ისტერიკასა და აგონიაში მე კი არა, თქვენ ხართ - ირმა ინაშვილისა და ლევან ბერძენიშვილის დაპირისპირება

ისტერიკასა და აგონიაში მე კი არა, თქვენ ხართ - ირმა ინაშვილისა და ლევან ბერძენიშვილის დაპირისპირება

დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს ირმა ინაშვილს მოუწოდებს, "რესპუბლიკურ პარტიას" თავი დაანებოს.

როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მედიას შეუძლია, "ნაციონალურ მოძრაობასაც" ჰკითხოს, ასოცირდება თუ არა "რესპუბლიკური პარტია" მათთან.

"მინდა ირმა ინაშვილს ვუთხრა, რომ ცხოვრებაში წარმატებაც მქონია და წარუმატებლობაც. ქალბატონი ირმა, პოლიტიკაში ახალი კადრია, ის პარლამენტის წევრიც არ ყოფილა. მას წარმატებებიც ექნება და მოგებებიც. მან დამარცხებაც უნდა ისწავლოს და აღიარებაც. ყველაზე მთავარი დამარცხების სწავლაა. გამარჯვების აღიარების სწავლაზე ადვილი არაფერია. ქალბატონ ირმას ვურჩევ, "რესპუბლიკურ პარტიას" თავი დააანებოს. მას უთქვამს, ამ პარტიას გავაუქმებო და უკაცრავად, მაგრამ ქალბატონო ირმა, 40 წლის წინ, ეს პარტია იმიტომ კი არ შევქმენით, რომ თქვენ მოსულიყავით და გაგეუქმებინათ. პარტია მაშინ გაუქმდება, როცა ამის საჭიროებას ქართველი ხალხი დააყენებს. ჩვენმა კანდიდატმა ბრძოლაში ინაშვილი დაამარცხა და რა მოხდა მერე? მას რომ მოეგო, ჩვენ ვიტყოდით, რა მოხდა მერე-თქო?! სათქმელი მეტი არაფერი არ მაქვს. ვიცი, რომ ფართომასშტაბიანი ბრძოლა იქნება და არ მინდა ვიხუმრო, რადგან საქმეში ისეთი კაცია ჩართული, რომ მისი შეურაცხყოფა არ შემიძლია. აქციას რუსთაველის ძეგლიდან იწყებენ და თავი რუსთაველს მაინც გაანებეთ და პირდაპირ ხიდაშელებზე გადადით", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის ეს განცხადება უპასუხოდ არ დაუტოვებია ირმა ინაშვილს. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა "რესპუბლიკელ" დეპუტატს "ფეისბუქზე" უპასუხა.

"ისტერიკასა და აგონიაში მე კი, არა, თქვენ ხართ, ბატონო ლევან. ჯერ ჩემს ქვეყანას დაანებეთ თავი და მერე მე დაგანებებთ თავს, გპირდებით!", - წერს ინაშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."