სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
13 რიცხვი, შავი კატა, ყვავის ჩხავილი თუ არცოდნა არცოდვაა?! - ცრურწმენა, რომელიც ცხოვრებას გვირთულებს
13 რიცხვი, შავი კატა, ყვავის ჩხავილი თუ არცოდნა არცოდვაა?! - ცრურწმენა, რომელიც ცხოვრებას გვირთულებს

ხალ­ხუ­რი რწმე­ნა-წარ­მოდ­გე­ნე­ბი მი­უ­ხე­და­ვად XXI სა­უ­კუ­ნი­სა, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პროგ­რე­სი­სა და ბევ­რი ეკ­ლე­სი­უ­რი ადა­მი­ა­ნი­სა, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში მა­ინც მყა­რად არის გამ­ჯდა­რი. იტყვი­ან ხოლ­მე - "არ­ცონ­და - არ­ცოდ­ვა­აო" და ამა თუ იმ ნათ­ქვამ­სა თუ ნა­მოქ­მე­დარ­ზე თავს და­იმ­შვი­დე­ბენ.

შე­საძ­ლოა, ასეც იყოს, მაგ­რამ რად­გა­ნაც საქ­მე ცოდ­ვას ეხე­ბა, ცხა­დია, ქრის­ტი­ა­ნულ რე­ლი­გი­ას ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სხვა მო­საზ­რე­ბა აქვს: ცოდ­ნით თუ უმეც­რე­ბით ჩა­დე­ნი­ლი ცოდ­ვე­ბი, სწო­რე­დაც ცოდ­ვად მი­იჩ­ნე­ვა, რად­გა­ნაც ადა­მი­ა­ნი ვალ­დე­ბუ­ლია, იცო­დეს და სა­შუ­ა­ლე­ბაც აქვს, სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა და­აგ­რო­ვოს, მაგ­რამ ამას არ ცდი­ლობს, რის გა­მოც ორ­მაგ ცოდ­ვა­ში ვარ­დე­ბა... ამ დროს ეკ­ლე­სია სა­ხა­რე­ბას იხ­მობს, - და­ის­ჯე­ბა ის მო­ნაც, რო­მელ­მაც არ იცო­და, თუმ­ცა მას­ზე ნაკ­ლე­ბად, ვინც იცო­და. ცოდ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­დე­ნი­ლია უცო­დინ­რო­ბით, მო­ნამ უნდა მო­ი­ნა­ნი­ოს...

13 რი­ცხვი

ამ­ბო­ბენ, 13 "თარ­სია"... არდა, მგო­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რი­ცხვია. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ამა თუ იმ სა­განს, მოვ­ლე­ნას მის­ტი­კურ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს, ში­შის გა­მომ­წვევ ობი­ექ­ტად აქ­ცევს, გა­მო­დის, იმ ყვე­ლა­ფერს აკერ­პებს, რა­ზეც რე­ლი­გია გვე­უბ­ნე­ბა, - ასე­თი გამ­კერ­პე­ბე­ლი, ბო­რო­ტი ძა­ლის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ხდე­ბა, ხოლო ქრის­ტი­ა­ნი, რო­მე­ლიც ღვთის მე­გო­ბა­რია და არა­ვის ემო­ნე­ბა, - ცრუ რწმე­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი.

"რაც გი­წე­რია - არ აგ­ცდე­ბა"

ეს გა­მოთ­ქმაც ბე­დის­წე­რის არ­სე­ბო­ბას ამ­ყა­რებს, რა­საც ეკ­ლე­სია მხარს არ უჭერს, რის­თვი­საც წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პირს მო­იხ­მო­ბენ ხოლ­მე: "არ არ­სე­ბობს სხვა იმ­დე­ნად უკურ­ნე­ბე­ლი სწავ­ლე­ბა, რო­გორც სწავ­ლე­ბა გან­გე­ბი­სა და ბე­დის­წე­რის შე­სა­ხებ. თუკი აუ­ცი­ლე­ბე­ლია მოხ­დეს ბე­დი­სა­გან გან­სა­ზღვრუ­ლი მა­ში­ნაც, რო­დე­საც ბე­ჯი­თად ვმუ­შა­ობთ და მა­ში­ნაც, რო­დე­საც გვძი­ნავს, ნუ შე­ა­ბამს უღელ­ში ხა­რებს მი­წათ­მოქ­მე­დი, ნუ გა­მო­ი­ტანს სახ­ნისს, ნუ გაჭ­რის კვალს, ნუ დას­თესს, ნუ ელის წლის ხელ­საყ­რელ დროს, ნუ იტანს სი­ცი­ვეს, ხან­გრძლივ წვი­მას, უბე­დუ­რე­ბებს და შრო­მას მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე, ნუ ლე­სავს ნამ­გალს და ნუ მკის და­თე­სილ პურს, ნუ ლეწს თავ­თავს, ნუ რგავს და ნუ ელის მცე­ნა­რე­ებს, - მო­ი­ცი­ლოს მი­წათ­მოქ­მე­დის ყვე­ლა ზრუნ­ვა, დაჯ­დეს სახ­ლში და იძი­ნოს: თუკი ყვე­ლა­ფე­რი ბე­დის­გან უეჭ­ვე­ლად აქვს და­ნიშ­ნუ­ლი, სი­კე­თე თა­ვი­სით მი­უ­ვა სახ­ლში... რა­ტომ არ გა­და­წყვეტთ ასე მოქ­ცე­ვას, თუკი მარ­თლაც გჯე­რათ ბე­დი­სა?.."

მა­ის­ში ქორ­წი­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა

ხალ­ხში მო­ა­რუ­ლი აზ­რია, რომ მა­ის­ში არ უნდა იქორ­წი­ნონ. ამი­ტო­მაც არის, რომ ამ თვეს ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი ქორ­წი­ლი იმარ­თე­ბა. ეს ამ­ბა­ვიც ცრურ­წმე­ნი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს.

თუ ამ შემ­თხვე­ვა­შიც ეკ­ლე­სი­ას და­ვე­კი­თხე­ბით, არც მას აქვს რა­ი­მე აკ­რძალ­ვა, მა­ის­ში ყვე­ლა ოჯა­ხის შექ­მნის მსურ­ველს სწე­რენ ჯვარს.

შე­საძ­ლოა, ეს ცრურ­წმე­ნა რუ­სუ­ლი ხალ­ხუ­რი ჩვე­უ­ლე­ბი­დან მო­დის, რა­საც გა­მოთ­ქმა - "ვ მაე ვენ­ჩატ­სია - ვსიუ ჟიზნ მა­ი­ატ­სია" ("მა­ი­სის ჯვრის­წე­რას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჯა­ხი­რი მოჰ­ყვე­ბაო") ამ­ყა­რებს... რუ­სუ­ლი გა­მოთ­ქმე­ბი­სა და სი­ტყვე­ბის გავ­ლე­ნა ჩვენს მე­ტყვე­ლე­ბა­სა და აზ­როვ­ნე­ბა­ში სამ­წუ­ხა­როდ, დღე­საც დი­დია, რა­საც სა­უ­კუ­ნე­ე­ბით ამ ერ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებ­და.

არც იმ წარ­მოდ­გე­ნას აქვს სა­ფუძ­ვე­ლი, რომ სახ­ლში შე­სულ­მა პა­ტარ­ძალ­მა თეფ­ში თუ არ და­ამ­ტვრია, ოჯა­ხი არ აე­წყო­ბა... ისე, პა­ტარ­ძალ­მა თეფ­შის დამ­ტვრე­ვით რა­ტომ უნდა და­ი­წყოს ახალ ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბა, - არას­დროს მეს­მო­და და ვერც ახლა ვხვდე­ბი.

თვა­ლის­ცე­მა, მეკვლს ფეხი...

ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრურ­წმე­ნე­ბია - მეკვლეს ფეხი და "ცუდი" თვა­ლი. თუ ადა­მი­ანს ოჯახ­ში რამე ცუდი ამ­ბა­ვი შე­ემ­თხვა, მას ახალ წელს მო­სულ მეკვლეს ან დი­ლას შემ­ხვედრ ნაც­ნობს აბ­რა­ლებს და არას­დროს აა­ნა­ლი­ზებს სა­კუ­თარ ნა­მოქ­მე­დარს; რომ სამ­ყა­რო­ში გას­რო­ლი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ენერ­გია უკან ბრუნ­დე­ბა. "ავი თვა­ლის­გან" და­სა­ცა­ვად, არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს გიშ­რის ჯვრის ტა­რე­ბას, მით უმე­ტეს, მისი გაბ­ზარ­ვა "თვა­ლის გა­დას­ვლას" არ ნიშ­ნავს, გაბ­ზარ­ვა შე­საძ­ლოა, უხა­რის­ხო ქვის გამო მოხ­დეს.

სხვა ცრურ­წმე­ნე­ბი...

1 წლის ბავ­შვს და­ბა­დე­ბის დღეს არ უხ­დი­ან, არა­და, სა­ეკ­ლე­სიო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, 1 წლის ბავ­შვის და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნას არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ ექ­მნე­ბა. ცრურ­წმე­ნის თა­ნახ­მად, და­ცე­მი­ნე­ბა "დას­ტუ­რის ნი­შა­ნია", ყვა­ვის ჩხა­ვი­ლი, დი­ლით უსი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რა, თვა­ლის ციმ­ცი­მი - "უბე­დუ­რე­ბას" გვამ­ცნობ­სო, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რი აბ­სურ­დია.

ცრურ­წმე­ნებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა "ბე­დო­ბის დღე­ე­ბი" (ახა­ლი წლის მე­ო­რე დღე, ბარ­ბა­რო­ბა), რომ­ლე­ბიც თით­ქოს­და, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბას გან­სა­ზღვრავს. უსა­ფუძ­ვლოა ასე­ვე რწმე­ნა იმის შე­სა­ხებ, რომ ნათ­ლია ბავ­შვს რა­მეს და­ა­ბე­დებს (ჭკუ­ას, ფულს და ა.შ.).

რომ გავ­ყვეთ, ასე­თი წარ­მოდ­გე­ნე­ბის საკ­მა­ოდ ვრცელ სიას მი­ვი­ღებთ: შავი კა­ტის გა­დარ­ბე­ნას უბე­დუ­რე­ბა მო­აქვს, ოთხშა­ბათ­სა და პა­რას­კევს თა­ვის და­ბა­ნა და ფრჩხი­ლე­ბის მოჭ­რა არ შე­იძ­ლე­ბა, უხ­სე­ნე­ბე­ლის ხსე­ნე­ბა­ზე ხეზე სამ­ჯერ უნდა და­ა­კა­კუ­ნო, მარ­ცხე­ნა ფეხ­ზე ად­გო­მა უიღ­ბლო დღეს მო­ას­წა­ვებს...

მოკ­ლედ, საქ­მე იქამ­დე მი­დის, რომ ამ წარ­მოდ­გე­ნებს ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნი კო­მი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ამ­დე მიჰ­ყავს, - ყვე­ლა­ფერს და ყვე­ლას ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებს, უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს... ამი­ტომ, აჯო­ბებს, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ ამ­გვა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა თუ ჩვე­ვე­ბის­გან.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

13 რიცხვი, შავი კატა, ყვავის ჩხავილი თუ არცოდნა არცოდვაა?! - ცრურწმენა, რომელიც ცხოვრებას გვირთულებს

13 რიცხვი, შავი კატა, ყვავის ჩხავილი თუ არცოდნა არცოდვაა?! - ცრურწმენა, რომელიც ცხოვრებას გვირთულებს

ხალხური რწმენა-წარმოდგენები მიუხედავად XXI საუკუნისა, ტექნოლოგიური პროგრესისა და ბევრი ეკლესიური ადამიანისა, თანამედროვე საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მაინც მყარად არის გამჯდარი. იტყვიან ხოლმე - "არცონდა - არცოდვააო" და ამა თუ იმ ნათქვამსა თუ ნამოქმედარზე თავს დაიმშვიდებენ.

შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ რადგანაც საქმე ცოდვას ეხება, ცხადია, ქრისტიანულ რელიგიას ამასთან დაკავშირებით, სხვა მოსაზრება აქვს: ცოდნით თუ უმეცრებით ჩადენილი ცოდვები, სწორედაც ცოდვად მიიჩნევა, რადგანაც ადამიანი ვალდებულია, იცოდეს და საშუალებაც აქვს, სათანადო ცოდნა დააგროვოს, მაგრამ ამას არ ცდილობს, რის გამოც ორმაგ ცოდვაში ვარდება... ამ დროს ეკლესია სახარებას იხმობს, - დაისჯება ის მონაც, რომელმაც არ იცოდა, თუმცა მასზე ნაკლებად, ვინც იცოდა. ცოდვები, რომლებიც ჩადენილია უცოდინრობით, მონამ უნდა მოინანიოს...

13 რიცხვი

ამბობენ, 13 "თარსია"... არდა, მგონი, ჩვეულებრივი რიცხვია. როდესაც ადამიანი ამა თუ იმ საგანს, მოვლენას მისტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს, შიშის გამომწვევ ობიექტად აქცევს, გამოდის, იმ ყველაფერს აკერპებს, რაზეც რელიგია გვეუბნება, - ასეთი გამკერპებელი, ბოროტი ძალის თაყვანისმცემელი ხდება, ხოლო ქრისტიანი, რომელიც ღვთის მეგობარია და არავის ემონება, - ცრუ რწმენებისგან თავისუფალი.

"რაც გიწერია - არ აგცდება"

ეს გამოთქმაც ბედისწერის არსებობას ამყარებს, რასაც ეკლესია მხარს არ უჭერს, რისთვისაც წმინდა იოანე ოქროპირს მოიხმობენ ხოლმე: "არ არსებობს სხვა იმდენად უკურნებელი სწავლება, როგორც სწავლება განგებისა და ბედისწერის შესახებ. თუკი აუცილებელია მოხდეს ბედისაგან განსაზღვრული მაშინაც, როდესაც ბეჯითად ვმუშაობთ და მაშინაც, როდესაც გვძინავს, ნუ შეაბამს უღელში ხარებს მიწათმოქმედი, ნუ გამოიტანს სახნისს, ნუ გაჭრის კვალს, ნუ დასთესს, ნუ ელის წლის ხელსაყრელ დროს, ნუ იტანს სიცივეს, ხანგრძლივ წვიმას, უბედურებებს და შრომას მთელი წლის მანძილზე, ნუ ლესავს ნამგალს და ნუ მკის დათესილ პურს, ნუ ლეწს თავთავს, ნუ რგავს და ნუ ელის მცენარეებს, - მოიცილოს მიწათმოქმედის ყველა ზრუნვა, დაჯდეს სახლში და იძინოს: თუკი ყველაფერი ბედისგან უეჭველად აქვს დანიშნული, სიკეთე თავისით მიუვა სახლში... რატომ არ გადაწყვეტთ ასე მოქცევას, თუკი მართლაც გჯერათ ბედისა?.."

მაისში ქორწინება არ შეიძლება

ხალხში მოარული აზრია, რომ მაისში არ უნდა იქორწინონ. ამიტომაც არის, რომ ამ თვეს ყველაზე ნაკლები ქორწილი იმართება. ეს ამბავიც ცრურწმენიდან მომდინარეობს.

თუ ამ შემთხვევაშიც ეკლესიას დავეკითხებით, არც მას აქვს რაიმე აკრძალვა, მაისში ყველა ოჯახის შექმნის მსურველს სწერენ ჯვარს.

შესაძლოა, ეს ცრურწმენა რუსული ხალხური ჩვეულებიდან მოდის, რასაც გამოთქმა - "ვ მაე ვენჩატსია - ვსიუ ჟიზნ მაიატსია" ("მაისის ჯვრისწერას მთელი ცხოვრება ჯახირი მოჰყვებაო") ამყარებს... რუსული გამოთქმებისა და სიტყვების გავლენა ჩვენს მეტყველებასა და აზროვნებაში სამწუხაროდ, დღესაც დიდია, რასაც საუკუნეებით ამ ერთან  ურთიერთობა განაპირობებდა.

არც იმ წარმოდგენას აქვს საფუძველი, რომ სახლში შესულმა პატარძალმა თეფში თუ არ დაამტვრია, ოჯახი არ აეწყობა... ისე, პატარძალმა თეფშის დამტვრევით რატომ უნდა დაიწყოს ახალ ოჯახში ცხოვრება, - არასდროს მესმოდა და ვერც ახლა ვხვდები.

თვალისცემა, მეკვლს ფეხი...

ძალიან გავრცელებული ცრურწმენებია - მეკვლეს ფეხი და "ცუდი" თვალი. თუ ადამიანს ოჯახში რამე ცუდი ამბავი შეემთხვა, მას ახალ წელს მოსულ მეკვლეს ან დილას შემხვედრ ნაცნობს აბრალებს და არასდროს აანალიზებს საკუთარ ნამოქმედარს; რომ სამყაროში გასროლილი ნებისმიერი ენერგია უკან ბრუნდება. "ავი თვალისგან" დასაცავად, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს გიშრის ჯვრის ტარებას, მით უმეტეს, მისი გაბზარვა "თვალის გადასვლას" არ ნიშნავს, გაბზარვა შესაძლოა, უხარისხო ქვის გამო მოხდეს.

სხვა ცრურწმენები...

1 წლის ბავშვს დაბადების დღეს არ უხდიან, არადა, საეკლესიო კანონმდებლობით, 1 წლის ბავშვის დაბადების დღის აღნიშვნას არანაირი წინააღმდეგობა არ ექმნება. ცრურწმენის თანახმად, დაცემინება "დასტურის ნიშანია", ყვავის ჩხავილი, დილით უსიამოვნო ადამიანთან შეხვედრა, თვალის ციმციმი - "უბედურებას" გვამცნობსო, რაც აბსოლუტური აბსურდია.

ცრურწმენებს მიეკუთვნება "ბედობის დღეები" (ახალი წლის მეორე დღე, ბარბარობა), რომლებიც თითქოსდა, მთელი წლის განმავლობაში ცხოვრებას განსაზღვრავს. უსაფუძვლოა ასევე რწმენა იმის შესახებ, რომ ნათლია ბავშვს რამეს დააბედებს (ჭკუას, ფულს და ა.შ.).

რომ გავყვეთ, ასეთი წარმოდგენების საკმაოდ ვრცელ სიას მივიღებთ: შავი კატის გადარბენას უბედურება მოაქვს, ოთხშაბათსა და პარასკევს თავის დაბანა და ფრჩხილების მოჭრა არ შეიძლება, უხსენებელის ხსენებაზე ხეზე სამჯერ უნდა დააკაკუნო, მარცხენა ფეხზე ადგომა უიღბლო დღეს მოასწავებს...

მოკლედ, საქმე იქამდე მიდის, რომ ამ წარმოდგენებს ზოგჯერ ადამიანი კომიკურ სიტუაციამდე მიჰყავს, - ყველაფერს და ყველას ეჭვის თვალით უყურებს, უნდობლობას უცხადებს... ამიტომ, აჯობებს, რაც შეიძლება მალე გავთავისუფლდეთ ამგვარი შეხედულებებისა თუ ჩვევებისგან.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია