ილიაუნის აკადემიური საბჭო, ლია უკლებას ნახატთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე, საპატრიარქოს პასუხობს

ილიაუნის აკადემიური საბჭო, ლია უკლებას ნახატთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე, საპატრიარქოს პასუხობს

ილიაუნში მხატვარ ლია უკლებას ნამუშევრის "ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით" გამოფენას,  საპატრიარქოს მხრიდან კრიტიკა მოყვა, რომელსაც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო განცხადებით პასუხობს:

"2015 წლის 2 ნოემბერს გავრცელდა საქართველოს საპატრიარქოს განცხადება, რომელიც ეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 ოქტომბერს ჩატარებულ კონფერენციასა და მის ვიზუალურ მასალას.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს:

- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების თანახმად, ვალდებულია უზრუნველყოს პროფესორის აკადემიური თავისუფლება, რაც გულისხმობს მეცნიერული ინტერესის მქონე ნებისმიერ თემაზე მსჯელობის შესაძლებლობას;

- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას არასოდეს ჰქონია ვინმეს შეურაცხყოფისა და სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევის განზრახვა;

- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დაიცავს თავისი პროფესორებისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერი ინსტიტუტის ცენზურისგან;

- ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები დაირღვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონფერენციით, აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ შესაბამის სამართლებრივ გზებს."- აღნიშნულია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია