სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნანკა კალატოზიშვილი - "სისულელეა სიყვარულის ახსნა, სიყვარულს უნდა გრძნობდე"
ნანკა კალატოზიშვილი - "სისულელეა სიყვარულის ახსნა, სიყვარულს უნდა გრძნობდე"

მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შვილს, და­ნის ემო­ცი­ურ პოსტს უძღვნის:

"ღა­მის ორ სა­ათ­ზე, მე­ძა­ხის დანი, შევრბი­ვარ და ამ დროს სძი­ნავს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ან ვე­სიზ­მრე­ბი, ან ვჭირ­დე­ბი იქ, სა­დაც ძილ­ში მოგ­ზა­უ­რობს. არ ვაღ­ვი­ძებ, ერ­თა­დერ­თი, სი­ახ­ლო­ვეს მო­ფე­რე­ბით ვაგ­რძნო­ბი­ნებ და ძა­ლი­ან მინ­და, ამ შეგ­რძნე­ბით სიზ­მარ­შიც და­მი­ნა­ხოს და დამ­შვიდ­დეს. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რას ხე­დავს, რა ესიზ­მრე­ბა.

ყო­ველ დღე მის შეც­ნო­ბა­ში ვარ და სიზ­მრე­ბით ალ­ბათ, კი­დევ უფრო კარ­გად გა­ვიც­ნობ­დი მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სამ­ყა­როს მი­მართ.

უცებ თა­ვი­სით ეღ­ვი­ძე­ბა, მხე­დავს და ისე უხა­რია, რომ ამ ღი­მილ­ზე გავცვლი­დი ყვე­ლა­ფერს, მი­ხუ­ტებს და მე­ფე­რე­ბა სა­ხე­ზე. მერე ისევ დე­დას ძა­ხი­ლით იძი­ნებს ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი.

სა­ერ­თოდ ვერ ვხვდე­ბი, რო­გორ უნდა გა­მოვ­ხა­ტო ემო­ცია, რო­მე­ლიც და­ნის და­ნახ­ვა­ზე, ან მას­ზე ფიქ­რით და მისი ხსე­ნე­ბის დროს მე­უფ­ლე­ბა. სი­სუ­ლე­ლეა სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნა, სიყ­ვა­რულს უნდა გრძნობ­დე და სი­ტყვე­ბი ამ დროს მხო­ლოდ აქ­სე­სუ­ა­რია. კინგ და­ნი­უს…", - წერს ნან­კა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ნანკა კალატოზიშვილი - "სისულელეა სიყვარულის ახსნა, სიყვარულს უნდა გრძნობდე"

ნანკა კალატოზიშვილი - "სისულელეა სიყვარულის ახსნა, სიყვარულს უნდა გრძნობდე"

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში შვილს, დანის ემოციურ პოსტს უძღვნის:

"ღამის ორ საათზე, მეძახის დანი, შევრბივარ და ამ დროს სძინავს. სავარაუდოდ, ან ვესიზმრები, ან ვჭირდები იქ, სადაც ძილში მოგზაურობს. არ ვაღვიძებ, ერთადერთი, სიახლოვეს მოფერებით ვაგრძნობინებ და ძალიან მინდა, ამ შეგრძნებით სიზმარშიც დამინახოს და დამშვიდდეს. ყველაფერთან ერთად, ძალიან მაინტერესებს, რას ხედავს, რა ესიზმრება.

ყოველ დღე მის შეცნობაში ვარ და სიზმრებით ალბათ, კიდევ უფრო კარგად გავიცნობდი მის დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ.

უცებ თავისით ეღვიძება, მხედავს და ისე უხარია, რომ ამ ღიმილზე გავცვლიდი ყველაფერს, მიხუტებს და მეფერება სახეზე. მერე ისევ დედას ძახილით იძინებს ჩახუტებული.

საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ უნდა გამოვხატო ემოცია, რომელიც დანის დანახვაზე, ან მასზე ფიქრით და მისი ხსენების დროს მეუფლება. სისულელეა სიყვარულის ახსნა, სიყვარულს უნდა გრძნობდე და სიტყვები ამ დროს მხოლოდ აქსესუარია. კინგ დანიუს…", - წერს ნანკა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს