სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო.
დავით დვალი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტელევიზიის ყოფილი მფლობელია. ის არხის წილებს 2004 წლამდე ფლობდა.
როგორც ირკვევა, დვალი განათლებით ქიმიკოსია, თუმცა, დიდი ხანია ამ სფეროში აღარ მუშაობს. იგი ფაქტობრივად, საქართველოს პირველი მოყვარული ასტროფოტოგრაფია.
"ბევრია, ვისაც ასტროფოტოგრაფიის დაწყება სურს. ეს ძალიან მახარებს. თუ ვინმე სერიოზულად ფიქრობს, ხელი მოკიდოს ამ საქმეს, დაუღალავ მხარდამჭერად მიგულოს! სახურავზე მოწყობილი ჩემი ობსერვატორიის კარი ღიაა ასტროფოტოგრაფიის შესწავლის მსურველებისთვის", - აღნიშნავს იგი National Geographic-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 2015 წლის იანვრით დარიღდება.
David Dvali October 21 at 6:37pm · Tbilisi · "ძვირფასო ნაცებო და ძვირფასო ქოცებო. სანამ რუსთავი 2 დამფუძნებლებს არ დაუბრუნდება, პრობლემა არ მოგვარდება.
ესაა ჩემი კომენტარი!"
გთავაზობთ დავით დვალის გადაღებულ რამდენიმე სურათს
Pelican Nebula HaRGB
Lunar eclipse from Tbilisi, Georgia
Milky Way through Sagittarius and Scorpius
ვინ არიან დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი, რომლებმაც "რუსთავი 2"-ზე ნიკა გვარამია შეცვალეს