სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"წარმატების სტრატეგია" - წიგნი, რომელიც ნებისმიერ თქვენგანს ოცნების ასრულებაში დაეხმარება
"წარმატების სტრატეგია" - წიგნი, რომელიც ნებისმიერ თქვენგანს ოცნების ასრულებაში დაეხმარება

ამე­რი­კე­ლი ავ­ტო­რის ნა­პო­ლე­ონ ჰი­ლის წიგ­ნი - "წარ­მა­ტე­ბის სტრა­ტე­გია", რო­მე­ლიც #1 სა­ერ­თა­შო­რი­სო ბესტსე­ლე­რად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი­მე წლის წინ ქარ­თუ­ლად მე­გობ­რებ­მა - ბექა მშვილ­და­ძემ და ნიკა კა­ზა­კოვ­მა თარ­გმნეს და გა­მოს­ცეს კი­დეც, რო­მელ­მაც მა­შინ­ვე დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნი წლე­ბის შემ­დეგ ისევ გა­მო­ი­ცა. "ამ­ბე­ბი.გე" მის ერთ-ერთ მთარ­გმნელს, "პა­ლიტ­რა TV"-ს ოპე­რა­ტორს, ბექა მშვილ­და­ძეს გა­ე­სა­უბ­რა:

- "წარ­მა­ტე­ბის სტრა­ტე­გია" გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­შია გა­მო­ცე­მუ­ლი, ცხა­დია, მისი ავ­ტო­რი ცო­ცხა­ლი აღარ არის. ამ წიგნ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ორი წიგ­ნი - "წარ­მა­ტე­ბის კა­ნო­ნი" და "იფიქ­რე და გამ­დიდ­რდი". ეს ნა­მუ­შე­ვა­რი არის მო­ტი­ვა­ტო­რი, ბევრ ადა­მი­ანს სა­კუ­თარ თავ­ში გა­უღ­ვი­ძა სურ­ვი­ლი, რომ უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია. სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შეც­ნო­ბას გას­წვლის და იმას, რო­გორ უნდა გახ­დე წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რა უნდა გა­ა­კე­თო ამის­თვის.

"გო­ნე­ბის­თვის სხვა შე­ზღუდ­ვა არ არ­სე­ბობს, გარ­და იმი­სა, რა­საც თა­ვად ვუ­წე­სებთ მას", "ბედ­ნი­ე­რე­ბა მოქ­მე­დე­ბა­შია და არა უბ­რა­ლოდ, ფლო­ბა­ში", "ყვე­ლას სურს გამ­დიდ­რე­ბა, მაგ­რამ ცოტა ვინ­მემ თუ იცის, რომ კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა და მხურ­ვა­ლე სურ­ვი­ლი - ერ­თა­დერ­თი სა­ი­მე­დო სა­შუ­ა­ლე­ბაა სიმ­დიდ­რის დაგ­რო­ვე­ბი­სა," "გო­ნე­ბა ეს არის წყა­რო სიმ­დიდ­რის, წარ­მა­ტე­ბის, უდი­დე­სი გა­მო­გო­ნე­ბი­სა და მიღ­წე­ვე­ბის", "შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მო­ი­სურ­ვებთ, იქო­ნი­ოთ, ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მო­ი­სურ­ვებთ, გახ­დეთ ისე­თი, რო­გორ­საც მო­ი­სურ­ვებთ", "ადა­მი­ა­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლი შე­უს­წავ­ლე­ლი ოკე­ა­ნეა და კონ­ტი­ნენ­ტია, შე­საძ­ლებ­ლო­ბის სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც აღ­მო­ჩე­ნა­სა და კე­თილ­გო­ნივ­რუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბას ელო­დე­ბა", - ეს გახ­ლავთ ფრა­ზე­ბი წიგ­ნი­დან. მოკ­ლედ, რისი წარ­მოდ­გე­ნაც ადა­მი­ანს შე­უძ­ლებ­ლად მი­აჩ­ნია, ავ­ტო­რი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ის რე­ა­ლუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია. ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, "და­გ­ქო­ქოს" და მეტი გა­გა­კე­თე­ბი­ნოს. მისი დახ­მა­რე­ბით, სა­კუ­თარ ფსი­ქო­ლო­გი­ას კარ­გად ეც­ნო­ბი. ვთქვათ გინ­და, იყო კარ­გი მზა­რე­უ­ლი, ამ წიგ­ნის დახ­მა­რე­ბით, იქ­ნე­ბი კარ­გი მზა­რე­უ­ლი, გინ­და, გახ­დე კარ­გი ჟურნ­ლის­ტი, გახ­დე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, რად­გა­ნაც წიგ­ნი ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბა­ში გა­აღ­ვი­ძებს მო­ტივს, ანუ გვე­ლა­პა­რა­კე­ბა ჩვენ­სა­ვე თავ­ზე...

რო­დე­საც პირ­ვე­ლად წა­ვი­კი­თხე წიგ­ნი, მო­ვი­ხიბ­ლე და მერე მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ვთარ­გმნეთ და მცი­რე ტი­რა­ჟით გა­მო­ვე­ცით კი­დეც. ეს იყო 2007 წელი.

- რამ­ხე­ლა იყა­ვი, წიგნს პირ­ვე­ლად რომ გა­ე­ცა­ნი?

- პირ­ველ კურ­სზე გახ­ლდით, ეკო­ნო­მი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი - ბიზ­ნე­სი­სა და მარ­თვის გან­ხრით. მოკ­ლედ, კა­რი­ე­რას ვი­წყებ­დი. მერე მე და ჩემი მე­გო­ბა­რი არ ვი­ყა­ვით ისე­თი გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი, რომ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი მხო­ლოდ მშობ­ლებს გა­და­ე­ხა­დათ, ამი­ტომ სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბა და­ვი­წყე, - ერთ-ერთ გა­სარ­თობ ცენ­ტრში მუ­შა­ო­ბა ჯამ­ბა­ზად და­ვი­წყე.

- წიგ­ნი რაში და­გეხ­მა­რა?

- ბევ­რი რამ მომ­ცა, დღეს გარ­და იმი­სა, რომ "პა­ლიტ­რა TV"-ში ოპე­რა­ტო­რი ვარ, რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხუ­რი მაქვს. ასე­ვე ვხა­ტავ, - ახლა გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბას ვა­პი­რებ. დიახ, ამ წა­იგნ­მა გან­სა­ზღვრა ის, რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი იმის მი­ხედ­ვით გა­ვა­კე­თე, რაც მას­ში წე­რია.

ვხა­ტავ-მეთ­ქი აღ­ვნიშ­ნე და ხატ­ვის უნა­რიც სწო­რედ მას მერე გა­მომ­ჟღავ­ნდა ჩემ­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო, - გა­დავ­ჭი­მე ტილო, ვი­ყი­დე ზე­თის სა­ღე­ბა­ვე­ბი და პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რიც შევ­ქმე­ნი. მერე მნახ­ვე­ლებ­მა მო­მი­წო­ნეს, თან­და­თან გა­ვაქ­ტი­ურ­დი, მი­თხრეს, - მოგ­ვყი­დეო. არ გა­მი­ყი­დია. ვი­ფიქ­რე, ბა­რემ გა­მო­ფე­ნას მო­ვა­წყობ-მეთ­ქი. და ახლა გა­მო­ფე­ნის­თვის ვემ­ზა­დე­ბი... და­მი­ჯე­რეთ, წარ­მა­ტე­ბა ჩვენს ხელთ არის...

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"წარმატების სტრატეგია" - წიგნი, რომელიც ნებისმიერ თქვენგანს ოცნების ასრულებაში დაეხმარება

"წარმატების სტრატეგია" - წიგნი, რომელიც ნებისმიერ თქვენგანს ოცნების ასრულებაში დაეხმარება

ამერიკელი ავტორის ნაპოლეონ ჰილის წიგნი - "წარმატების სტრატეგია", რომელიც #1 საერთაშორისო ბესტსელერად არის აღიარებული, რამდენიმე წლის წინ ქართულად მეგობრებმა - ბექა მშვილდაძემ და ნიკა კაზაკოვმა თარგმნეს და გამოსცეს კიდეც, რომელმაც მაშინვე დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღნიშნული წიგნი წლების შემდეგ ისევ გამოიცა. "ამბები.გე" მის ერთ-ერთ მთარგმნელს, "პალიტრა TV"-ს ოპერატორს, ბექა მშვილდაძეს გაესაუბრა:

- "წარმატების სტრატეგია" გასული საუკუნის 30-იან წლებშია გამოცემული, ცხადია, მისი ავტორი ცოცხალი აღარ არის. ამ წიგნში გაერთიანებულია ორი წიგნი - "წარმატების კანონი" და "იფიქრე და გამდიდრდი". ეს ნამუშევარი არის მოტივატორი, ბევრ ადამიანს საკუთარ თავში გაუღვიძა სურვილი, რომ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. საკუთარი შესაძლებლობების შეცნობას გასწვლის და იმას, როგორ უნდა გახდე წარმატებული, რა უნდა გააკეთო ამისთვის.

"გონებისთვის სხვა შეზღუდვა არ არსებობს, გარდა იმისა, რასაც თავად ვუწესებთ მას", "ბედნიერება მოქმედებაშია და არა უბრალოდ, ფლობაში", "ყველას სურს გამდიდრება, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ კონკრეტული გეგმა და მხურვალე სურვილი - ერთადერთი საიმედო საშუალებაა სიმდიდრის დაგროვებისა," "გონება ეს არის წყარო სიმდიდრის, წარმატების, უდიდესი გამოგონებისა და მიღწევების", "შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ, იქონიოთ, ყველაფერი, რასაც მოისურვებთ, გახდეთ ისეთი, როგორსაც მოისურვებთ", "ადამიანის პოტენციალი შეუსწავლელი ოკეანეა და კონტინენტია, შესაძლებლობის სამყარო, რომელიც აღმოჩენასა და კეთილგონივრულად გამოყენებას ელოდება", - ეს გახლავთ ფრაზები წიგნიდან. მოკლედ, რისი წარმოდგენაც ადამიანს შეუძლებლად მიაჩნია, ავტორი გვეუბნება, რომ ის რეალურად შესაძლებელია. ყველანაირად ცდილობს, "დაგქოქოს" და მეტი გაგაკეთებინოს. მისი დახმარებით, საკუთარ ფსიქოლოგიას კარგად ეცნობი. ვთქვათ გინდა, იყო კარგი მზარეული, ამ წიგნის დახმარებით, იქნები კარგი მზარეული, გინდა, გახდე კარგი ჟურნლისტი, გახდები წარმატებული ჟურნალისტი, რადგანაც წიგნი ამა თუ იმ პიროვნებაში გააღვიძებს მოტივს, ანუ გველაპარაკება ჩვენსავე თავზე...

როდესაც პირველად წავიკითხე წიგნი, მოვიხიბლე და მერე მე და ჩემმა მეგობარმა საკუთარი ძალებით ვთარგმნეთ და მცირე ტირაჟით გამოვეცით კიდეც. ეს იყო 2007 წელი.

- რამხელა იყავი, წიგნს პირველად რომ გაეცანი?

- პირველ კურსზე გახლდით, ეკონომიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი - ბიზნესისა და მართვის განხრით. მოკლედ, კარიერას ვიწყებდი. მერე მე და ჩემი მეგობარი არ ვიყავით ისეთი განებივრებული ბავშვები, რომ სწავლის საფასური მხოლოდ მშობლებს გადაეხადათ, ამიტომ სწავლის პარალელურად რაღაც-რაღაცების გაკეთება დავიწყე, - ერთ-ერთ გასართობ ცენტრში მუშაობა ჯამბაზად დავიწყე.

- წიგნი რაში დაგეხმარა?

- ბევრი რამ მომცა, დღეს გარდა იმისა, რომ "პალიტრა TV"-ში ოპერატორი ვარ, რამდენიმე სამსახური მაქვს. ასევე ვხატავ, - ახლა გამოფენის მოწყობას ვაპირებ. დიახ, ამ წაიგნმა განსაზღვრა ის, რომ ვყოფილიყავი რეალიზებული. ყველაფერი იმის მიხედვით გავაკეთე, რაც მასში წერია.

ვხატავ-მეთქი აღვნიშნე და ხატვის უნარიც სწორედ მას მერე გამომჟღავნდა ჩემში. ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო, - გადავჭიმე ტილო, ვიყიდე ზეთის საღებავები და პირველი ნამუშევარიც შევქმენი. მერე მნახველებმა მომიწონეს, თანდათან გავაქტიურდი, მითხრეს, - მოგვყიდეო. არ გამიყიდია. ვიფიქრე, ბარემ გამოფენას მოვაწყობ-მეთქი. და ახლა გამოფენისთვის ვემზადები... დამიჯერეთ, წარმატება ჩვენს ხელთ არის...

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია