სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გია სო­სა­ნაშ­ვილს 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"2015 წლის 6 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­მო­ი­ტა­ნა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და 2015 წლის 20 იან­ვარს, კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში, შვი­ლის საფ­ლავ­ზე იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბა­ში, ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით, რაც გან­ზრახ უქ­მნის საფრ­თხეს სხვა­თა სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას, მსხვერ­პლის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი სო­სა­ნაშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ სცნო სა­ქარ­თვე­ლოს სსკ 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, ამა­ვე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" და "ვ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, 236-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით და შთან­თქმის პრინ­ცი­პის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლად და­უ­ნიშ­ნა 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სო­სა­ნაშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა 2015 წლის 7 თე­ბერ­ვალს, მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნი­დან მოკ­ლე დრო­ში. გი­ორ­გი სო­სა­ნაშ­ვილს ბრა­ლი ედე­ბო­და შემ­დეგ­ში:

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "გა­და­არ­ჩი­ნე სი­ცო­ცხლე"-ს ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აქ­ტი­უ­რი წევ­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ზა­ნი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, ქვე­ყა­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა მიერ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის, ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის მიერ გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­ტრო­ლის ხელ­შე­წყო­ბა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ყვე­ლა სფე­რო­ში. 2014 წლის ბო­ლოს და 2015 წლის და­სა­წყის­ში იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი გა­მო­ირ­ჩე­ო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბით და სა­ჯა­რო გა­მოს­ვლებ­ში სის­ტე­მა­ტი­უ­რად მო­ი­თხოვ­და მისი შვი­ლის - ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბა­სა და დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბის დას­ჯას. სა­ჯა­რო გა­მოს­ვლებ­ში ი. ვა­ზა­გაშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ გეგ­მავ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის უფრო მე­ტად გა­აქ­ტი­უ­რე­ბას და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვას, რაც გი­ორ­გი სო­სა­ნაშ­ვილ­ში იწ­ვევ­და გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას. იგი ნათ­ლად ხე­დავ­და, რომ ი. ვა­ზა­გაშ­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­უ­რო­ბის შე­დე­გად შე­საძ­ლოა დამ­დგა­რი­ყო მის­თვის პა­ტივ­სა­ცე­მი პი­რე­ბის სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. 2015 წლის 20 იან­ვარს, ახ­ლობ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე, კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში ჩა­სუ­ლი იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი მი­ვი­და სა­კუ­თა­რი შვი­ლის ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საფ­ლავ­ზე, სა­დაც გი­ორ­გი სო­სა­ნაშ­ვი­ლის მიერ სა­საფ­ლა­ო­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, ამა­ვე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" და "ვ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­ზრახ უქ­მნის საფრ­თხეს სხვა­თა სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას, ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით და მსხვერ­პლის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით) ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სსკ 236-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით (საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და ტა­რე­ბა).

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი და წარ­დგე­ნი­ლი 9 ტომი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას სა­სა­მარ­თლომ და­უთ­მო თით­ქმის 4 თვე. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­ი­კი­თხა ბრალ­დე­ბის მხა­რის 70 მოწ­მე, გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქნა 20-ზე მეტი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, მათ შო­რის გე­ნე­ტი­კუ­რი, სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო, ნი­ა­და­გის, ბა­ლის­ტი­კუ­რი და სხვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უტყუ­ა­რად და­დას­ტურ­და, გი­ორ­გი სო­სა­ნაშ­ვი­ლის მიერ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

"2015 წლის 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში, ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ბრალდებული გიორგი სოსანაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სსკ 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელად დაუნიშნა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

შეგახსენებთ, რომ სოსანაშვილი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2015 წლის 7 თებერვალს, მკვლელობის ჩადენიდან მოკლე დროში. გიორგი სოსანაშვილს ბრალი ედებოდა შემდეგში:

იური ვაზაგაშვილი იყო საზოგადოებრივი მოძრაობა ,,გადაარჩინე სიცოცხლე"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი. აღნიშნული საზოგადოების მიზანი იყო საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, საჯარო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებისადმი საზოგადოებრივი კონტროლის ხელშეწყობა, დაზარალებულის უფლებების დაცვა და სამართლიანობის აღდგენა ყველა სფეროში. 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში იური ვაზაგაშვილი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტივობით და საჯარო გამოსვლებში სისტემატიურად მოითხოვდა მისი შვილის - ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიებასა და დამნაშავე პირების დასჯას. საჯარო გამოსვლებში ი. ვაზაგაშვილი აცხადებდა, რომ გეგმავდა საზოგადოებრივი მოძრაობის უფრო მეტად გააქტიურებას და საპროტესტო აქციების გამართვას, რაც გიორგი სოსანაშვილში იწვევდა განსაკუთრებულ გაღიზიანებას. იგი ნათლად ხედავდა, რომ ი. ვაზაგაშვილის საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად შესაძლოა დამდგარიყო მისთვის პატივსაცემი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც გიორგი სოსანაშვილის მიერ სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით) ასევე საქართველოს სსკ 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება).

პროკურატურის მიერ მოპოვებული და წარდგენილი 9 ტომი მტკიცებულების გამოკვლევას სასამართლომ დაუთმო თითქმის 4 თვე. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის 70 მოწმე, გამოკვლეული იქნა 20-ზე მეტი ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის გენეტიკური, სასამართლო-სამედიცინო, ნიადაგის, ბალისტიკური და სხვა. აღნიშნული მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე უტყუარად დადასტურდა, გიორგი სოსანაშვილის მიერ ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით იური ვაზაგაშვილის მკვლელობა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ