ვენსან კასელთან განქორწინების შემდეგ, მონიკა ბელუჩი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოს შვილებს: 11 წლის დევასა და 5 წლის ლეონის.
"ერთი პერიოდი დევას ეგონა, რომ არსად ვმუშაობდი, რადგან სულ მათთან ვიყავი. იგი მეუბნებოდა: "დედიკო, რა კარგია, რომ არ მუშაობ! ჩვენ სულ ვმოგზაურობთ, ვცხოვრობთ ლამაზ სასტუმროებში". დევამ 4 ენა იცის: იტალიური, ფრანგული, ინგლისური და პორტუგალიური. ეს ყველაფერი ჩვენი ხშირი მოგზაურობის დამსახურებაა", – ამბობს მონიკა ბელუჩი.
მონიკა გოგონებთან ერთად ხშირად სტუმრობს მშობლიურ იტალიას, ასევე ბრაზილიას, სადაც საკუთარი სახლი აქვს და პარიზს, სადაც ვენსან კასელი ცხოვრობს. დევა და ლეონი სიამოვნებით ურთიერთობენ მამასთან, რასაც მონიკა არ ეწინააღმდეგება. "ჩვენ ხომ მეგობრულად, სკანდალების გარეშე დავშორდით" – აღნიშნავს მსახიობი.