რა ვიცით ფრანგ ჯიჰადისტზე, რომელმაც პარიზის ტერაქტების შემდეგ აუდიომიმართვა გაავრცელა

რა ვიცით ფრანგ ჯიჰადისტზე, რომელმაც პარიზის ტერაქტების შემდეგ აუდიომიმართვა გაავრცელა

ფრანგი ჯიჰადისტი, რომელმაც პარიზის ტერაქტების შემდეგ აუდიომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ თავდასხმები "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა - იდენტიფიცირებულია.

როგორც წყარომ სამართალდამცავი ორგანოებიდან გამოცემა "ლე ფიგაროს" განუცხადა, ის სავარაუდოდ, სირიაში მყოფი 36 წლის ფაბიან კლენია.

საფრანგეთის მკვიდრი, კლენი ბოლო წლებში ტულუზაში ცხოვრობდა. ის 2012 წელს, საფრანგეთში მოკლული რადიკალის, მუჰამედ მერას ახლობელი იყო.

2009 წელს კლენს ხუთწლიანი პატიმრობა ჯიჰადისტური ქსელის შექმნისთვის მიესაჯა. სასჯელის მოხდის შემდეგ ის ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა