რა მოხდება თუ ონლაინსესხს არ გადავიხდით?

რა მოხდება თუ ონლაინსესხს არ გადავიხდით?

საქართველოში უამრავი საკრედიტო ორგანიზაციაა, მათი ნაწილი სესხს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ მეთოდით გასცემს. რა საშიშროებას უნდა ველოდოთ თუ ამ სესხს არ დავფარავთ, რა ბერკეტები აქვთ ონლაინ კრედიტორებს ჩვენ წინააღმდეგ, ამის შესახებ bpn.ge არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების ექსპერტ დავით კიკვიძეს ესაუბრა.

საქართველოში უამრავი საკრედიტო ორგანიზაციაა, მათი ნაწილი სესხს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ მეთოდით გასცემს. რა საშიშროებას უნდა ველოდოთ თუ ამ სესხს არ დავფარავთ, რა ბერკეტები აქვთ ონლაინ კრედიტორებს ჩვენ წინააღმდეგ, ამის შესახებ bpn.ge არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების ექსპერტ დავით კიკვიძეს ესაუბრა.

დავით კიკვიძე: პირველი და ალბათ პრიმიტიული შედეგი, რაც აუცილებლად დადგება თუ სესხს არ დავფარავთ, არის ის, რომ ჩვენ მოვხვდებით ე.წ. კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში ნეგატიური ჩანაწერით. ანუ მარტივ ენაზე, რომ ვთქვათ, შავ სიაში და ეს ჩვენი საკრედიტო ისტორიის პირველი სტადია იქნება. ონლაინ სესხების ორგანიზაციებიც სესხის გაცემის დროს, ჩვეულებრივად სარგებლობენ კანონმდებლობით, რომელიც არეგულირებს მოვალესა და კრედიტორის ურთიერთობას. ეს სტანდარტული ხელშეკრულების პირობებია, მასში გათვალისწინებულია ყველა ბერკეტი, რომლის საფუძველზეც კრედიტორს შეუძლია მოვალეს მოსთხოვოს ვალდებულებების დაფარვა. ონლინმსესხებლები თავდაპირველად ცდილობენ საკუთარი, პრობლემური სესხების სამსახურის მეშვეობით დააფარინონ კლიენტს მიმდინარე ვალდებულებები. მეორე ეტაპზე უკვე გარე კოლექტორებთან, ანუ გარე ამომღებ ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ (ამ ტიპის ორგანიზაციები საქართველოში საკმაოდ ბევრია და ისინი სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტს ემსახურებიან). საბოლოო ჯამში, თუ არც ერთმა და არც მეორე ხერხმა არ იმოქმედა და მსესხებელმა ვალდებულება არ გაისტუმრა, ონლინ მსესხებელს, როგორც კრედიტორს უფლება აქვს უკვე სასამართლოს გზით მოითხოვოს აღნიშნული ვალდებულების გასტუმრება. შესაბამისად სასამართლოს კანონი ავალდებულებს, რომ თუ სასესხო ხელშეკრულება არის სათანადოდ გაფორმებული, მის საფუძველზე მევალეს დააკისროს ვალის დაფარვა და აღნიშნულის კონტროლს ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

- როდესაც საუბარია ონლაინ სესხზე, აქვს თუ არა ასეთ შემთხვევაში დადებულ ხელშეკრულებას ფიზიკური და ხელმოწერილის სახე?

- რადგანაც ონლაინ სესხთან გვაქვს საქმე, დადებულ ხელშეკრულებას არა აქვს ფიზიკური აღწერილობა ანუ მატერიალური, ფურცელზე დაწერილი და ხელმოწერილი სახე, თუმცა როდესაც მსესხებელი ინტერნეტის მეშვეობით ავსებს განაცხადს და ითხოვს სესხს, იქ არის სპეციალური პირობა, რომელიც უნდა მონიშნოს. მასში მითითებულია, რომ მსესხებელი გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების პირობებს, ეს უკვე ნიშნავსხელშეკრულების გაფორმებას, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით. რეალურად შეიძლება აღნიშნულს არ გააჩნია ფიზიკური ფორმა - ხელმოწერით დადასტურებული, თუმცა, რადგანაც ეს არის ინტერნეტით შედგენილი ხელშეკრულება, მას ჩვეულებრივი იურიდიული ძალა აქვს და სწორეს მისსაფუძველზე მოქმედებენ ონლაინ მსესხებლები.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია