ბრიუსელში დაკავებული ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა პარიზის ტერაქტებთან იყვნენ კავშირში, შვიდამდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფედერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, შვიდივე ეჭვმიტანილი რამდენიმე რეიდის დროს ბრიუსელის მოლენბეკეს რაიონში დააკავეს.
"ზოგიერთი დაკავებული სასმართლოს წინაშე რამდენიმე საათში წარდგება. ბელგიის დედაქალაქში სამძებრო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება", - განაცხადეს სამართალდამცავებმა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი ორი პირი ბრიუსელში ცხოვრობდა.