საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე უკრაინაში ეროვნულ პოლიციას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი უკრაინა" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მთავრობამ შს მინისტრ არსენ ავაკოვის შესაბამის წინადადებას მხარი დაუჭირა. მათივე ცნობით, თავის გამოსვლაში ხატია დეკანოიძემ უკრაინაში პოლიციის რეფორმისადმი ერთგულება გამოხატა.
გამოცემის ინფორმაციით, ხატია დეკანოიძე იყო შს მინისტრ არსენ ავაკოვის მრჩეველი. საქართველოში მუშაობდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდში, კერძოდ, იკავებდა განათლების მინისტრის თანამდებობას. პრეზიდენტმა პოროშენკომ აგვისტოში ხელი მოაწერა კანონს ეროვნული პოლიციის შესახებ. იმავე დროს შსს-ში დააანონსეს, რომ ეს სტრუქტურა მილიციას სამ თვეში შეცვლიდა.