სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ქუჩები ცარიელია, პარიზი ასეთი არ მინახავს" - როგორ იხსენებს ტერაქტის ღამეს პარიზში მცხოვრები ჯაბა ქარსელაძე
"ქუჩები ცარიელია, პარიზი ასეთი არ მინახავს" - როგორ იხსენებს ტერაქტის ღამეს პარიზში მცხოვრები ჯაბა ქარსელაძე

მომ­ღე­რა­ლი ჯაბა ქარ­სე­ლა­ძე 6 წე­ლია პა­რიზ­ში ცხოვ­რობს. სის­ხლი­ა­ნი ტე­რაქ­ტის ღა­მეს ის საფ­რან­გე­თის დე­და­ქალ­ქში იმ­ყო­ფე­ბო­და და ტე­რაქ­ტის ად­გილ­ზე მოხ­ვედ­რას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა. ბა­ტალ­კა­ნის თე­ატრს მომ­ღე­რა­ლი, უცხო­ელ მე­გობ­რებ­თან ერ­თად პა­რას­კევს ხში­რად სტუმ­რობს.

- პა­რას­კევს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ხში­რად გავ­დი­ვარ გა­სარ­თო­ბად, ბა­ტალ­კა­ნის თე­ატრსაც ვსტუმ­რობ. ად­გი­ლი, სა­დაც ტე­რაქ­ტი მოხ­და ფრან­გე­ბის­თვის და ტუ­რის­ტე­ბის­თვი­საც საყ­ვა­რე­ლი ლო­კა­ცი­აა, სა­დაც მუ­დამ ხალ­ხმრავ­ლო­ბაა, ამ პა­რას­კევს დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი და რა­ტომ­ღაც არ გა­ვე­დი მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­სარ­თო­ბად. ახლა კი ვხვდე­ბი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ბე­დის­წე­რაა. ძა­ლი­ან ცუდი შეგ­რძნე­ბაა, როცა სა­ღა­მოს სახ­ლში ბრუნ­დე­ბი, ტე­ლე­ვი­ზორს ჩარ­თავ და ხვდე­ბი, რო­გო­რი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და იქ, სა­დაც უამ­რავ ხალ­ხთან ერ­თად თა­ვა­დაც გი­წევს გა­და­ად­გი­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, პა­ნი­კის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, აქა­უ­რი არ­ხე­ბი ყვე­ლა­ფერს ეთერ­ში არ უშ­ვე­ბენ, სა­ნამ მდგო­მა­რე­ო­ბა ცოტა არ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა. მე­ო­რე დღეს რაც ვნა­ხე, შოკ­ში ჩავ­ვარ­დი. მტკივ­ნე­უ­ლი იყო ჩემ­თვის იმის გა­აზ­რე­ბა, რა გა­და­ი­ტა­ნა პა­რიზ­მა. დღეს ქუ­ჩე­ბი ცა­რი­ე­ლი იყო, პა­რი­ზი ასე­თი ცა­რი­ე­ლი არ მი­ნა­ხავს. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს იმ ქა­ლაქ­ში ვარ, სა­დაც ხალ­ხი არ ცხოვ­რობს. ეს იყო დე­მოკ­რა­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა, საფ­რან­გეთ­მა პირ­და­პირ გა­ი­ლაშ­ქრა სი­რი­ა­ში ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ, რის სა­პა­სუ­ხოდ ასე­თი დარ­ტყმა მი­ი­ღო. რო­გორც აქა­უ­რი არ­ხე­ბი გად­მოს­ცე­მენ, ად­გილ­ზე ნა­პოვ­ნია სი­რი­ე­ლი კა­მი­კა­ძის პას­პორ­ტი. დე­მოკ­რა­ტი­ას სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს, შე­სა­ბა­მი­სად რთუ­ლია. აქა­უ­რი ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პრე­ზი­დენ­ტი ოლან­დი სა­დაც იყო, იქ მოხ­და აფეთ­ქე­ბა, თუმ­ცა შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა მისი ლიკ­ვი­და­ცია თა­ვი­დან აი­ცი­ლეს. კა­მი­კა­ძეს სტა­დი­ონ­ზე ჰქონ­და თა­ვის აფეთ­ქე­ბა და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ იქ ვერ მოხ­ვდა. ამ შემ­თხვე­ვა­ში მსხვერ­პლი გა­ცი­ლე­ბით დიდი იქ­ნე­ბო­და. ექ­სპერ­ტე­ბი ასე­ვე ამ­ბო­ბენ, იმა­საც, რომ ტე­რაქ­ტე­ბის თა­რი­ღი, ტე­რო­რის­ტებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­არ­ჩი­ეს, რად­გან თუ პა­რას­კევს, 13 რი­ცხვში მო­ა­წყო­ბენ სა­საკ­ლა­ოს ისი­ნი სა­მო­თხე­ში მოხ­ვდე­ბი­ან. უფრო მეტი ტე­რაქ­ტე­ბი იყო და­გეგ­მი­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო და­გეგ­მი­ლი, 6 ტე­რაქ­ტი მოხ­და.

- ახ­ლოს ცხოვ­რობთ ტე­რაქ­ტის ად­გილ­თან?

- არ ვცხოვ­რობ ახ­ლოს, მე მო­შო­რე­ბით, უფრო მშვიდ უბან­ში ვცხოვ­რობ, ტე­რო­რის­ტე­ბი კი ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ზე ატა­რე­ბენ აფეთ­ქე­ბებს, მათი მი­ზა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლონ. ქა­ლაქ­ში დიდი პა­ნი­კა იყო. კი­დევ არის აფეთ­ქე­ბე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მოგ­ვი­წო­დებს თავი შე­ვი­კა­ვოთ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ზე მის­ვლის­გან, აკ­რძა­ლუ­ლი გვაქვს მეტ­რო­თი მგზავ­რო­ბა. საფ­რან­გე­თი ტე­რო­რის­ტებ­მა წი­თელ სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ქვეყ­ნის დაზ­ვერ­ვა ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს ამ კუ­თხით. ცენ­ტრა­ლურ ად­გი­ლებ­ზე ცხოვ­რე­ბა სა­ში­შია, უკვე ყვე­ლას აკონ­ტრო­ლე­ბენ, ვინც ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­დის, მათ შო­რის ევ­რო­პე­ლებ­საც. ჩემი აზ­რით, მა­ნამ­დეც უნდა მომ­ხდა­რი­ყო ეს. საფ­რან­გე­თი ლი­ბე­რა­ლუ­რი ქვე­ყა­ნაა და მეტი მტე­რი ჰყავს. შორს არის ჩემი უბა­ნი და ეს უფრო მშვი­დია. ნერ­ვი­უ­ლო­ბას აზრი არ აქვს. მო­სახ­დე­ნი მოხ­დე­ბა.

- შენი ახ­ლობ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, ან რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ მანდ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ?

- სა­ელ­ჩო არ ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

- საფ­რან­გეთ­ში მე­ო­რე მას­შტა­ბუ­რი ტე­რაქ­ტი მოხ­და, ხომ არ ფიქ­რობთ, რომ სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­დახ­ვი­დეთ სა­ცხოვ­რებ­ლად?

- არ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა არაა იდე­ა­ლუ­რი, დიდ ქვე­ყა­ნა­ში უსაფრ­თხოდ ვერ იგ­რძნობ თავს. როცა დიდ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობ, უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რო, რომ უფრო მეტი საფრ­თხის წი­ნა­შე დგა­ხარ. ორი დღის წინ მო­მა­წო­დეს სტა­ტის­ტი­კა, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის დროს და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. აქ დღე­ში 10 კვდე­ბა ავ­ტო­ა­ვა­რი­ით. 110 კი ზი­ან­დე­ბა. უსაფრ­თხოდ ვერ ვგრძნობ თავს, მაგ­რამ მე ბე­დის­წე­რის მჯე­რა. თუ ის არის ჩემი ბედი, რომ ტე­რა­ტქს შე­ვე­წი­რო პა­რიზ­ში, ამას მე ვერ შევ­ცვლი. ალ­ბათ გვი­ღირს აქ ვი­ცხოვ­როთ რა­ღა­ცე­ბის გამო. ბევ­რი ში­შობს უკვე აქ, რომ ეს ტე­რაქ­ტე­ბი რე­ლი­გი­ურ ომში გა­და­იზ­რდე­ბა. აქ თუ არე­უ­ლო­ბა და­ი­წო მსოფ­ლი­ოს მო­ე­დე­ბა. მე ამის მე­ში­ნია და არა იმის, რომ ვცხოვ­რობ პა­რიზ­ში. მე არ­ცერ­თი რე­ლი­გი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვარ, აქ უამ­რა­ვი არა­ბი და მუს­ლი­მი ცხოვ­რობს. როცა "ჩარ­ლი ებ­დოს" ტე­რაქ­ტი მოხ­და, ჩემი არა­ბი მე­გობ­რე­ბი ძა­ლი­ან წუხ­დნენ ამის გამო, ამ­ბობ­დნენ ჩვენს შვილს რო­გორ ვუ­თხრათ მუს­ლი­მა­ნურ რე­ლი­გი­ას მიყ­ვე­სო. კა­ცის კვლას არ­ცერ­თი რე­ლი­გია არ ქა­და­გებს. ეს რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლას გა­მარ­თლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს. ვინც ნორ­მა­ლუ­რად აზ­როვ­ნებს, ასე არ ფიქ­რობს. სამ­წუ­ხა­როა, ამას ხალ­ხი რომ ეწი­რე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა რომ არ მოგ­წონს, ამის გამო მსგავ­სი სი­სას­ტი­კის ჩა­დე­ნა უსა­მარ­თლო­ბაა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ქუჩები ცარიელია, პარიზი ასეთი არ მინახავს" - როგორ იხსენებს ტერაქტის ღამეს პარიზში მცხოვრები ჯაბა ქარსელაძე

"ქუჩები ცარიელია, პარიზი ასეთი არ მინახავს" - როგორ იხსენებს ტერაქტის ღამეს პარიზში მცხოვრები ჯაბა ქარსელაძე

მომღერალი ჯაბა ქარსელაძე 6 წელია პარიზში ცხოვრობს. სისხლიანი ტერაქტის ღამეს ის საფრანგეთის დედაქალქში იმყოფებოდა და ტერაქტის ადგილზე მოხვედრას სასწაულებრივად გადაურჩა. ბატალკანის თეატრს მომღერალი, უცხოელ მეგობრებთან ერთად პარასკევს ხშირად სტუმრობს.

- პარასკევს მეგობრებთან ერთად ხშირად გავდივარ გასართობად, ბატალკანის თეატრსაც ვსტუმრობ. ადგილი, სადაც ტერაქტი მოხდა ფრანგებისთვის და ტურისტებისთვისაც საყვარელი ლოკაციაა, სადაც მუდამ ხალხმრავლობაა, ამ პარასკევს დაღლილი ვიყავი და რატომღაც არ გავედი მეგობრებთან ერთად გასართობად. ახლა კი ვხვდები, რომ ყველაფერი ბედისწერაა. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა საღამოს სახლში ბრუნდები, ტელევიზორს ჩართავ და ხვდები, როგორი უბედურება დატრიალდა იქ, სადაც უამრავ ხალხთან ერთად თავადაც გიწევს გადაადგილება. საქართველოსგან განსხვავებით, პანიკის თავიდან არიდების მიზნით, აქაური არხები ყველაფერს ეთერში არ უშვებენ, სანამ მდგომარეობა ცოტა არ დასტაბილურდება. მეორე დღეს რაც ვნახე, შოკში ჩავვარდი. მტკივნეული იყო ჩემთვის იმის გააზრება, რა გადაიტანა პარიზმა. დღეს ქუჩები ცარიელი იყო, პარიზი ასეთი ცარიელი არ მინახავს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს იმ ქალაქში ვარ, სადაც ხალხი არ ცხოვრობს. ეს იყო დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, საფრანგეთმა პირდაპირ გაილაშქრა სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ, რის საპასუხოდ ასეთი დარტყმა მიიღო. როგორც აქაური არხები გადმოსცემენ, ადგილზე ნაპოვნია სირიელი კამიკაძის პასპორტი. დემოკრატიას სირთულეები ახლავს, შესაბამისად რთულია. აქაური ექსპერტები ამბობენ, რომ პრეზიდენტი ოლანდი სადაც იყო, იქ მოხდა აფეთქება, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა მისი ლიკვიდაცია თავიდან აიცილეს. კამიკაძეს სტადიონზე ჰქონდა თავის აფეთქება დაგეგმილი, მაგრამ იქ ვერ მოხვდა. ამ შემთხვევაში მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა. ექსპერტები ასევე ამბობენ, იმასაც, რომ ტერაქტების თარიღი, ტერორისტებმა სპეციალურად შეარჩიეს, რადგან თუ პარასკევს, 13 რიცხვში მოაწყობენ სასაკლაოს ისინი სამოთხეში მოხვდებიან. უფრო მეტი ტერაქტები იყო დაგეგმილი. საბედნიეროდ ხელისუფლება ძლიერი აღმოჩნდა. ყველაფერი კარგად იყო დაგეგმილი, 6 ტერაქტი მოხდა.

- ახლოს ცხოვრობთ ტერაქტის ადგილთან?

- არ ვცხოვრობ ახლოს, მე მოშორებით, უფრო მშვიდ უბანში ვცხოვრობ, ტერორისტები კი ხალხმრავალ ადგილებზე ატარებენ აფეთქებებს, მათი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლონ. ქალაქში დიდი პანიკა იყო. კიდევ არის აფეთქებების საშიშროება, ხელისუფლება მოგვიწოდებს თავი შევიკავოთ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან, აკრძალული გვაქვს მეტროთი მგზავრობა. საფრანგეთი ტერორისტებმა წითელ სიაში შეიყვანეს, მაგრამ ქვეყნის დაზვერვა ეფექტურად მუშაობს ამ კუთხით. ცენტრალურ ადგილებზე ცხოვრება საშიშია, უკვე ყველას აკონტროლებენ, ვინც ქვეყანაში შემოდის, მათ შორის ევროპელებსაც. ჩემი აზრით, მანამდეც უნდა მომხდარიყო ეს. საფრანგეთი ლიბერალური ქვეყანაა და მეტი მტერი ჰყავს. შორს არის ჩემი უბანი და ეს უფრო მშვიდია. ნერვიულობას აზრი არ აქვს. მოსახდენი მოხდება.

- შენი ახლობლები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, ან რა ინფორმაცია გაქვთ მანდ მცხოვრები ქართველების შესახებ?

- საელჩო არ ავრცელებს ინფორმაციას დაშავებულების შესახებ.

- საფრანგეთში მეორე მასშტაბური ტერაქტი მოხდა, ხომ არ ფიქრობთ, რომ სხვა ქვეყანაში გადახვიდეთ საცხოვრებლად?

- არცერთი ქვეყანა არაა იდეალური, დიდ ქვეყანაში უსაფრთხოდ ვერ იგრძნობ თავს. როცა დიდ ქალაქში ცხოვრობ, უნდა გააცნობიერო, რომ უფრო მეტი საფრთხის წინაშე დგახარ. ორი დღის წინ მომაწოდეს სტატისტიკა, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაშავებულების შესახებ. აქ დღეში 10 კვდება ავტოავარიით. 110 კი ზიანდება. უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ თავს, მაგრამ მე ბედისწერის მჯერა. თუ ის არის ჩემი ბედი, რომ ტერატქს შევეწირო პარიზში, ამას მე ვერ შევცვლი. ალბათ გვიღირს აქ ვიცხოვროთ რაღაცების გამო. ბევრი შიშობს უკვე აქ, რომ ეს ტერაქტები რელიგიურ ომში გადაიზრდება. აქ თუ არეულობა დაიწო მსოფლიოს მოედება. მე ამის მეშინია და არა იმის, რომ ვცხოვრობ პარიზში. მე არცერთი რელიგიის წინააღმდეგი არ ვარ, აქ უამრავი არაბი და მუსლიმი ცხოვრობს. როცა "ჩარლი ებდოს" ტერაქტი მოხდა, ჩემი არაბი მეგობრები ძალიან წუხდნენ ამის გამო, ამბობდნენ ჩვენს შვილს როგორ ვუთხრათ მუსლიმანურ რელიგიას მიყვესო. კაცის კვლას არცერთი რელიგია არ ქადაგებს. ეს რადიკალური დაჯგუფებაა, რომელიც ადამიანის მოკვლას გამართლებულად მიიჩნევს. ვინც ნორმალურად აზროვნებს, ასე არ ფიქრობს. სამწუხაროა, ამას ხალხი რომ ეწირება. სახელმწიფო პოლიტიკა რომ არ მოგწონს, ამის გამო მსგავსი სისასტიკის ჩადენა უსამართლობაა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება