სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ტერორისტებს სამუდამო ჯოჯოხეთი­ ელით!" - რას ამბობს საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი ჯიჰადსა და "ისლამურ სახელმწიფოზე"
"ტერორისტებს სამუდამო ჯოჯოხეთი­ ელით!" - რას ამბობს საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი ჯიჰადსა და "ისლამურ სახელმწიფოზე"

სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლიმ­თა წი­ნამ­ძღვა­რი, მუფ­თი ბეგ­ლარ ქა­მა­ში­ძე "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს:

- ტე­რო­რიზ­მი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლია. წმინ­და ყუ­რა­ნის მი­ხედ­ვით, ერთი ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლა კა­ცობ­რი­ო­ბის ამო­წყვე­ტის ტოლ­ფა­სია. ვინც ამას სჩა­დის, უარ­ყოფს წმინ­და­ ყუ­რა­ნის მო­წო­დე­ბას, რის გა­მოც, ის­ლა­მუ­რი­ დოგ­მა­ტის თანა­ხმად, ურ­წმუ­ნოდ არის შე­რა­ცხი­ლი. მის სულს სა­მუ­და­მო ჯო­ჯო­ხე­თი­ ელის.

აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, როცა ტე­რო­რიზმს ის­ლამს მი­ა­წე­რენ. ჭეშ­მა­რი­ტი მუს­ლი­მი ვერ იქ­ნე­ბა ტე­რო­რის­ტი, რად­გან შუ­ა­მა­ვა­ლი­ მუ­ჰა­მე­დი მშვიდ­ობა­სა და სიყ­ვა­რულს ქა­და­გებს.­ ვი­ღა­ცე­ბი ცდი­ლო­ბენ, ისლა­მის სა­ხელს ამო­ე­ფა­რონ, რათა მუს­ლი­მი­ ტე­რო­რის­ტად წარ­მოჩ­ნდეს, ის­ლა­მო­ფო­ბია­ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სიძუ­ლვი­ლი გაჩ­ნდეს, ეს კი, სა­ბო­ლო­ოდ, მსოფლ­იოს და­ა­ზა­რა­ლებს. თუკი ამა თუ იმ რჯ­ულ­ის მიმ­დე­ვა­რი და­ნა­შა­ულს სჩა­დის თუნ­დაც თა­ვი­სი ღმერ­თის სა­ხე­ლით, არ ნიშ­ნავს, რომ ეს რე­ლი­გია ტე­რო­რიზმს ქა­და­გებს.

უნდა მო­ვე­რი­დოთ რე­ლი­გი­უ­რი სა­კით­ხე­ბით თა­მაშს, ეს ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა, რად­გან საქ­მე ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რე­ბას ეხე­ბა.

ამ­ბო­ბენ, რომ კა­მი­კა­ძემ, რომ­ელ­მაც სა­კუ­თა­რი და სხვე­ბის სი­ცო­ცხლე ხელ­ყო, ტე­რაქ­ტამ­დე "ალ­ლაჰ აქ­ბარ" და­ი­ძა­ხა... ის მკვლე­ლია, რო­მელ­მაც უმ­ძი­მე­სი ცოდ­ვა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო. ამ შე­ძა­ხილ­ში ფიგ­ური­რებს სიტ­ყვე­ბი - "მო­წყა­ლე" და "მწყალ­ობე­ლი". განა შე­იძ­ლე­ბა "მო­წყა­ლე­სა" და "მწყა­ლობ­ელს" წარ­მოთ­ქვამ­დე და ადა­მი­ანს კლავ­დე?!

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მსჯე­ლობს, რა­ტომ­ უშ­ვებს ის­ლა­მი­ ჯი­ჰადს. მათ ყუ­რა­ნი­დან ამო­ნა­რი­დიც მოჰ­ყავთ:­ "და­ხო­ცეთ ურ­ჯუ­ლო­ე­ბი, თუ არ მო­ექ­ცე­ვი­ან, ან არ გა­და­იხ­დი­ან ჯი­ზი­ას. მო­კა­ლი ურ­ჯუ­ლო­ და 72 ქალ­წულს მი­ი­ღებ სა­მო­თხე­ში".­

- ყუ­რა­ნის ასე პირ­და­პირ გა­გე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ყუ­რა­ნის ყვე­ლა აიათს აქვს თა­ვი­სი გან­მარ­ტე­ბა და წინა პი­რო­ბა...

ის­ლა­მი­ ნე­ბას არ რთავს ცალ­კე­ულ დაჯგ­უფე­ბას, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­დოს ჯი­ჰა­დი, თა­ნაც - საბ­რძო­ლო ფორ­მით. ჯი­ჰადს სა­ხელ­მწი­ფო აცხა­დებს მა­შინ, როცა საფრ­თხე ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლია­ნო­ბას და აღმსა­რებ­ლო­ბას ემუქ­რე­ბა. ალა­ჰი გიკ­რძა­ლავს იმ ხალ­ხთან მე­გობ­რო­ბას, ვინც რჯუ­ლის გამო გე­ო­მე­ბა და გა­ძე­ვებს­ სამ­შობ­ლო­დან. ვინც ასეთ ხალ­ხს და­უ­მე­გ­ობ­რდე­ბა, თვი­თონ არის ცოდ­ვი­ლი.

მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ანებს­ შე­ვახ­სე­ნებ - რუ­სე­თი და სა­ქარ­თვე­ლო ერ­თმო­რწმუ­ნე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბია, მაგ­რამ ამას ხელი არ შე­უშ­ლია რუს­ეთის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­პყრო­ბი­თი­ ომე­ბი ეწარ­მო­ე­ბი­ნა. უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის და­ხოც­ვა, სახ­ლე­ბი­დან­ აყრა არან­აკ­ლე­ბი ცოდ­ვაა, ვიდ­რე ტე­რო­რიზ­მი. მსოფ­ლიო ერთ მუშ­ტად ჯერ კი­დევ მა­შინ უნდა შეკ­რუ­ლი­ყო, როცა სი­რი­ა­ში ბავ­შვებს, ქა­ლებს, მო­ხუ­ცებს­ უმო­წყა­ლოდ ხო­ცავ­დნენ. ამ სის­ას­ტი­კეს პა­სუ­ხი უნდა გას­ცე­მო­და!

იმ პე­რიფ­რაზს კი, რაც თქვენ მო­იყ­ვა­ნეთ, თა­ვი­სი გან­მარ­ტე­ბა აქვს. ამას უძღო­და­ ურ­წმუ­ნო­ებ­სა და მუს­ლი­მებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა, რათა მო­მა­ვალ­ში მათ შო­რის პრობ­ლე­მე­ბი არ ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ურ­წმუ­ნო­ებ­მა შე­თან­ხმე­ბა და­არ­ღვი­ეს... ამი­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ყუ­რა­ნი­დან პირ­და­პირ რა­ღა­ცის თარ­გმნა, ცალ­სა­ხად აღ­ქმა და არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია...

ზოგ­მა ისიც კი მკი­თხა, ყუ­რა­ნი ქრის­ტი­ან­სა და ებ­რა­ელ­თან მე­ზობ­ლო­ბას ხომ არ კრძა­ლავ­სო? ყუ­რა­ნი სხვა აღმსა­რებ­ლო­ბის ხალ­ხთან არც მე­ზობ­ლო­ბას, არც ვაჭ­რო­ბას და არც ურ­თი­ერ­თო­ბას არ კრძა­ლავს...­ შუ­ა­მა­ვა­ლი მუ­ჰა­მე­დი ურ­წმუ­ნოს არ და­წყევ­ლიდა, მის სა­ხელ­ზე ლოც­ვას აღავ­ლენ­და­ და ღმერ­თს მის ჭეშ­მა­რიტ გზა­ზე და­ყე­ნე­ბას­ სთხოვ­და. მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ამ ყვე­ლა­ფერს სა­ეჭ­ვოს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდი­ან.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ტერორისტებს სამუდამო ჯოჯოხეთი­ ელით!" - რას ამბობს საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი ჯიჰადსა და "ისლამურ სახელმწიფოზე"

"ტერორისტებს სამუდამო ჯოჯოხეთი­ ელით!" - რას ამბობს საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი ჯიჰადსა და "ისლამურ სახელმწიფოზე"

საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი, მუფთი ბეგლარ ქამაშიძე "კვირის პალიტრასთან" საგანგებო განცხადებას აკეთებს:

- ტერორიზმი უმძიმესი დანაშაულია. წმინდა ყურანის მიხედვით, ერთი ადამიანის მოკვლა კაცობრიობის ამოწყვეტის ტოლფასია. ვინც ამას სჩადის, უარყოფს წმინდა­ ყურანის მოწოდებას, რის გამოც, ისლამური­ დოგმატის თანა­ხმად, ურწმუნოდ არის შერაცხილი. მის სულს სამუდამო ჯოჯოხეთი­ ელის.

აღმაშფოთებელია, როცა ტერორიზმს ისლამს მიაწერენ. ჭეშმარიტი მუსლიმი ვერ იქნება ტერორისტი, რადგან შუამავალი­ მუჰამედი მშვიდ­ობასა და სიყვარულს ქადაგებს.­ ვიღაცები ცდილობენ, ისლა­მის სახელს ამოეფარონ, რათა მუსლიმი­ ტერორისტად წარმოჩნდეს, ისლამოფობია­ ჩამოყალიბდეს და საზოგადოებაში სიძუ­ლვილი გაჩნდეს, ეს კი, საბოლოოდ, მსოფლ­იოს დააზარალებს. თუკი ამა თუ იმ რჯ­ულ­ის მიმდევარი დანაშაულს სჩადის თუნდაც თავისი ღმერთის სახელით, არ ნიშნავს, რომ ეს რელიგია ტერორიზმს ქადაგებს.

უნდა მოვერიდოთ რელიგიური საკით­ხებით თამაშს, ეს ძალიან სახიფათოა, რადგან საქმე ადამიანის სულიერებას ეხება.

ამბობენ, რომ კამიკაძემ, რომ­ელმაც საკუთარი და სხვების სიცოცხლე ხელყო, ტერაქტამდე "ალლაჰ აქბარ" დაიძახა... ის მკვლელია, რომელმაც უმძიმესი ცოდვა საკუთარ თავზე აიღო. ამ შეძახილში ფიგ­ურირებს სიტ­ყვები - "მოწყალე" და "მწყალ­ობელი". განა შეიძლება "მოწყალესა" და "მწყალობ­ელს" წარმოთქვამდე და ადამიანს კლავდე?!

- საზოგადოების ნაწილი მსჯელობს, რატომ­ უშვებს ისლამი­ ჯიჰადს. მათ ყურანიდან ამონარიდიც მოჰყავთ:­ "დახოცეთ ურჯულოები, თუ არ მოექცევიან, ან არ გადაიხდიან ჯიზიას. მოკალი ურჯულო­ და 72 ქალწულს მიიღებ სამოთხეში".­

- ყურანის ასე პირდაპირ გაგება არ შეიძლება. ყურანის ყველა აიათს აქვს თავისი განმარტება და წინა პირობა...

ისლამი­ ნებას არ რთავს ცალკეულ დაჯგ­უფებას, ინდივიდუალურად გამოაცხადოს ჯიჰადი, თანაც - საბრძოლო ფორმით. ჯიჰადს სახელმწიფო აცხადებს მაშინ, როცა საფრთხე ქვეყნის ტერიტორიულ მთლია­ნობას და აღმსარებლობას ემუქრება. ალაჰი გიკრძალავს იმ ხალხთან მეგობრობას, ვინც რჯულის გამო გეომება და გაძევებს­ სამშობლოდან. ვინც ასეთ ხალხს დაუმე­გ­ობრდება, თვითონ არის ცოდვილი.

მართლმადიდებელ ქრისტი­ანებს­ შევახსენებ - რუსეთი და საქართველო ერთმო­რწმუნე სახელმწიფოებია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია რუს­ეთისთვის, საქართველოში დაპყრობი­თი­ ომები ეწარმოებინა. უდანაშაულო ადამიანების დახოცვა, სახლებიდან­ აყრა არან­აკლები ცოდვაა, ვიდრე ტერორიზმი. მსოფლიო ერთ მუშტად ჯერ კიდევ მაშინ უნდა შეკრულიყო, როცა სირიაში ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს­ უმოწყალოდ ხოცავდნენ. ამ სის­ასტიკეს პასუხი უნდა გასცემოდა!

იმ პერიფრაზს კი, რაც თქვენ მოიყვანეთ, თავისი განმარტება აქვს. ამას უძღოდა­ ურწმუნოებსა და მუსლიმებს შორის შეთანხმება, რათა მომავალში მათ შორის პრობლემები არ ყოფილიყო, მაგრამ ურწმუნოებმა შეთანხმება დაარღვიეს... ამიტომ არ შეიძლება ყურანიდან პირდაპირ რაღაცის თარგმნა, ცალსახად აღქმა და არასწორი ინტერპრეტაცია...

ზოგმა ისიც კი მკითხა, ყურანი ქრისტიანსა და ებრაელთან მეზობლობას ხომ არ კრძალავსო? ყურანი სხვა აღმსარებლობის ხალხთან არც მეზობლობას, არც ვაჭრობას და არც ურთიერთობას არ კრძალავს...­ შუამავალი მუჰამედი ურწმუნოს არ დაწყევ­ლიდა, მის სახელზე ლოცვას აღავლენდა­ და ღმერთს მის ჭეშმარიტ გზაზე დაყენებას­ სთხოვდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ყვე­ლაფერს საეჭვოს მიზანმიმართულად ხდიან.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია