინაშე და განათლებისკენ მოუწოდა, სწორედ მისმა რეპლიკამ გამოიწვია მოსამართლის მხრიდან გაძევება და დაჯარიმება.