სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შესაძლებელია წყალდიდობებისა და ხანძრების პრევენცია?! - როგორ შეიძლება იქცეს ქართული ტყე მსოფლიო ბრენდად?
შესაძლებელია წყალდიდობებისა და ხანძრების პრევენცია?! - როგორ შეიძლება იქცეს ქართული ტყე მსოფლიო ბრენდად?

ის­რა­ე­ლის კომ­პა­ნია J GROUP Global (JGG) სა­ქარ­თვე­ლოს ტყე­ე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად უპ­რე­ცენ­დენ­ტო მას­შტა­ბის პრო­ექტს იწყებს. იგეგ­მე­ბა ქარ­თუ­ლი ტყის მსოფ­ლიო ბრენ­დად ქცე­ვა. პრო­ექ­ტში ის­რა­ე­ლის სამი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი ეკო სის­ტე­მის აღ­დგე­ნის გარ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვა­ზე იმუ­შა­ვე­ბენ, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი წყალ­დი­დო­ბე­ბის წი­ნას­წარ დად­გე­ნა და მისი პრე­ვენ­ცია, ასე­ვე ტყე­ებ­ში ხან­ძრე­ბის გა­ჩე­ნის პრე­ვენ­ცია. "კვი­რის პა­ლიტ­რას " აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის დე­ტა­ლებ­ზე J GROUP Global (JGG)ის კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ექ­სპერ­ტი, თე­ლა­ვი­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი ალექ­სან­დრე ზო­გა­სი ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ესა­უბ­რა.

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რა­ზე ვი­ყა­ვით და ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ტყე­ე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით. სა­ქარ­თვე­ლოს ტყე­ე­ბი წარ­მო­ად­გენს ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ცხელ წერ­ტილს, რო­მელ­საც მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტყე­ებ­ში სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა. ტყე­ე­ბის ეკო­სის­ტე­მის მთლი­ა­ნი დეგ­რა­და­ცია მი­დის, ამას ემა­ტე­ბა ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მაა, უკა­ნო­ნო ჭრა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ უნი­კა­ლურ და უიშ­ვი­ა­თეს ხის ჯი­შებს ანად­გუ­რებს. ეკო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მო­სად­მი მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სამ­წუ­ხა­როდ გულ­გრი­ლია. ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის სა­პატ­რი­არ­ქოს­თან, გა­რე­მოს­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, შევ­თან­ხმდით, რომ ავა­ღორ­ძი­ნოთ ქარ­თუ­ლი ტყე­ე­ბი. ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ის­რა­ე­ლის სამი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებთნ ერ­თად. ქარ­თუ­ლი ნი­ა­და­გე­ბის ხე­ე­ბის ჯი­შე­ბის და მისი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მეც­ნი­ე­რუ­ლი შეს­წავ­ლა და მისი აღ­დგე­ნა მოხ­დე­ბა.

- რამ გა­მო­იწ­ვია ტყე­ე­ბის ეკო­სის­ტე­მის დეგ­რა­და­ცია, ხე­ე­ბის და­ავ­დე­ბა და ნი­ა­და­გის ერო­ზია?

- ორი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზია. ერთ-ერთი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბაა. ძი­რი­თა­დად უფრო ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რის გამო და­ი­წყო ტყე­ე­ბის დეგ­რა­და­ცია. სხვა ფაქ­ტო­რე­ბიც არის. ამ ეტაპ­ზე ზუს­ტად არ შეგ­ვიძ­ლია მი­ზე­ზის დად­გე­ნა. ამი­ტომ არის კვლე­ვე­ბი სა­ჭი­რო. ის­რა­ე­ლის სამი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა.

- ეს ეხე­ბა მხო­ლოდ ტყე­ებს, თუ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ნი­ა­და­გე­ბის შეს­წავ­ლაც მოხ­დე­ბა?

- ამ ფონ­დის მიზ­ნობ­რი­ო­ბა პირ­ველ ეტაპ­ზე მხო­ლოდ სა­ტყეო სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბა­ზე ზრუნ­ვაა. ის­რა­ელ­ში არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც თა­ვი­დან აღ­დგა ტყე­ე­ბი. ახ­ლი­დან გა­ვა­შე­ნეთ. ამ პრო­ცეს­ში ჩვე­ნი ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვა. უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვა ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის პო­ლი­ტი­კაა. გვაქვს ისე­თი ტექ­ნო­ლო­გია, რომ­ლის და­ნერგვის შემ­თხვე­ვა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ხან­ძრე­ბის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ შე­ტყო­ბი­ნე­ბის გაგ­ზავ­ნა შე­უძ­ლია. ხან­ძრე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ზი­ან­დე­ბა არა მხო­ლოდ ტყე, არა­მედ სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო ნი­ა­და­გე­ბიც, რაც დიდ ზა­რალს აყე­ნებს ასე­ვე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ ტყეს­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­და­ფა­სე­ბა მო­ახ­დი­ნოს. ქარ­თულ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში რა­საც ჩვენ ვხე­დავთ, ეს არის მხო­ლოდ

ეკო­ნო­მი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მო­ჭე­რი გათ­ბი, ან გა­და­ა­მუ­შა­ვე.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შესაძლებელია წყალდიდობებისა და ხანძრების პრევენცია?! - როგორ შეიძლება იქცეს ქართული ტყე მსოფლიო ბრენდად?

შესაძლებელია წყალდიდობებისა და ხანძრების პრევენცია?! - როგორ შეიძლება იქცეს ქართული ტყე მსოფლიო ბრენდად?

ისრაელის კომპანია J GROUP Global (JGG) საქართველოს ტყეების გადასარჩენად უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტს იწყებს. იგეგმება ქართული ტყის მსოფლიო ბრენდად ქცევა. პროექტში ისრაელის სამი უნივერსიტეტის მეცნიერები ჩაერთვებიან, რომლებიც ქართული ეკო სისტემის აღდგენის გარდა, საქართველოში ისეთი უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზე იმუშავებენ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება მოსალოდნელი წყალდიდობების წინასწარ დადგენა და მისი პრევენცია, ასევე ტყეებში ხანძრების გაჩენის პრევენცია. "კვირის პალიტრას " აღნიშნული პროექტის დეტალებზე J GROUP Global (JGG)ის კვლევისა და განვითარების ექსპერტი, თელავივის უნივერსიტეტის მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრე ზოგასი ექსკლუზიურ ინტერვიუში ესაუბრა.

- რამდენიმე თვის წინ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრაზე ვიყავით და ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოს ტყეებით დავინტერესდით. საქართველოს ტყეები წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს, რომელსაც მსოფლიო მნიშვნელობა აქვს. აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოს ტყეებში სავალალო მდგომარეობაა. ტყეების ეკოსისტემის მთლიანი დეგრადაცია მიდის, ამას ემატება ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, უკანონო ჭრა, რომელიც საქართველოში არსებულ უნიკალურ და უიშვიათეს ხის ჯიშებს ანადგურებს. ეკოლოგიური გარემოსადმი მოსახლეობის დამოკიდებულება სამწუხაროდ გულგრილია. ჩვენი კომპანიის საპატრიარქოსთან, გარემოსდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, შევთანხმდით, რომ ავაღორძინოთ ქართული ტყეები. ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებს ისრაელის სამი უნივერსიტეტის მეცნიერები და შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტებთნ ერთად. ქართული ნიადაგების ხეების ჯიშების და მისი დაავადებების მეცნიერული შესწავლა და მისი აღდგენა მოხდება.

- რამ გამოიწვია ტყეების ეკოსისტემის დეგრადაცია, ხეების დაავდება და ნიადაგის ეროზია?

- ორი ძირითადი მიზეზია. ერთ-ერთი კლიმატის ცვლილებაა. ძირითადად უფრო ადამიანური ფაქტორის გამო დაიწყო ტყეების დეგრადაცია. სხვა ფაქტორებიც არის. ამ ეტაპზე ზუსტად არ შეგვიძლია მიზეზის დადგენა. ამიტომ არის კვლევები საჭირო. ისრაელის სამი უნივერსიტეტის პროფესორების ხელმძღვანელობით და უახლესი ტექნოლოგიებით სერიოზული სამეცნიერო კვლევები ჩატარდება.

- ეს ეხება მხოლოდ ტყეებს, თუ სოფლის მეურნეობის ნიადაგების შესწავლაც მოხდება?

- ამ ფონდის მიზნობრიობა პირველ ეტაპზე მხოლოდ სატყეო სისტემის გაჯანსაღებაზე ზრუნვაა. ისრაელში არის ადგილები, სადაც თავიდან აღდგა ტყეები. ახლიდან გავაშენეთ. ამ პროცესში ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება იყო უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვა. უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩვენი კომპანიის პოლიტიკაა. გვაქვს ისეთი ტექნოლოგია, რომლის დანერგვის შემთხვევაში მოსალოდნელი ხანძრების შესახებ წინასწარ შეტყობინების გაგზავნა შეუძლია. ხანძრების შემთხვევაში, ზიანდება არა მხოლოდ ტყე, არამედ სასოფლო სამეურნეო ნიადაგებიც, რაც დიდ ზარალს აყენებს ასევე სოფლის მეურნეობას. პროექტის მიზანია ასევე, საქართველოს მოსახლეობამ ტყესთან დამოკიდებულების გადაფასება მოახდინოს. ქართულ მოსახლეობაში რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის მხოლოდ

ეკონომიკური დამოკიდებულება, მოჭერი გათბი, ან გადაამუშავე.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია