სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ არიან დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი, რომლებმაც "რუსთავი 2"-ზე ნიკა გვარამია შეცვალეს
ვინ არიან დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი, რომლებმაც "რუსთავი 2"-ზე ნიკა გვარამია შეცვალეს

სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლე­ბად და­ვით დვა­ლი და რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნენ. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძემ მი­ი­ღო.

და­ვით დვა­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ტე­ლე­ვი­ზი­ის ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლია. ის არ­ხის წი­ლებს 2004 წლამ­დე ფლობ­და.

დვა­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში იმ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე სა­უბ­რობს, რის გა­მოც მან და ჯარ­ჯი აქი­მი­ძემ, "რუს­თა­ვი 2"-ის კი­დევ ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, 2004 წელს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წი­ლის 60% დათ­მეს.

"წი­ლე­ბი 26 ივ­ნისს გა­და­ვუ­ფორ­მეთ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­უც­დე­ლე­ბი ვი­ყა­ვით იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ალ­ბათ, ერთ-ერთი პირ­ვე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ვინც მა­შინ იმ ახა­ლი სის­ტე­მის ქმე­დე­ბებს შე­ე­ჯა­ხა. მა­ნამ­დე რომ სხვა სა­ხის პრე­ცე­დენ­ტი ყო­ფი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბა სხვა­ნა­ი­რად მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით. შე­იძ­ლე­ბა მეც მეყ­ვი­რა და ქუ­ჩა­ში პლა­კა­ტით გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი.

მა­შინ მე და ჯარ­ჯის აზ­რე­ბი ორად გაგ­ვე­ყო, ჯარ­ჯი ამ­ბობ­და, რომ ბო­ლომ­დე წა­ვი­დეთ, დავ­რჩეთ ტრუ­სი­კე­ბით. მე ვუ­თხა­რი, კარ­გი, ჯარ­ჯი, კი ბა­ტო­ნო, მე მარ­ტო ვარ, სა­ერ­თოდ არ მა­დარ­დებს, შენ გყავს ოჯა­ხი და შენ გა­და­წყვი­ტე. მარ­ტო შენს თავ­ზე არ ხარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და თან მე უკვე მაქვს იმის გან­ცდა, რომ ესე­ნი ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნენ ამ გეგ­მას-მეთ­ქი, დაგ­ვი­ჭე­რენ...

კიწ­მა­რიშ­ვილს გა­კოტ­რე­ბის პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე ვე­სა­უბ­რე ტე­ლე­ფო­ნით, შემ­დეგ ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ვი­და და ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი და­უ­ხა­ტა ყვე­ლას და თქვა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. არა­ნა­ი­რი შეხ­ვედ­რის მცდე­ლო­ბა და კონ­ტაქ­ტი არ გვქო­ნია. ერ­თა­დერ­თი ვუ­თხა­რი, ოღონდ კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის, არ მახ­სოვს, ვის ენ­დო­ბი, და­ფიქ­რდი-მეთ­ქი", - აცხა­დებ­და დვა­ლი "ნეტ­გა­ზეთ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვილს, ის წლე­ბის წინ "რუს­თა­ვი 2"-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, არხზე ჟურ­ნა­ლის­ტად მუ­შა­ობ­და.

ამ დრო­ი­სათ­ვის ის ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეა, მა­ნამ­დე კი მან ორ­ჯერ შე­ას­რუ­ლა "იმე­დის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბა.

უფრო დე­ტა­ლუ­რად:

რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტია. სხვა­დას­ხვა დროს მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა გა­ზეთ­ში. ის ორ­ჯერ ას­რუ­ლებ­და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბას. მე­ო­რედ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მას შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა, რაც ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯახ­მა 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნია და­იბ­რუ­ნა. მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია "ტე­ლე­ი­მედ­ში".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვინ არიან დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი, რომლებმაც "რუსთავი 2"-ზე ნიკა გვარამია შეცვალეს

ვინ არიან დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი, რომლებმაც "რუსთავი 2"-ზე ნიკა გვარამია შეცვალეს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო.

დავით დვალი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტელევიზიის ყოფილი მფლობელია. ის არხის წილებს 2004 წლამდე ფლობდა.

დვალი ერთ-ერთ ინტერვიუში იმ გარემოებებზე საუბრობს, რის გამოც მან და ჯარჯი აქიმიძემ, "რუსთავი 2"-ის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, 2004 წელს ტელეკომპანიის წილის 60% დათმეს.

"წილები 26 ივნისს გადავუფორმეთ. აბსოლუტურად გამოუცდელები ვიყავით იმ თვალსაზრისით, რომ ალბათ, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც მაშინ იმ ახალი სისტემის ქმედებებს შეეჯახა. მანამდე რომ სხვა სახის პრეცედენტი ყოფილიყო, შეიძლება სხვანაირად მოვქცეულიყავით. შეიძლება მეც მეყვირა და ქუჩაში პლაკატით გამოვსულიყავი.

მაშინ მე და ჯარჯის აზრები ორად გაგვეყო, ჯარჯი ამბობდა, რომ ბოლომდე წავიდეთ, დავრჩეთ ტრუსიკებით. მე ვუთხარი, კარგი, ჯარჯი, კი ბატონო, მე მარტო ვარ, საერთოდ არ მადარდებს, შენ გყავს ოჯახი და შენ გადაწყვიტე. მარტო შენს თავზე არ ხარ პასუხისმგებელი და თან მე უკვე მაქვს იმის განცდა, რომ ესენი ბოლომდე მიიყვანენ ამ გეგმას-მეთქი, დაგვიჭერენ...

კიწმარიშვილს გაკოტრების პროცესის დაწყებამდე ვესაუბრე ტელეფონით, შემდეგ ტელევიზიით გამოვიდა და ნათელი მომავალი დაუხატა ყველას და თქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არანაირი შეხვედრის მცდელობა და კონტაქტი არ გვქონია. ერთადერთი ვუთხარი, ოღონდ კონკრეტულად როდის, არ მახსოვს, ვის ენდობი, დაფიქრდი-მეთქი", - აცხადებდა დვალი "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში.

რაც შეეხება რევაზ საყევარიშვილს, ის წლების წინ "რუსთავი 2"-ის თანამშრომელი იყო, არხზე ჟურნალისტად მუშაობდა.

ამ დროისათვის ის ტელეკომპანია "იმედში" გენერალური დირექტორის მოადგილეა, მანამდე კი მან ორჯერ შეასრულა "იმედის" გენერალური დირექტორის მოვალეობა.

უფრო დეტალურად:

რევაზ საყევარიშვილი ეკონომიკური მიმართულების ჟურნალისტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა გაზეთში. ის ორჯერ ასრულებდა ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის მოვალეობას. მეორედ ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ტელეკომპანია დაიბრუნა. მის სახელს უკავშირდება პირველი სერიოზული რეორგანიზაცია "ტელეიმედში".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია