28 წლის ავსტრალიელი დანა ვულინის ცხოვრება რამდენიმე წლის წინ თავდაყირა დადგა. გოგონა საკმაოდ ლამაზი იყო და ხშირად იპყრობდა მამაკაცების ყურადღებას. ერთხელაც, გამაოგნებელი ამბავი შეემთხვა...
ეჭვიანი მეტოქის თავდასხმის შედეგად, დანამ სხეულის 60%-ის დამწვრობა მიიღო, სახის ჩათვლით. ამან მისი სიცოცხლეც კინაღამ შეიწირა, თუმცა ვერ გატეხა. ამ საშინელ ისტორიას თავი დააღწია და თავისი მაგალითით სხვებსაც უჩვენა, რომ არასდროს არის გვიან ცხოვრების ხელახლა დაწყება.
დანამ მრავალი ოპერაცია გადაიტანა და ორი წელი სპეციალური ნიღბით დადიოდა. მერე კი ტელევიზიაში მივიდა, რათა მსოფლიოსთვის ეამბნა, რაც შეემთხვა.
"მინდა, ყველამ ნახოს ჩემი იარები. ისინი ხომ ახლა ჩემი ნაწილია..."
როგორც გაირკვა, მას თავს დაესხა ქალი, რომელმაც დაინახა, როგორ ელაპარაკებოდა მისი ქმარი დანას საახალწლო წვეულებაზე. ეჭვიანმა ცოლმა მისი თვალთვალი და დევნა დაიწყო, რამდენჯერმე დაურეკა და უთხრა, რომ მის მშვენიერ სახეს გაანადგურებდა.
ცოტა ხნის შემდეგ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქალი დანას სახლში შეიჭრა
განაგრძეთ კითხვა