მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მატარებლის რეისები

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მატარებლის რეისები

ევროპაში მატარებელი ქალაქიდან ქალაქში გადაადგილების ერთ-ერთი სწრაფი და კომფორტული საშუალებაა. სწორედ ამიტომ ბევრი ადამიანისთვის მატარებელში გატარებული საათები დაუვიწყარია.

გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული და მდიდრული მატარებლის რეისების ჩამონათვალს აქვეყნებს.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული რეისის ბილეთი 5 000-დან 10 000 დოლარამდე ღირს. მატარებელი სამხრეთ აფრიკიდან ტანზანიაში მიმავალ მგზავრებს ემსახურება

ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მატარებელი The Belmond Royal Scotsman არის, რომელიც შოტლანდიის მასშტაბით ასრულებს რეისებს. ყველაზე იაფი ბილეთი 1 350 დოლარი ღირს. თუმცა, როგორც წესი ბილეთების ფასი 5 000-დან 13 000 დოლარამდე მერყეობს.

2 000-დან 9 000 დოლარამდე დაგიჯდებათ მოგზაურობა, რომ The Eastern&Oriental Express-ის გადაწყვეტთ მგზავრობას. მატარებელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე ასრულებს რეისებს.

იგივე ფასად - 2 000-დან 9 000 დოლარად შეიძენთ ბილეთს The Venice Simplon-Orient Express-ზე. მატარებელი ლონდონი, ვენეცია, სტამბოლისა და სხვა რამდენიმე ქალაქში გადაადგილდება.

სულ რაღაც 600-დან 1000 დოლარამდე თანხის გადახდა უწევთ მოსკოვიდან პეკინში ან ვლადივოსტოკში მიმავალ მგზავრებს. მატარებელში მგზავრები ერთ კვირას ატარებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია