სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სუს-მა შესაძლოა ISIS-თან კავშირის გამო რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
სუს-მა შესაძლოა ISIS-თან კავშირის გამო რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

სუს-მა შე­საძ­ლოა ISIS-თან კავ­ში­რის გამო რამ­დე­ნი­მე პი­რის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყოს. რო­გორც "მა­ესტროს ფაქ­ტორ­ში" სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ლე­ვან იზო­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, ქარ­თულ ენა­ზე ISIS-ის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი არა­ერ­თი გვერ­დი არ­სე­ბობს, რა­ზეც გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ლე­ვან იზო­რი­ას თქმით, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის მიზ­ნით ასე­თი ვებ-გვერ­დე­ბის არ­სე­ბო­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ზან­შე­წო­ნი­ლიც იყო, თუმ­ცა მათი აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნით უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა­ვენ.

"გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვა­ტა­რებთ ოპე­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მათ შო­რის, აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის დად­გე­ნის თვალ­საზ­რი­სით; ვა­დევ­ნებთ თვალ­ყურს, თუ ვინ არის მისი აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, თუმ­ცა ახლო მო­მა­ვალ­ში ჩვენ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით წარვდგე­ბით სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე, რომ ასე­თი ვებ-გვერ­დე­ბის არ­სე­ბო­ბა აიკ­რძა­ლოს. გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლი იყო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, ერ­თგვა­რად მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იყო მისი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით არ­სე­ბო­ბა, რათა ჩვენ მეტი სა­ფუძ­ვე­ლი და სიმ­ტკი­ცე გვქო­ნო­და გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დად­გე­ნის თვალ­საზ­რი­სით. უკვე გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი, რომ გარ­კვე­ულ პი­როვ­ნე­ბებ­ზეც და­ვი­წყოთ დევ­ნა", - გა­ნა­ცხა­და იზო­რი­ამ.

ამას­თან, იგი არ აკონ­კრე­ტებს, იმარ­თე­ბა თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ვებ-გვერ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სუს-მა შესაძლოა ISIS-თან კავშირის გამო რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

სუს-მა შესაძლოა ISIS-თან კავშირის გამო რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

სუს-მა შესაძლოა ISIS-თან კავშირის გამო რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. როგორც "მაესტროს ფაქტორში" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ განაცხადა, ქართულ ენაზე ISIS-ის პროპაგანდისტული არაერთი გვერდი არსებობს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.

ლევან იზორიას თქმით, ოპერატიული ინფორმაციის შეგროვების მიზნით ასეთი ვებ-გვერდების არსებობა გარკვეული დროის განმავლობაში მიზანშეწონილიც იყო, თუმცა მათი აკრძალვის მოთხოვნით უახლოეს პერიოდში სასამართლოს მიმართავენ.

"გამოძიება დაწყებულია და ბუნებრივია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვატარებთ ოპერატიულ ღონისძიებებს, მათ შორის, აქტიური მომხმარებლების დადგენის თვალსაზრისით; ვადევნებთ თვალყურს, თუ ვინ არის მისი აქტიური მომხმარებელი, თუმცა ახლო მომავალში ჩვენ შუამდგომლობით წარვდგებით სასამართლოს წინაშე, რომ ასეთი ვებ-გვერდების არსებობა აიკრძალოს. გამოძიება დაწყებული იყო და ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ერთგვარად მიზანშეწონილი იყო მისი გარკვეული პერიოდით არსებობა, რათა ჩვენ მეტი საფუძველი და სიმტკიცე გვქონოდა გარკვეული ინფორმაციის დადგენის თვალსაზრისით. უკვე გვაქვს საფუძველი, რომ გარკვეულ პიროვნებებზეც დავიწყოთ დევნა", - განაცხადა იზორიამ.

ამასთან, იგი არ აკონკრეტებს, იმართება თუ არა აღნიშნული პროპაგანდისტული ვებ-გვერდები საქართველოდან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ