AMBEBI.GE-ს რედაქცია საიტის განახლებასთან დაკავშირებით ფოკუს-ჯგუფის შერჩევაზე მუშაობს, რომლის მიზანსაც საიტის ახალ ვერსიაზე მკითხველის შეფასებების მოსმენა წარმოადგენს.
შეხვედრა, რომელიც "პალიტრა მედიაში" (თბილისი, იოსებიძის 49) შედგება, მაქსიმუმ ერთ საათს გასტანს, რა დროსაც რედაქცია მკითხველის მოსაზრებებს მოისმენს როგორც ვებგვერდის ახალ ვიზუალთან, ასევე შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით.
ფოკუს-ჯფუფში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, თქვენი სურვილი კომენტარის სახით ჩვენი საიტის ფეისბუქ-გვერდზე, ამ ბმულზე დააფიქსიროთ. სხვა შემთხვევაში ფოკუს-ჯგუფში მონაწილეობა ვერ მოხდება.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.