სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მოსამართლე ურთმელიძის ვრცელი განმარტება "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით
მოსამართლე ურთმელიძის ვრცელი განმარტება "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით

მო­სა­მარ­თლე თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძე გან­ჩი­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის და­ნიშ­ვნა ემ­სა­ხუ­რე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის­თვის რე­ა­ლუ­რი გა­რან­ტი­ე­ბის შექ­მნას.

რო­გორც ურ­თმე­ლი­ძე გან­ჩი­ნე­ბა­ში გან­მარ­ტავს, ეს ინ­სტი­ტუ­ტი გა­ნამ­ტკი­ცებს პი­რის დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი და ეფექ­ტუ­რი აღ­დგე­ნის შე­საძ­ლე­ბო­ბას და გა­მო­რი­ცხავს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფორ­მა­ლურ ხა­სი­ათს. მო­სა­მარ­თლე გან­ჩი­ნე­ბა­ში მი­უ­თი­თებს, რომ ქი­ბარ ხალ­ვა­შის ად­ვო­კა­ტე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ნიკა გვა­რა­მი­ას მოხ­სნას და დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლე­ბად რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლი­სა და და­ვით დვა­ლის და­ნიშ­ვნას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 271-ე მუხ­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სა­სა­მარ­თლოს შე­უძ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მუ­ლი არ არის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­სას­რუ­ლე­ბად. მო­სა­მარ­თლე გან­მარ­ტავს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ინ­სტი­ტუ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა და­საშ­ვე­ბია ნე­ბის­მი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­მართ თუ ის არ არის მიქ­ცე­უ­ლი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­სას­რუ­ლებ­ლად.

"შე­სა­ბა­მი­სი წი­ნა­პი­რო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას და­საშ­ვე­ბია ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს მხო­ლოდ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღას­რუ­ლებ­ლად მიქ­ცე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ჩი­ნე­ბა­ში.

აქვე მო­სა­მარ­თლე თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძე მი­უ­თი­თებს, რომ მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მის გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ზან­შე­წო­ნი­ლია გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ღო­ნი­სი­ძე­ბა და და­ვის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით სა­და­ვო ქო­ნე­ბა­ზე და­ნიშ­ნუ­ლი იქ­ნეს დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლი. მო­სა­მარ­თლე გან­ჩი­ნე­ბა­ში ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლის ინ­სტი­ტუ­ტის მრა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა გა­აჩ­ნია, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ ემ­სა­ხუ­რე­ბა და­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ორი­ვე მხა­რის ინ­ტე­რესს. ურ­თმე­ლი­ძე მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამ­ყა­რებს ამე­რი­კუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პრაქ­ტი­კით.

"ნიუ-იორ­კის სა­სა­მარ­თლომ ერთ-ერთ საქ­მე­ში, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და რა­დი­ო­სად­გურ­ში დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნას, გან­მარ­ტა რომ დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და და­იც­ვას ქო­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო და­ვის შე­დე­გის მი­უ­ხე­და­ვად. დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და ერ­თგუ­ლია არა რო­მე­ლი­მე მხა­რის, არა­მედ მას გა­აჩ­ნია ერ­თა­დერ­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა - და­იც­ვას ქო­ნე­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, მა­შინ რო­დე­საც არ­სე­ბობს ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა, სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ე­ყე­ნე­ბა, გარ­და მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნი­სა არ არის მი­სა­ღე­ბი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ჩი­ნე­ბა­ში.

ურ­თმე­ლი­ძე ასე­ვე მი­უ­თი­თებს, რომ აშშ-ის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მი­ხედ­ვით დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნა არის მხო­ლოდ დამ­ხმა­რე და თან­ხმლე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბა.

"დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნა არ წყვეტს სა­კითხს მა­ტე­რი­ა­ლურ უფ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით და არ წარ­მო­ად­გენს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბის დად­გე­ნის წი­ნა­პი­რო­ბას. ეს არის ქო­ნე­ბის დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. აშშ-ის კა­ნონ­დებ­ლო­ბი­სა და პრაქ­ტი­კის თა­ნახ­მად, დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნა მარ­თა­ლია წარ­მო­ად­გენს სა­სა­მარ­თლოს დის­კრე­ცი­ის სფე­როს და სა­სა­მარ­თლოს გა­აჩ­ნია ფარ­თო თა­ვი­სუფ­ლე­ბა საქ­მის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ი­ღოს მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­პა­სუ­ხის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად საქ­მი­დან უნდა იკ­ვე­თე­ბო­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ჩი­ნე­ბა­ში.

მო­სა­მარ­თლე აქვე გან­მარ­ტავს, რომ დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლი ინიშ­ნე­ბა მა­შინ რო­დე­საც ეს სა­ჭი­როა მო­ტყუ­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ის, და­ვის საგ­ნის დაც­ვის, ქო­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის, გა­ნად­გუ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლის შემ­ცი­რე­ბის, და­ხარ­ჯვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით. ურ­თმე­ლი­ძე ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ერთ-ერ­თმა სა­სა­მარ­თლომ დრო­ე­ბით მმარ­თველს მი­ა­ნი­ჭა სრუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, უფ­ლე­ბე­ბი და პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი, რო­მე­ლიც გა­აჩ­ნია მო­პა­სუ­ხის დი­რექ­ტო­რებს, წევ­რებს, მე­ნე­ჯე­რებს, სრულ და შე­ზღუ­დულ პარტნი­ო­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მოსამართლე ურთმელიძის ვრცელი განმარტება "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით

მოსამართლე ურთმელიძის ვრცელი განმარტება "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განჩინებაში აღნიშნავს, რომ "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების დანიშვნა ემსახურება "რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის რეალური გარანტიების შექმნას.

როგორც ურთმელიძე განჩინებაში განმარტავს, ეს ინსტიტუტი განამტკიცებს პირის დარღვეული უფლების რეალური და ეფექტური აღდგენის შესაძლებობას და გამორიცხავს მართლმსაჯულების განხორციელების ფორმალურ ხასიათს. მოსამართლე განჩინებაში მიუთითებს, რომ ქიბარ ხალვაშის ადვოკატების შუამდგომლობას გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას მოხსნას და დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილისა და დავით დვალის დანიშვნას საფუძვლად დაედო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებად. მოსამართლე განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის გამოყენება დასაშვებია ნებისმიერ გადაწყვეტილების მიმართ თუ ის არ არის მიქცეული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

"შესაბამისი წინაპირობების არსებობისას დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ დაუყოვნებლივ აღასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება", - აღნიშნულია განჩინებაში.

აქვე მოსამართლე თამაზ ურთმელიძე მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისიძება და დავის სპეციფიკის გათვალისწინებით გადაწყვეტილების აღსრულების ღონისძიების სახით სადავო ქონებაზე დანიშნული იქნეს დროებითი მმართველი. მოსამართლე განჩინებაში ასევე განმარტავს, რომ დროებითი მმართველის ინსტიტუტის მრავალი უპირატესობა გააჩნია, რომელიც საბოლოოდ ემსახურება დავაში მონაწილე ორივე მხარის ინტერესს. ურთმელიძე მიღებულ გადაწყვეტილებას ამყარებს ამერიკული სასამართლოს პრაქტიკით.

"ნიუ-იორკის სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში, რომელიც ეხებოდა რადიოსადგურში დროებითი მმართველის დანიშვნას, განმარტა რომ დროებითი მმართველის ვალდებულებაა შეინარჩუნოს და დაიცვას ქონება სასამართლო დავის შედეგის მიუხედავად. დროებითი მმართველი პასუხისმგებელი და ერთგულია არა რომელიმე მხარის, არამედ მას გააჩნია ერთადერთი დანიშნულება - დაიცვას ქონება. გადაწყვეტილების თანახმად, მაშინ როდესაც არსებობს ქონების ღირებულების შემცირების საშიშროება, სხვა ალტერნატიული საშუალების გამოეყენება, გარდა მმართველის დანიშვნისა არ არის მისაღები", - აღნიშნულია განჩინებაში.

ურთმელიძე ასევე მიუთითებს, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიხედვით დროებითი მმართველის დანიშვნა არის მხოლოდ დამხმარე და თანხმლები საშუალება.

"დროებითი მმართველის დანიშვნა არ წყვეტს საკითხს მატერიალურ უფლებასთან მიმართებით და არ წარმოადგენს მატერიალური უფლების დადგენის წინაპირობას. ეს არის ქონების დაცვის საშუალება. აშშ-ის კანონდებლობისა და პრაქტიკის თანახმად, დროებითი მმართველის დანიშვნა მართალია წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციის სფეროს და სასამართლოს გააჩნია ფართო თავისუფლება საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების საფუძველზე, მიიღოს მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოპასუხის უფლებების დაცვისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად საქმიდან უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების გარკვეული წინაპირობები", - აღნიშნულია განჩინებაში.

მოსამართლე აქვე განმარტავს, რომ დროებითი მმართველი ინიშნება მაშინ როდესაც ეს საჭიროა მოტყუების პრევენციის, დავის საგნის დაცვის, ქონების დაზიანების, განადგურების ღირებულის შემცირების, დახარჯვის თავიდან აცილების მიზნით. ურთმელიძე ასევე განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა სასამართლომ დროებით მმართველს მიანიჭა სრული ძალაუფლება, უფლებამოსილება, უფლებები და პრივილეგიები, რომელიც გააჩნია მოპასუხის დირექტორებს, წევრებს, მენეჯერებს, სრულ და შეზღუდულ პარტნიორებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ