ახალგაზრდა ხევსური პოეტი, 24 წლის ირაკლი ჭინჭარაული 9 ნოემბერს მძიმე ავტოავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც მიიღო ქალა-ტვინის ურთულესი დაზიანება და ამჟამად დიღომში, რკინიგზის საავადმყოფოს (თბილისის ცენტრალური კლინიკა) რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ახლობლების თქმით, ირაკლის რეანიმაციაში გასაჩერებლად ყოველ დღე 1500 ლარამდე სჭირდება, ოჯახს თანხა არც ოპერაციისთვის აქვს.
თუთი თამაზაშვილი, ახლობელი:
”9 ნოემბერს, დილით, ავარიის შემდეგ ირაკლი გადაიყვანეს დიღომში, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოში, 5 საათამდე ველოდებოდით რეფლექსს, რომ გაგვეგო ჰქონდა თუ არა ოპერაციის გაკეთებას აზრი, 5 საათზე აამოძრავა მხარი, მერე ჩხვლეტაზეც ჰქონდა რეაქცია და ოპერაციაც დაიწყეს. იმის მერე მძიმე მდგომარეობაშია, ტვინი აქვს შეშუპებული, თავის ქალა ღია დატოვეს და ელოდებიან დაცხრომას, რომ თავის ქალა დახურონ. ახლა რომ დახურონ შეიძლება გაჟონვა მოხდეს და მერე უკვე ვეღარ უშველიან. მკურნალი ექიმის თქმით, ასეთ უგონო მდგომარეობაში კიდევ 10-14 დღე იქნება, ახლა ხელოვნურად აძინებენ იმიტომ, რომ რეალურად რომ გაიღვიძოს 99%-ით გული ტკივილს ვერ გაუძლებს. ამიტომ ხელოვნურად აძინებენ, თუ 10 დღე ამ დატვირთვას და აპარატს გულმა გაუძლო, ოპერაციასაც გააკეთებენ. სამწუხაროდ ოჯახს არ აქვს თანხა, ყოველ თეთრსაც მნიშვნელობა აქვს, ყოველდღიურად 1500 ლარამდე თანხაა საჭირო, ირაკლი დედისერთაა და ამხელა თანხები ოჯახს არ აქვს”.
ირაკლის დასახმარებლად ბანკში გახსნილია ანგარიში:
ანგარიშსწორების ანგარიში: GE02TB1821136512500017
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების დასახელება: თეონა არდოტელი