"მიშა საქართველოში ასეთი წარმატებული თუ იყო, მაშინ ამიხსენით, უკან რატომ ვერ ბრუნდება? რა მოუვიდა სასამართლო სისტემის რეფორმირებას საქართველოში?" , - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი სააკაშვილის ბრალდებას იმის შესახებ, რომ პრემიერი უკრაინელ ოლიგარქებს, კერძოდ, იგორ კოლომოისკის ხელს უწყობს.
გამოცემა "პოლიტიკო"-სთან საუბარში იაცენიუკმა განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდებები "მიშას დადგმული სპექტაკლია".
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ უკრაინის პრემიერი სააკაშვილზე საუბრისას გაღიზიანებას ვერ მალავდა.