"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დავით ბერძენიშვილს "პოლიტიკური ხვრელი" უწოდა. როგორც ინაშვილმა განაცხადა, შუალედური არჩევნები საგარეჯოში გაყალბდა; მათი, როგორც სოლიდური პოლიტიკური პარტიის დაფინანსება ეჭვს არ ბადებს; დაცვით დადის, რადგან მან ამხილა წინა ხელისუფლება პატიმართა წამებაში და ბევრი მტერი გაიჩინა. ირმა ინაშვილის აზრით, მას დიდი წვლილი მიუძღვის სააკაშვილის ხელისუფლების ცვლილებაში. რაც შეეხება მის დამოკიდებულებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან, ინაშვილი აცხადებს, რომ მიესალმება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, თუმცა, რეალისტია და მას ამის არ სჯერა.