"ნიჭიერის" სცენაზე სეუს მოცეკვავეთა ჯგუფმა "კრეატივმა" მათი თქმით, ორიგინალური ქორეოგრაფიული ნომერი წარმოადგინა. გოგონებმა რიტმული მოძრაობით "რეზინობანას" პრინციპით შექმნილ დაბკოლებებში გავლა მოახერხეს. ნომრის გამეორება ჟიურის წევრებმა: რუსკა მაყაშვილმა და ნიკა გვარამიამ სცადეს. რუსკას მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. რაც შეეხება, ნიკას, იგი პირველივე ცდაზე წაიქცა, თუმცა, წამოდგა და ბოლოს მაინც გამოუვიდა.