ავერსის კლინიკაში" უახლესი თაობის "ჯენერალ-ელექტრიკის" ექოსკოპიის აპარატების პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე კომპანიის ხელმძღვანელებმა ახალი ექოსკოპიის აპარატის ხარისხსა და მის უპირატესობებზე ისაუბრეს.
როგორც "ავერსის კლინიკის" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ განაცხადა, უახლესი თაობის ექოსკოპიის – voluson E10 აპარატი მსოფლიოში ჯერ მხოლოდ რამდენიმე წამყვან კლინიკას გააჩნია, პოსტ საბჭოთა ქვეყანაში კი "ავერსის კლინიკა" პირველია.
"ავერსის" დამფუძნებლის პაატა კურტანიძის განცხადებით, უახლესი აპარატურის მიუხედავად, მომსახურების ფასები არ შეიცვლება.
"ეს არის "ჯენერალ ელექტრიკის" მიერ გამოშვებული მსოფლიოში უახლესი მოდელი ექოსკოპების, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე კლინიკაშია დაყენებული.
ექიმებს გადამზადება დასჭირდება, რადგან აპარატი უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა არის გამოყენებული. გადამზადებას თავად "ჯენერალ ელექტრიკის" უცხოელი სპეციალისტების მიერ მოხდება", - განაცხადა პაატა კურტანიძემ.
როგორც "ჯენერალ-ელექტრიკის" ექოსკოპიის აპარატების პრეზენტაციაზე აღინიშნა, აპარატს აქვს სრულიად ახალი დიზაინი, მაღალი გარჩევადობის ფერადი თხევად-კრისტალური მონიტორი, ასევე აპარატის მეშვეობით შესაძლებელია მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და ნაყოფის სრულიად რეალისტური სურათის დანახვა.
"უახლეს ექოსკოპიის აპარატი საშუალებას იძლევა ნაყოფის შიდა და გარე ანატომიური სტრუქტურების შესწავლა გაფართოებულ რეჟიმში მოხდეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველ ტრიმესტრში, როდესაც ექიმები აფასებენ ნაყოფის ტვინის, კიდურების, თავის ქალის და სახის კუნთების ჩამოყალიბებას", -აცხადებენ კომპანია "ავერსში".
"ჯენერალ ელექტრიკის" უახლესი თაობის ექოსკოპიის აპარატების პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრებისათვის საჩვენებელი პროცედურაც ჩაატარეს.
R