სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მოსკოვში თურქეთის საელჩოს ქვები, კვერცხები და საღებავის ქილები დაუშინეს
მოსკოვში თურქეთის საელჩოს ქვები, კვერცხები და საღებავის ქილები დაუშინეს

მოს­კოვ­ში თურ­ქე­თის სა­ელ­ჩოს ქვე­ბი, კვერ­ცხე­ბი და სა­ღე­ბა­ვის ქი­ლე­ბი და­უ­ში­ნეს. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ასე­ულ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

რო­გორც "ბი­ბი­სი" იტყო­ბი­ნე­ბა, დე­მონ­სტრან­ტე­ბის ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად შე­ნო­ბის რამ­დე­ნი­მე მინა ჩა­იმ­სხვრა. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და პო­ლი­ცია, რო­მელ­მაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ქმე­დე­ბებ­ში ჩა­რე­ვის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

"ბი­ბი­სი"-სთან სა­უ­ბარ­ში სა­ელ­ჩოს პრე­სა­ტა­შემ ორ­ხან გა­ზი­გილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლებს დე­რე­ფან­ში გას­ვლის ეში­ნო­დათ. დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ა­ში ასე­ვე გა­ნა­ცხა­დეს, რომ რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­მა მცი­რე ტრავ­მა მი­ი­ღო.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია რუ­სე­თის ლი­ბე­რა­ლურ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, რუ­სე­თი­სა და სი­რი­ის დრო­შე­ბით ხელ­ში, თურ­ქე­თის ქმე­დე­ბე­ბი დაგ­მეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მოსკოვში თურქეთის საელჩოს ქვები, კვერცხები და საღებავის ქილები დაუშინეს

მოსკოვში თურქეთის საელჩოს ქვები, კვერცხები და საღებავის ქილები დაუშინეს

მოსკოვში თურქეთის საელჩოს ქვები, კვერცხები და საღებავის ქილები დაუშინეს. საპროტესტო აქციაში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, დემონსტრანტების ქმედებების შედეგად შენობის რამდენიმე მინა ჩაიმსხვრა. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, რომელმაც აქციის მონაწილეთა ქმედებებში ჩარევისგან თავი შეიკავა.

"ბიბისი"-სთან საუბარში საელჩოს პრესატაშემ ორხან გაზიგილმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის დროს საელჩოს თანამშრომლებს დერეფანში გასვლის ეშინოდათ. დიპლომატიურ მისიაში ასევე განაცხადეს, რომ რამდენიმე თანამშრომელმა მცირე ტრავმა მიიღო.

საპროტესტო აქცია რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეებმა, რუსეთისა და სირიის დროშებით ხელში, თურქეთის ქმედებები დაგმეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა