სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დედამ რომ გაიგო, მისმა შვილმა მეზობელი მოკლა, ინსულტი დაემართა, არავინ იცის თუ გადარჩება" - შემზარავი მკვლელობა ქუთაისში
"დედამ რომ გაიგო, მისმა შვილმა მეზობელი მოკლა, ინსულტი დაემართა, არავინ იცის თუ გადარჩება" - შემზარავი მკვლელობა ქუთაისში

ქუ­თა­ის­ში ავ­ტო­ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდარ­მა მკვლე­ლო­ბამ ე. წ. ლტოლ­ვილ­თა კორ­პუ­სი შეძ­რა, - 18 წლის გ. კ. 30 წლის შავ­ლეგ გ-მ და­ნით და­ჩე­ხა, შემ­დეგ გა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი მა­ი­ტო­ვა და მი­ი­მა­ლა. ფაქ­ტი მით უფრო ამაზ­რზე­ნია, რომ მოკ­ლუ­ლი და მკვლე­ლი მე­ზობ­ლე­ბი არი­ან და თურ­მე ოჯა­ხე­ბით ახ­ლობ­ლობ­დნენ კი­დეც. ისი­ნი ერთ კორ­პუს­ში პირ­ველ და მე­სა­მე სარ­თუ­ლებ­ზე ცხოვ­რობ­დნენ. ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლებს კორ­პუ­სის ერთ-ერთი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი მოგ­ვიყ­ვა.

- ო.ლ: - ყვე­ლა შეძ­რუ­ლი ვართ მომ­ხდა­რით. უმე­ტე­სო­ბა ამ კორ­პუს­ში მცხოვ­რებ­ნი კო­დო­რი­დან ლტოლ­ვი­ლე­ბი ვართ, ერ­თმა­ნეთს ვერ ვშორ­დე­ბით და ერ­თმა­ნე­თის ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით. თუმ­ცა ის არ ვი­ცით, რა საქ­მე უნდა ჰქო­ნო­და 18 წლის ბი­ჭთან 30 წლის კაცს, რა უნდა და­ე­შა­ვე­ბი­ნა ამ პა­ტა­რა ბიჭს ისე­თი, სა­სიკ­ვდი­ლოდ რომ გა­ი­მე­ტა?! თა­ნაც, ისე მოკ­ლა, იმა­საც რომ ვერ იტყვი, ტვი­ნი რა­ღა­ცამ აუ­რი­აო, - თურ­მე ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქო­ნია და სა­წყალს კორ­პუ­სის ეზო­ში და­ნით დახ­ვდა, ჯერ უთ­ქვამს, - სი­გა­რე­ტი აქ გაქვთ, მო­მა­წე­ვი­ნეთ, ბი­ჭე­ბოო.

- ანუ გარ­დაც­ვლი­ლი მარ­ტო არ იყო?

- ამ­ხა­ნაგ­თან ერ­თად იყო. გარ­დაც­ვლი­ლი წე­სი­ე­რი ბავ­შვი იყო, სკო­ლა არ და­ამ­თავ­რა, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში შე­ვი­და, - ვი­მუ­შა­ვებ და ცოტა ფული მექ­ნე­ბაო. ახლა დალ­ხი­ნე­ბუ­ლად არა­ვინ ცხოვ­რობს, სახ­ლში კი­დევ 2 დედ-მა­მიშ­ვი­ლი ჰყავს, ეტყო­ბა, იფიქ­რა, ოჯახს და­ვეხ­მა­რე­ბიო.

- მკვლე­ლო­ბა სი­გა­რე­ტის გამო მოხ­და?

- სი­გა­რე­ტი არა­ფერ შუ­ა­შია, ბი­ჭებ­მა რომ უთხრეს, იმ უნა­მუ­სოს, არა სი­გა­რე­ტი არ გვაქ­ვსო, - მა­ინც გზა­ზე გა­და­უდ­გა, - არა უშავს, მა­შინ აქვე მა­ღა­ზი­ა­ში წა­მომ­ყე­ვით, მარ­ტო წას­ვლა მე­ზა­რე­ბა, თან ლუდ­საც ვი­ყი­დიო. ესე­ნიც გაჰ­ყვნენ მორ­ჩი­ლად, რას მო­ი­ფიქ­რებ­დნენ, რომ მა­ღა­ზი­ა­ში მო­საკ­ლა­ვად მი­ე­რე­კე­ბო­და.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"დედამ რომ გაიგო, მისმა შვილმა მეზობელი მოკლა, ინსულტი დაემართა, არავინ იცის თუ გადარჩება" - შემზარავი მკვლელობა ქუთაისში

"დედამ რომ გაიგო, მისმა შვილმა მეზობელი მოკლა, ინსულტი დაემართა, არავინ იცის თუ გადარჩება" - შემზარავი მკვლელობა ქუთაისში

ქუთაისში ავტოქარხნის ტერიტორიაზე მომხდარმა მკვლელობამ ე. წ. ლტოლვილთა კორპუსი შეძრა, - 18 წლის გ. კ. 30 წლის შავლეგ გ-მ დანით დაჩეხა, შემდეგ გასისხლიანებული მაიტოვა და მიიმალა. ფაქტი მით უფრო ამაზრზენია, რომ მოკლული და მკვლელი მეზობლები არიან და თურმე ოჯახებით ახლობლობდნენ კიდეც. ისინი ერთ კორპუსში პირველ და მესამე სართულებზე ცხოვრობდნენ. ტრაგედიის დეტალებს კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი მოგვიყვა.

- ო.ლ: - ყველა შეძრული ვართ მომხდარით. უმეტესობა ამ კორპუსში მცხოვრებნი კოდორიდან ლტოლვილები ვართ, ერთმანეთს ვერ ვშორდებით და ერთმანეთის ყველაფერი ვიცით. თუმცა ის არ ვიცით, რა საქმე უნდა ჰქონოდა 18 წლის ბიჭთან 30 წლის კაცს, რა უნდა დაეშავებინა ამ პატარა ბიჭს ისეთი, სასიკვდილოდ რომ გაიმეტა?! თანაც, ისე მოკლა, იმასაც რომ ვერ იტყვი, ტვინი რაღაცამ აურიაო, - თურმე ჩაფიქრებული ჰქონია და საწყალს კორპუსის ეზოში დანით დახვდა, ჯერ უთქვამს, - სიგარეტი აქ გაქვთ, მომაწევინეთ, ბიჭებოო.

- ანუ გარდაცვლილი მარტო არ იყო?

- ამხანაგთან ერთად იყო. გარდაცვლილი წესიერი ბავშვი იყო, სკოლა არ დაამთავრა, პროფესიულ სასწავლებელში შევიდა, - ვიმუშავებ და ცოტა ფული მექნებაო. ახლა დალხინებულად არავინ ცხოვრობს, სახლში კიდევ 2 დედ-მამიშვილი ჰყავს, ეტყობა, იფიქრა, ოჯახს დავეხმარებიო.

- მკვლელობა სიგარეტის გამო მოხდა?

- სიგარეტი არაფერ შუაშია, ბიჭებმა რომ უთხრეს, იმ უნამუსოს, არა სიგარეტი არ გვაქვსო, - მაინც გზაზე გადაუდგა, - არა უშავს, მაშინ აქვე მაღაზიაში წამომყევით, მარტო წასვლა მეზარება, თან ლუდსაც ვიყიდიო. ესენიც გაჰყვნენ მორჩილად, რას მოიფიქრებდნენ, რომ მაღაზიაში მოსაკლავად მიერეკებოდა.

გაგრძელება

გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს - არსებული ინფორმაციით, დაკავება "პარაგრაფში" "საქმის გარჩევას“ მოჰყვა

დაჭრილი პირი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ყოფილი პოლიციელი იყო

"გამოძიებამ ნახა ჩემი სოციალური ქსელების მიმოწერები" - იაკობ ბრეგვაძის კომენტარი შსს-ს დატოვების შემდეგ